დიომიდის კუნძულები

დიომიდის კუნძულები (რუს. Острова Диомида, ინგლ. Diomede Islands), გვოზდევის კუნძულები — ორი კუნძული და მიმდებარე კლდეები ბერინგის სრუტეში. დასავლეთით მდებარე რატმანოვის კუნძული (დიდი დიომიდი) ფართობით დაახლ. 10 კმ²-ია, სიმაღლით 513 მ-მდე, ეკუთვნის რუსეთს; აქ მდებარეობს რუსეთის უკიდურესი აღმოსავლეთი წერტილი (დ.გ. 169°02′). აღმოსავლეთით მდებარე კრუზენშტერნის კუნძული (პატარა დიომიდი) და ფარუეის კლდე აშშ-ის ტერიტორიაა. კუნძულებს შორის მანძილი დაახლ. 4 კმ-ია; შუაში გადის სასაათო სარტყლების საზღვარი და თარიღის ცვლის საერთაშორისო ხაზი. გვიან პლეისტოცენში კუნძულები ბერინგიის შემადგენლობაში შედიოდა. გავრცელებულია მრავალწლოვანი მზრალობა. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ტუნდრასა და ქვაყრილებს უკავია. ფლატეებიან ნაპირებზე ფრინველთა ბაზრებია (თოლია, კაირა, ცულნისკარტა და სხვ.). ლომვეშაპთა თავშესაყარია. აღმოჩენილია სემიონ დეჟნიოვის მიერ 1648 წელს; მეორედ აღმოაჩინა ვიტუს ბერინგის ექსპედიციამ 1728 წელს. რუკაზე დაიტანა მიხეილ გვოზდევმა (ი. ფიოდოროვთან ერთად) 1732 წელს. 1816 წელს ოტო კოცებუმ შეუცვალა სახელები და რატმანოვისა და კრუზენშტერნის კუნძულები უწოდა.[1]

დიომიდის კუნძულები

ხედი ჩრდილოეთიდან
გეოგრაფია
მდებარეობა ბერინგის სრუტე
კოორდინატები 65°46′ ჩ. გ. 169°00′ დ. გ. / 65.767° ჩ. გ. 169.000° დ. გ. / 65.767; -169.000
კუნძულთა რაოდენობა 2
უმაღლესი წერტილი 513 მ
დიომიდის კუნძულები — ალასკა
დიომიდის კუნძულები

სქოლიო რედაქტირება

  1. Диомида Острова // Большая российская энциклопедия. т. 9. — М., 2007. — стр. 29.
🔥 Top keywords: დიდი პარასკევიმთავარი გვერდიაღდგომასპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიერთიანი ნაციონალური მოძრაობაიესო ქრისტევეტოწმინდა ცეცხლიარასამთავრობო ორგანიზაციაენდროქვეყნების სია9 აპრილის ტრაგედიავალპურგის ღამეტიტუშკებისაქართველომერაბ კოსტავავნების კვირადიდი ხუთშაბათიგამარჯვების დღეილია IIმიხეილ სააკაშვილიბიძინა ივანიშვილიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიქუნთრუშაზვიად გამსახურდიაილია ჭავჭავაძეთამარ მეფედიდი შაბათიუქმე დღეები საქართველოშიმეორე მსოფლიო ომიჭონადავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქალაქები ქვეყნების მიხედვითქრისტეს თორმეტი მოციქულიიუდა ისკარიოტელიქრისტეს ვნებანიევროკავშირიტრისტან სარალიძე