ბელგიის მონარქი

ბელგიის მონარქი — ბელგიის უმაღლესი აღმასრულებელი პირი. მას ეკუთვნის, აგრეთვე, ქვეყნის ფედერალური საკანონმდებლო ხელისუფლება ბელგიის ორპალატიან პარლამენტთან ერთად.

ბელგიელი მონარქების ბიუსტები ლეოპოლდ I-დან ბოდუენამდე მარცხნიდან მარჯვნივ

მისი ოფიციალური ტიტულია „ბელგიელთა მეფე“ (ნიდერლ. Koning der Belgen, ფრანგ. Roi des Belges), რაც აძლიერებს „სახალხო მეფის“ კონცეფციას (საფრანგეთის მეფის ლუი-ფილიპე I–ის ტიტულის ანალოგიურად («roi des Français»)).

1830 წლის ბელგიის რევოლუციის შემდეგ, მანამდე ნიდერლანდების შემადგენლობაში მყოფმა ბელგიამ მიიღო დამოუკიდებლობა. 1830 წლის 25 ნოემბერს ბელგიის დროებითმა ხელისუფლებამ მოამზადა ახალი სახელმწიფოს კონსტიტუციის შავი ვარიანტი და განსახილველად გადასცა ნაციონალურ კონგრესს — დროებით საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც შეიქმნა სპეციალურად ახალი კონსტიტუციის მისაღებად. კონგრესმა განხილვის შემდგომ 1831 წლის 7 თებერვალს მიიღო დროებითი ხელისუფლების პროექტი.

უკვე 1831 წლის 26 ივლისს კონსტიტუცია შევიდა ძალაში, რომლის თანახმად, ბელგიაში გამოცხადდა კონსტიტუციური მონარქია.

კონსტიტუციის 33 მუხლის თანახმად, სამეფო ტახტზე მოწვეული იქნა ლეოპოლდ საქსენ-კობურგ-გოთის დინასტიიდან.

კონსტიტუციური უფლებები

რედაქტირება

კონსტიტუციის 85 მუხლის თანახმად, ბელგიის სამეფო ტახტი მემკვიდრეობითი უფლებით ეკუთვნით ლეოპოლდ საქსენ-კობურგ-გოთის დინასტიის პირდაპირ მემკვიდრეებს. პირდაპირი მემკვიდრის არარსებობის შემთხვევაში, მეფეს აქვს უფლება, დამოუკიდებლად დანიშნოს თავისი მემკვიდრე.

კონსტიტუციის 87 მუხლის თანახმად, მონარქს უფლება არ აქვს, პარლამენტის ორივე პალატის თანხმობის გარეშე გახდეს სხვა სახელმწიფოს მეთაური. ეს წესი დაირღვა ერთადერთხელ, როცა 1885 წელს მეფე ლეოპოლდ II გახდა კონგოს თავისუფალი სახელმწიფოს მონარქი.

მონარქთა სია

რედაქტირება
სახელიფოტოგამეფების თარიღიმეფობის დასასრულიშენიშვნა
ლეოპოლდ I (ბელგია)
(1790—1865)
4 ივნისი 1831 წელი10 დეკემბერი 1865 წელიარჩეულ იქნა ეროვნული კონგრესის მიერ.
ლეოპოლდ II (ბელგია)
(1835—1909)
10 დეკემბერი 1865 წელი17 დეკემბერი 1909 წელილეოპოლდ I-ის ვაჟი
ალბერტ I (ბელგია)
(1875—1934)
23 დეკემბერი 1909 წელი17 თებერვალი 1934 წელილეოპოლდ II-ის ძმისწული
ლეოპოლდ III (ბელგია)
(1901—1983)
17 თებერვალი 1934 წელი16 ივლისი 1951 წელიალბერტ I-ის ვაჟი.
20 სექტემბერი 1944 წელი — 20 ივლისი 1950 წელი ქვეყანას მართავდა რეგენტი, მეფის ძმა პრინცი შარლი.
ტახტიდან გადადგა.
ბოდუენი (ბელგია)
(1930—1993)
17 ივლისი 1951 წელი31 ივლისი 1993 წელილეოპოლდ III-ის ვაჟი
ალბერტ II (ბელგია)
(დაიბ. 1934)
9 აგვისტო 1993 წელი21 ივლისი 2013 წელილეოპოლდ III-ის ვაჟი. ტახტიდან გადადგა.
ფილიპე (ბელგია)
(დაიბ. 1960)
21 ივლისი 2013 წელიდღემდეალბერტ II-ის ვაჟი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024მთავარი გვერდიკრიშტიანუ რონალდუევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიიოანე-ზოსიმესაქართველოქვეყნების სიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020თამარ მეფეშოტლანდიამეორე მსოფლიო ომიილია ჭავჭავაძედიდგორის ბრძოლაჩუტყვავილაამაღლებაგერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმამადუ სახოდავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიგერმანიათბილისიქართული დამწერლობაკარლეს პუჩდემონივახტანგ I გორგასალიიოსებ სტალინიქუნთრუშასალომე კორკოტაშვილიპირველი მსოფლიო ომირაბათის ციხეფრანც ბეკენბაუერიპეტრე-პავლობის მარხვანატო ვაჩნაძეჯუმბერ ლეჟავაერეკლე IIდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენავეფხისტყაოსანი