გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

გერმანიის წარმომადგენელი მამაკაცის ეროვნული ასოციაციის საფეხბურთო ნაკრები

გერმანიის ეროვნული ნაკრები (გერმ. Die Deutsche Fußballnationalmannschaft) — საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო არენაზე. მას საერთაშორისო დონეზე ადმინისტრირებას უწევს გერმანიის საფეხბურთო კავშირი, არის უეფა-სა და ფიფა-ს წევრი და მონაწილეობს მათი ეგიდით ჩატარებულ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

გერმანია
ემბლემა
მეტსახელ(ებ)ი Die Nationalelf
ასოციაცია გერმანიის საფეხბურთო კავშირი
(Deutscher Fußball-Bund)
კონფედერაცია უეფა
მთავარი მწვრთვნელი გერმანიის დროშა იოახიმ ლევი (2006-დან)
კაპიტანი მანუელ ნოიერი
ყველაზე მეტი კეპი ლოთარ მათეუსი (150)
ბომბარდირი მიროსლავ კლოზე (71)
ფიფა-ს კოდი GER
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
შვეიცარიის დროშა შვეიცარია 5 - 3 გერმანია გერმანიის დროშა
(ბაზელი, შვეიცარია; 5 აპრილი, 1908)
უდიდესი გამარჯვება
გერმანიის დროშა გერმანია 16 - 0 რუსეთი რუსეთის დროშა
(სოლნა, შვედეთი; 1 ივლისი, 1912)
უდიდესი დამარცხება
ინგლისის დროშა ინგლისი 9 - 0 გერმანია გერმანიის დროშა
(ოქსფორდი, ინგლისი; 16 მარტი, 1909)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლა 18 (პირველად 1934)
საუკეთესო შედეგი გამარჯვებული, 1954, 1974, 1990, 2014
ევროპის ჩემპიონატი
გამოსვლა 11 (პირველად 1972)
საუკეთესო შედეგი გამარჯვებული, 1972, 1980, 1996

გერმანიის ნაკრები არის მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი: 1954, 1974, 1990 და 2014 წლებში. ასევე ოთხგზის ვიცე-ჩემპიონი: 1966, 1982, 1986 და 2002 წლებში. 4-ჯერ გავიდა მესამე ადგილზე: 1934, 1970, 2006 და 2010 წლებში. გერმანია სულ 12-ჯერაა გასული ნახევარფინალში. 1930 და 1950 წლის გარდა მსოფლიოს ყველა ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული. 1930 წელს უარი თქვა, 1950 წელს კი მეორე მსოფლიო ომის გამო ვერ დაძლია საკვალიფიკაციო რაუნდი.

ეროვნულ ნაკრებებს შორის გერმანიას მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი — 100 მატჩი აქვს ჩატარებული,[1],ასევე გერმანიას აქვს ყველაზე მეტი გოლი გატანილი – 224.[2]ევროპის ჩემპიონატებზე გერმანიას ყველაზე მეტი, ექვსი ფინალი აქვს ნათამაშები.

გერმანიის ნაკრებიდან გერდ მიულერი, მიროსლავ კლოზე და თომას მიულერი გახდნენ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირები. ლოთარ მათეუსს ჩატარებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი, ხოლო კლოზეს გატანილი აქვს ყველაზე მეტი გოლი (16).

არის სამგზის ევროპის ჩემპიონი 1972, 1980, 1996 წლებში, მიოგო რა ექვსიდან 3 ფინალი. გუნდი 1972 წლიდან მონაწილეობს ევროპის ყველა ჩემპიონატში, ხოლო ამ ტურნირებზე ბომბარდირები გახდნენ გერდ მიულერი, დიტერ მიულერი, კლაუს ალოფსი და კარლ-ჰაინც რიდლე. გერმანიის ნაკრები რვაჯერაა დასახელებული გერმანიის წლის გუნდად.

ისტორია რედაქტირება

საწყისი წლები რედაქტირება

უკვე 1899 და 1901 წელს ჩატარდა 5 არაოფიციალური ამხანაგური შეხვედრა ორ განსხვავებულ გუნდს, გერმანიასა და ინგლისს შორის და ყველა გერმანიისთვის გამანადგურებელი მარცხით დასრულდა. ეს თამაშები გერმანიის საფეხბურთო კავშირის მიერ არ იყო საერთაშორისო თამაშებად აღიარებული და დღეს ისინი ურ-საერთაშორისო მატჩების სახელითაა ცნობილი. ეს თამაშები ორგანიზებული იყო ვალტერ ბენზემანის მიერ, რომელსაც გერმანული ფეხბურთის დამაარსებლად მიიჩნევენ.

1980-იანი წლების დასაწყისი რედაქტირება

იუპ დერვალის მწვრთნელობისას პირველივე დიდი ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა. გერმანიამ მოიგო ევრო 1982. ეს ნაკრების რიგით მეორე ევროპული ტიტული იყო. ფინალში გერმანიამ დაამარცხა ბელგია 2-1. 1982 წლის მუნდიალზე გერმანია ფავორიტად ითვლებოდა. საკბალიფიკაციო ეტაპზე მათ რვიდან რვავე მატჩი მოიგეს. მიუხედავად ამისა, გერმანია მოულოდნელად დამარცხდა პირველი მატჩში დებიუტანტ ალჟირთან 1-2. გერმანიამ მოიგო ჯგუფური ეტაპის შემდგომი მატჩები ჩილესთან და ავსტრიასთან და გავიდა პლეი-ოფში. 2-1. ტურნირის ნახევარფინალში გერმანია შეხვდა საფრანგეთის ძლიერ ნაკრებს, სადაც ალენ ჟირესი, ჟაკ ტიგანა და მიშელ პლატინი თამაშობდნენ. გერმანელები დაწინაურდნენ მე-18 წუთზე, მაგრამ ფრანგებმა 26-ე წუთზე აღადგინეს წონასწორობა და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. დამატებით დროში საფრანგეთი სწარაფად დაწინაურდა ორი ბურთით, მაგრამ რუმენიგემ და ფიშერმა საპასუხო გოლები გაიტანეს. მოგვიანებით, ფიშერის მიერ მაკრატელათი გატანილი გოლის წლის გოლად იქნა აღიარებული. პენალტების სერიაში გერმანიამ 5-4 მოიგო. ფინალში გერმანია პაოლო როსის იტალიასთანდ დამარცხდა 1-3.

ბეკენბაუერის ეპოქა რედაქტირება

ევრო 1984-ის პირველივე რაუნდიდან დამოვარდნის შემდეგ ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი. რამდენადაც მას სამწვრთნელო ლიცენზია არ გააჩნდა, ფორმალურად მწვრთნელად ჯერ ჰორსტ კოპელი, ხოლო შემდეგ ჰოლგერ ოსიეკი დაინიშნენ, ბეკენბაუერი კი მათი ასისტენტი იყო. 1986 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირში გერმანიამ მოიგო ექვსიდან პირველი ხუთი მატჩი და გაინაღდა ტურნირზე მონაწილეობა. ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიამ დაიკავა მეორე ადგილი, დაუზავდა რა ურუგვაის, მოუგო შოტლანდიას და დამარცხდა დანიასთან. მერვედფინალში გერმანიამ დაამარცხა მაროკო 88-ე წუთზე ლოთარ მათეუსის საჯარიმო დარტმით გატანილი ერთადერთი გოლით. მეოთხედფინალში პენალტების სერიაში მეკარე შუმახერმა ორი პენალტი მოიგერია და გერმანიამ დაამარცხა მექსიკა, ხოლო ნახევარფინალში ანდრეას ბრემესა და რუდი ფიოლერის გოლებით 2-0 დაამარცხა საფრანგეთის ნაკრები. ფინალში გერმანია 2-3 დამარცხდა დიეგო მარადონას არგენტინასთან, რომელიც მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

მომდევნო, 1990 წლის ჩემპიონატზე გერმანია კვლავ ფინალში გავიდა. ნახევარფინალში გერმანია ინგლისის ნაკრებსი დაუპირისპირდა. პიტერ შილტონის მიერ გაშვებული კურიოზული გოლის წყალობით გერმანელებმა ანგარიში გახსნეს, თამაშის მსვლელობისას ინგლისს არ დაუდეს 11 მეტრიანი როდესაც მცველებმა გარი ლინეკერი საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევით შეაჩერეს. ამის შემდეგ მოედნიდან გააგდეს ახალგაზრდა პოლ გასქოინი. მე-80 წუთზე ლინეკერმა ანგარიში გაათანაბრა. თერთმეტმეტრიანების სერიაში სტიუარტ პირსმა და კრის უოდლიმ გააფუჭეს პენალტები და გერმანია ფინალში გავიდა. ფინალში გერმანია კვლავ არგენტინას შეხვდა, მაგრამ ამჯერად ანდრეას ბრემეს გოლით დაამარცხა ის 1-0 და მესამე ტიტული მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონმა გერმანიის ნაკრებმა კარგას იასპარეზა შემდგომ ტურნირზე, ევრო 1992-ზე, სადაც ფინალში გავიდა, მაგრამ დამარცხდა ჩემპიონატზე შემთხვევით მოხვედრილ დანიის ნაკრებთან.

1990-იანები რედაქტირება

ევრო 1996-ზე გერმანიამ მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე გერმანიამ ნახევარფინალში, პენალტების სერიით დაამარცხა ტურნირის მასპინძელი ინგლისის ნაკრები. ფინალში გერმანია ჩეხეთის ნაკრებს შეხვდა, რომელიც ჯერ კიდევ ჯგუფური ეტაპის სტადიაზე დაამარცხა 2-0. შტეფან კუნცს პირველ ტაიმში ორი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში საჯარიმოში კარელ პობორსკის წაქცევის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმის შემდეგ ჩეხები დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში საჯარიმოში კარელ პობორსკის წაქცევის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმის შემდეგ ჩეხები დაწინაურდნენ. ანგარიში შეცვლაზე შესულმა ოლივერ ბირჰოფმა კრისტიან ციგეს ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით გაათანაბრა. დამატებით დროში კვლავ ბირჰოფმა გაიტანა და ოქროს გოლით გერმანიის ნაკრებს მესამე წოდება მოუტანა.

2000-იანი წლების პირველი ნახევარი რედაქტირება

ევრო 2000-ზე გუნდს ერიხ რიბეკი გაუძღვა. გერმანია ძალიან ცუდად გამოვიდა ამ ჩემპიონატზე. მან ფრედ, 1-1 ითამაშა პირველი მატჩი რუმინეთთან და წააგო დანარჩენი ოყი. მათ 0-1 დათმეს ინგლისთან და 0-3 პორტუგალიასთან, რომელსაც უკვე განაღდებული ჰქონდა ჯგუფიდან გასვლა და სათადარიგო ფეხბურთელებით თამაშობდა. რიბეკმა ნაკრები დატოვა და მის ნაცვლად რუდი ფიოლერი დაინიშნა.

2002 წლის მუნდიალზე გუნდმა მოულოდნელად ფინალს მიაღწია. გერმანია მოხვდა ჯგუფში ირლანდიის ნაკრებთან და დაბალრეიტინგიან საუდის არაბეთის და კამერუნის ნაკრებებთან.[3] გერმანია არ მოიაზრებოდა ტურნირის ფავორიტებს შორის ევრო 2000-ს ჩაგდების შემდეგ. ჩემპიონატის დაწყებამდე გერმანიას დააკლდა რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო. მათ შორის იყო გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი სებასტიან დაისლერი, რომელმაც ავსტრიასთან ამხანაგური მატჩის დროს მიიღო მუხლის ტრავმა.[4] ამავე მიზეზით დააკლდნენ ნაკრებს მველები იენს ნოვოტნი, კრისტიან ვერნსი და ნახევარმცველი მეჰმეთ შოლი.[4]

გერმანიამ მოიგო პირველივე მატჩი საუდის არაბეთის წინააღმდეგ 8-0. მიროსლავ კლოზემ შეასრულა ჰეთ-თრიკი. გერმენელთაგან ექვსმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი.[5] მეორე მატჩში ირლანდიის წინააღმდეგ გერმანია იგებდა 1-0-ს მთელი მატჩის განმავლობაში, მაგრამ ირლანდიელმა რობი კინმა გაათანაბრა მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე.[6] გერმანიას სჭირდებოდა გამარჯვება მესამე მატჩში ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად. გერმანიამ მარტივად მოიგო 2-0 და კლოზემ გაიტანა მეხუთე გოლი ტურნირზე.[7] გერმანიამ დაიკავა პირველი ადგილი 7 ქულით[3]

მერვედფინალში გერმანია შეხვდა პარაგვაის ნაკრებს, რომელიც გავიდა მეორე ადგილზე B ჯგუფში. მატჩის ერთადერთი გოლი გაიატანა ოლივერ ნოივილმა 88-ე წუთზე.[8] მეოთხედფინალში გერმანია შეხვდა აშშ-ის ნაკრებს. მატჩის ერთადერთო გოლი 38-ე წუთზე გაიტანა მიხაელ ბალაკმა[9] ნახევარფინალში გერმანიას დაუპირისპირდა ტურნირის თანამასპინძელი სამხრეთ კორეის ნაკრები. მატჩის 71-ე წუთზე ბალაკმა მიიღო ტურნირზე მეორე ყვითელი ბარათი და შესაბამისად, დისკვალიფიკაცია შემდეგ მატჩში.[10] ოთხი წუთის შემდეგ მანვე გაიატანა გამარჯვების გოლი და გერმანია გავიდა ფინალში.[10]

პლეი-ოფის ეტაპზე გერმანიამ ყველა მატჩი მინიმალური სხვაობით, 1-0 მოიგო და ფინალში ბრაზილიას შეხვდა. ეს ორი გუნდი პირველად შეხვდა ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატზე. ფინალში გერმანიას დისკვალიფიკაციის გამო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მიხაელ ბალაკი. ფინალი ბრაზილიელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა, ორივე გოლი ტურნირის ბომბარდირმა რონალდომ გაიტანა. გერმანელთა მეკარე და კაპიტანი ოლივერ კანი ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ და ფეხბურთელად დასახელდა.

2006-დან დღემდე რედაქტირება

ევრო 2008-ზე გერმანიამ ფინალამდე მიაღწია. ფინალში ის დაუპირისპირდა ესპანეთის ნაკრებს, რომელსაც 1964 წლის შემდეგ არ გაემარჯვა. ფინალში ესპანეთის უპირატესობა აშკარა იყო. გერმანიამ ვერცერთი საგოლე მომენტი ვერ შექმნა. ფინალის საუკეთესო მოთამაშე ფერნანდო ტორესი იყო, რომელმაც მატჩის 33-ე წუთზე ფილიპ ლამი უკან მოიტოვა და დაუფიქრებლად გამოსულ იენს ლემანს ბურთი თავზე გადაუგდო. გერმანიამ გოლის შემდეგ აქტიური თამაშის გაჩაღება ვერ შეძლო. ისინი მე-2 ტაიმის დასაწყისში ისინი ტერიტორიულ უპირატესობას კი დაეუფლნენ, თუმცა კასილასის კარამდე მიახლოება ძველებურად უჭირდათ. ვერ ითამაშა ტრავმირებულმა კაპიტანმა მიხაელ ბალაკმა, ჰიცლშპერგერისა და ფრინგსის მონდომება კი იმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ შედარებით აქტიური შვაინშტაიგერისთვის მხარი აებათ. ამის ფონზე ხავისა და ინიესტას კომბინაციურმა თამაშმა აჯობა გერმანელების ნახევარდაცვას.

2010 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე ნაკრებს გამოაკლდა კაპიტანი მიხაელ ბალაკი. კაპიტნად დაინიშნა „ბაიერნის“ კაპიტანი ფილიპ ლამი.

მუნდიალი 2014 რედაქტირება

მსოფლიო ჩემპიონები

2014 წლის მუნდიალის წინ გერმანიის ნაკრებს დააკლდა მარკო როისი, რომელმაც ტრავმა მიიღო სომხეთთან ამხანაგურ მატჩში. გერმანია მუნდიალზე მოხვდა G ჯგუფში და მეტოქედ შეხვდა პორტუგალია, რომელიც ევრო 2012-ის ჯგუფურ ეტაპზე იყო გერმანიის მექტოქე, განა რომელიც წინა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იყო გერმანიის მეტოქე და აშშ, რომელსაც გერმანიის ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი იურგენ კლინსმანი წვრთნიდა. გერმანიამ ასპარეზობა დაიწყო პორტუგალიის განადგურებით 4-0. თომას მიულერი ჰეტ-ტრიკის ავტორი გახდა. მეორე მატჩში განასთან უფრო მძიმე აღმოჩნდა და ფრედ, 2-2, დასრულდა. აშშ-სთან მიულერის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით კი გერმანიამ გაიმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მერვედფინალში ალჟისის 2-1 დასამარცხებლად გერმანიას დამატებითი დრო დასჭირდა. მეოთხედფინალში გერმანელებმა საფრანგეთის ნაკრები 1-0 დაამარცხეს, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელი ბრაზილია გაანადგურეს რეკორდული ანგარიშით 7-1. ეს ანგარიში, ისევე როგორც პირველი ტაიმის მიწურულს დაფიქსიებული 5-0, იყო მსოფლიო ჩემპიონატების ნახევარფინალებში დაფიქსირებული ყველაზე დიდი ანგარიში. ამავე მატჩში გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა მიროსლავ კლოზემ გაიტანა საკუთარი მე-16 გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2014 წლის 13 ივლისს რიო დე ჟანეიროს მარაკანას სტადიონზე გერმანია შეხვდა არგენტინას, რომლის კაპიტანი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი იყო. ეს გერმანიასა და არგენტინას შორის გამართული მესამე ფინალური მატჩი იყო 1986 და 1990 წლების ფინალების შემდეგ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი დამატებით დროის მეორე ტაიმში, 113-ე წუთზე ანდრე შურლეს ფლანგური გარღვევისა და პასის შედეგად შეცვლაზე შესულმა მარიო გეცემ გაიტანა. გერმანია გახდა ერთადერთი ევროპული ნაკრები, რომელმაც სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გამართულ ჩემპიონატში გაიმარჯვა. გერმანიამ ჩემპიონის ტიტული მეოთხედ, გაერთიანების შემდეგ კი პირველად მოიპოვა.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან ერთ კვირაში ნაკრებიდან წავიდა ფილიპ ლამი, რომელიც 10 წელის ასპარეზობდა ნაკრებში და ოთხი წელი იყო გუნდის კაპიტანი. შემდეგ კაპიტნად ბასტიან შვაინშტაიგერი დაინიშნა.

ამჟამინდელი შემადგენლობა რედაქტირება

0#0პოზიციამოთამაშედაბადების თარიღი (ასაკი)მატჩიგოლიკლუბი
1მანუელ ნოიერი 27 მარტი, 1986 (1986-03-27) (38 წლის)990 ბაიერნი
12ბერნდ ლენო4 მარტი, 1992 (1992-03-04) (32 წლის)80 არსენალი
22კევინ ტრაპი8 ივლისი, 1990 (1990-07-08) (33 წლის)50 აინტრახტი
5მატს ჰუმელსი16 დეკემბერი, 1988 (1988-12-16) (35 წლის)715 დორტმუნდი
2ანტონიო რიუდიგერი3 მარტი, 1993 (1993-03-03) (31 წლის)401 ჩელსი
4მათიას გინტერი19 იანვარი, 1994 (1994-01-19) (30 წლის)392 მენხენგლადბახი
15ნიკლას ზიულე3 სექტემბერი, 1995 (1995-09-03) (28 წლის)301 ბაიერნი
16ლუკას კლოსტერმანი3 ივნისი, 1996 (1996-06-03) (28 წლის)130 ლაიფციგი
3მარსელ ჰალსტენბერგი27 სექტემბერი, 1991 (1991-09-27) (32 წლის)81 ლაიფციგი
24რობინ კოხი17 ივლისი, 1996 (1996-07-17) (27 წლის)80 ლიდსი
20რობინ გოსენსი5 ივლისი, 1994 (1994-07-05) (29 წლის)60 ატალანტა
26კრისტიან გიუნტერი28 თებერვალი, 1993 (1993-02-28) (31 წლის)20 ფრაიბურგი
8ტონი კროოსი4 იანვარი, 1990 (1990-01-04) (34 წლის)10117 რეალ მადრიდი
6იოზუა კიმიხი8 თებერვალი, 1995 (1995-02-08) (29 წლის)543 ბაიერნი
21ილქაი გიუნდოგანი24 ოქტომბერი, 1990 (1990-10-24) (33 წლის)4510 მანჩესტერ სიტი
23ემრე ჯანი12 იანვარი, 1994 (1994-01-12) (30 წლის)331 დორტმუნდი
18ლეონ გორეცკა6 თებერვალი, 1995 (1995-02-06) (29 წლის)3213 ბაიერნი
19ლეროი ზანე11 იანვარი, 1996 (1996-01-11) (28 წლის)296 ბაიერნი
7კაი ჰავერცი11 ივნისი, 1999 (1999-06-11) (24 წლის)133 ჩელსი
17ფლორიან ნოიჰაუსი16 მარტი, 1997 (1997-03-16) (27 წლის)62 მენხენგლადბახი
13იონას ჰოფმანი14 ივლისი, 1992 (1992-07-14) (31 წლის)30 მენხენგლადბახი
14ჯამალ მუსიალა26 თებერვალი, 2003 (2003-02-26) (21 წლის)20 ბაიერნი
25თომას მიულერი13 სექტემბერი, 1989 (1989-09-13) (34 წლის)10138 ბაიერნი
11ტიმო ვერნერი6 მარტი, 1996 (1996-03-06) (28 წლის)3815 ჩელსი
10სერჟ გნაბრი14 ივლისი, 1995 (1995-07-14) (28 წლის)2115 ბაიერნი
9კევინ ფოლანდი30 ივლისი, 1992 (1992-07-30) (31 წლის)111 მონაკო

შედეგები რედაქტირება

მსოფლიო ჩემპიონატზე რედაქტირება

მსოფლიო ჩემპიონატისაკვალიფიკაციო ეტაპი
წელირაუნდიპოზიცია *გტგშგტგშ
1930ვერ გავიდავერ გავიდა
1934მესამე ადგილიმე-34301118110091
1938პირველი რაუნდიმე-102011353300111
1950აკრძალულიაკრძალული
1954ჩემპიონი1-ლი650125144310123
1958მეოთხე ადგილიმე-462221214კვალიფიცირდა, როგორ მოქმედი ჩემპიონი
1962მეოთხედფინალიმე-74211424400115
1966მეორე ადგილიმე-264111564310142
1970მესამე ადგილიმე-3650117106510203
1974ჩემპიონი1-ლი7601134კვალიფიცირდა, როგორ მასპინძელი
1978ფინალური ჯგუფებიმე-66141105კვალიფიცირდა, როგორ მოქმედი ჩემპიონი
1982მეორე ადგილიმე-2732212108800333
1986მეორე ადგილიმე-27322878521229
1990ჩემპიონი1-ლი75201556330133
1994მეოთხედფინალიმე-5531197კვალიფიცირდა, როგორ მოქმედი ჩემპიონი
1998მე-753118610640239
2002მეორე ადგილიმე-27511143106311912
2006მესამე ადგილიმე-37511146კვალიფიცირდა, როგორ მასპინძელი
2010მესამე ადგილიმე-3750216510820265
2014ჩემპიონი1-ლი7610184109103610
2018უცნობიაუცნობია
2022უცნობიაუცნობია
სულ4 ტიტული18/20106662020224121846418224966
*მოიცავს პლეი-ოფების ფრედ დასრულებულ მატჩებს, რომლებიც დასრულდა პენალტების სერიით
**ოქროსფერი ფონი აღნიშნავს ჩემპონობას
***წითელი ჩარჩო აღნიშნავს ტურნირის მასპინძლობას

ევროპის ჩემპიონატზე რედაქტირება

ევროპის ჩემპიონატისაკვალიფიკაციო ეტაპი
წელირაუნდიპოზიცია *გტგშგტგშ
1960არ მონაწილეობდაარ მონაწილეობდა
1964
1968ვერ გაიარა კვალიფიკაცია421192
1972ჩემპიონი1-ლი2200518530133
1976მეორე ადგილიმე-22110648440175
1980ჩემპიონი1-ლი4310636420171
1984ჯგუფური ეტაპიმე-53111228512155
1988ნახევარფინალიმე-3421163კვალიფიცირდა, როგორც მასპინძელი
1992მეორე ადგილიმე-25212786501134
1996ჩემპიონი1-ლი6420103108112710
2000ჯგუფური ეტაპიმე-143012158611204
2004ჯგუფური ეტაპიმე-123021238530134
2008მეორე ადგილიმე-2640210712831357
2012ნახევარფინალიმე-35401106101000347
2016ნახევარფინალიმე-4632*17310712249
2020უცნობია
სულ 3 ტიტული14/17492612*117248986920923761
*მოიცავს პლეი-ოფების ფრედ დასრულებულ მატჩებს, რომლებიც დასრულდა პენალტების სერიით
**ოქროსფერი ფონი აღნიშნავს ჩემპონობას
***წითელი ჩარჩო აღნიშნავს ტურნირის მასპინძლობას

რეკორდები რედაქტირება

ლოთარ მათეუსს გერმანიის ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი, 150 მატჩი აქვს ჩატარებული

ბომბარდირები რედაქტირება

#ფეხბურთელიპერიოდიგოლითამაშისაშუალო მაჩვენებელი
1მიროსლავ კლოზე2001–2014711370,51
2გერდ მიულერი1966–197468621,13
3ლუკას პოდოლსკი2004–2017491300,37
4რუდი ფიოლერი1982–199447900,52
იურგენ კლინსმანი1987–1998471080,45
6კარლ ჰაინც რუმენიგე1976–198645950,48
7უვე ზეელერი1954–197043720,60
8მიხაელ ბალაკი1999–201042980,43
9თომას მიულერი2010–381010,38
10ოლივერ ბირჰოფი1996–200237700,53

ფეხბურთელების მიერ ჩატარებული თამაშების რაოდენობა რედაქტირება

#ფეხბურთელიპერიოდითამაშიგოლი
1ლოთარ მათეუსი1980–200015023
2მიროსლავ კლოზე2001–201413771
3ლუკას პოდოლსკი2004–201713049
4ბასტიან შვაინშტაიგერი2004–201612124
5ფილიპ ლამი2004–20141135
6იურგენ კლინსმანი1987–199810847
7იურგენ კოლერი1986–19981052
8პერ მერტეზაკერი2004–20141044
9ფრანც ბეკენბაუერი1965–197710314
10თომას ჰესლერი1988–200010111

მწვრთნელები რედაქტირება

სახელიპერიოდითამაშიგამ.ფრედამ.ტიტულები
გსკ-ის კომიტეტი1908-192763181332
ოტო ნერცი1928-193670421018მესამე ადგილი 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ზეპ ჰერბერგი1936-19641629226441954 წლის მსოფლიო ჩემპიონი
ჰელმუტ შონი1964-1978139873022მეორე ადგილი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,

მესამე ადგილი 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,

1972 წლის ევროპის ჩემპიონი,

1974 წლის მსოფლიო ჩემპიონი,

მეორე ადგილი 1976 წლის ევროპის ჩემპიონატზე

იუპ დერვალი1978-1984674511111980 წლის ევროპის ჩემპიონი,

მეორე ადგილი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

ფრანც ბეკენბაუერი1984-199066361713მეორე ადგილი 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,

1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი

ბერტი ფოგსტი1990-1998102672312მეორე ადგილი 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე,

1996 წლის ევროპის ჩემპიონი

ერიხ რიბეკი1998-2000241068
რუდი ფიოლერი2000-200453291113მეორე ადგილი 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
იურგენ კლინსმანი2004-2006342086მესამე ადგილი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
იოახიმ ლევი2006-112772015მეორე ადგილი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე

მესამე ადგილი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი

სულ892519181192

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. (ინგლისური) Germany move ahead of Brazil დაარქივებული 2010-12-30 საიტზე Wayback Machine. ფიფა-ს ოფიციალური საიტი, 6 ივლისი, 2010.
  2. (ინგლისური) [1] დაარქივებული 2014-07-09 საიტზე Wayback Machine. , The Mineirazo in numbers. წაკითხვის თარიღი: 9 ივლისი, 2014.
  3. 3.0 3.1 2002 FIFA World Cup Korea/Japan: Results. FIFA (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 25 June 2010.
  4. 4.0 4.1 „Germany's Deisler ruled out of Cup“. Sports Illustrated. 20 May 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 25 June 2010.
  5. Germany – Saudi Arabia. FIFA (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-02. ციტირების თარიღი: 2014-07-07.
  6. „Soccer: Keane saves Ireland with last-gasp goal against Germany“. New Zealand Herald. 6 June 2010. ციტირების თარიღი: 25 June 2010.
  7. Cameroon – Germany. FIFA (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 25 June 2010.
  8. „Germany edge out Paraguay“. BBC. 15 June 2002. ციტირების თარიღი: 10 April 2011.
  9. Germany – USA. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 25 June 2010.
  10. 10.0 10.1 Hughes, Rob (26 June 2002). „Germany shatters Korea's dream“. The New York Times. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
🔥 Top keywords: მონტენეგრომთავარი გვერდისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოსეტყვადავით IV აღმაშენებელიქვეყნების სიათამარ მეფეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიმემარჯვენეობაუფლისციხედიდგორის ბრძოლავახტანგ I გორგასალისვეტიცხოველითინათინ ბოკუჩავათბილისირაბათის ციხენილოსიორნელა მუტიჩუტყვავილასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიერეკლე IIაკაკი წერეთელიქუნთრუშავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომისაქართველოს გეოგრაფიაქართული დამწერლობასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირითიღვის მუნიციპალიტეტიმონტენეგროს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანიგონიერი ადამიანიფარნავაზ Iცხინვალიიოსებ სტალინი