ბატა ჟივოინოვიჩი

სერბი მსახიობი და პოლიტიკოსი

ველიმირ „ბატა“ ჟივოინოვიჩი (სერბული კირილიცა Велимир "Бата" Живојиновић დ. 5 ივნისი, 1933 — გ. 22 მაისი, 2016) — სერბი მსახიობი და პოლიტიკოსი. მას ნათამაშები აქვს 340-ზე მეტ ფილმსა და სერიალში და აღიარებულია ყოფილი იუგოსლავიის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად.

ბატა ჟივოინოვიჩი
მშობლიური სახელი Велимир „Бата“ Живојиновић
დაბადების სახელი ველიმირ ჟივოინოვიჩი
დაბადების თარიღი 5 ივნისი, 1933
კორაჩიცა, დუნაის ბანოვინა, იუგოსლავიის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 22 მაისი, 2016 (82 წლის)
ბელგრადი, სერბეთი
აქტიური 1955–2013
მეუღლე(ები) ლულა ჟივოინოვიჩი

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ველიმირ ჟივოინოვიჩი (მეტსახელად ბატა) იუგოსლავიის სამეფოში (დღეს სერბეთი), კოსმაის მთის ძირში მდებარე მლადენოვაცის თემის სოფელ კორაჩიცაში დაიბადა. მამამისი დრაგოლიუბი საჯარო მოხელე იყო, ხოლო დედა ტიოსავა კი დიასახლისი. მას ორი და სტანკა და ნადა ჰყავდა და იგი პატრიარქალურ სახლში იზრდებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს დრაგოლიუბსა და ჩეტნიკებს შორის კონფლიქტის გამო ოჯახი იძულებული გახდა ბელგრადში გადასულიყო. ოჯახი საქალაქო უბან ცრვენი კრსტში დასახლდა. ახალგაზრდა ბატა მეგობრებთან ერთად ხშირად დადიოდა კინოთეატრებში, რამაც მისი სამსახიობო ხელოვნებით დაინტერესება გამოიწვია.

კარიერა რედაქტირება

ჟივოინოვიჩი თეატრში თამაშს ეკრანზე მოღვაწეობა ამჯობინა და მისი დებიუტი 1955 წელს, ფილმში „Песма са Кумбаре“ (სიმღერა კუმბარედან) შედგა. ის თამაშობდა როგორც, გმირებს ისე ბოროტმოქმედებს და მონაცვლეობდა მთავარ და მეორეხარისხოვან როლებს შორის. მისმა პოპულარობამ ზენიტს 1970-იან წლებში მიაღწია, როდესაც ეკრანებზე მეორე მსოფლიო ომის თემაზე შექმნილი პარტიზანული ფილმები გამოვიდა. ამ პერიოდში მისი ყველაზე ცნობილი ფილმი იყო ვალტერი იცავს სარაევოს (Valter brani Sarajevo), რომელმაც უდიდესი წარმატება მოუტანა.

პოლიტიკა რედაქტირება

1990 წელს ის სერბეთის პარლამენტის წევრად აირჩიეს სერბეთის სოციალისტური პარტიიდან. ის აგრეთვე იყო კანდიდატი 2002 წლის სექტემბერ-ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც მოსახლეობის ხმების 3.27% მიიღო[1].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. IFES Election Guide | Elections: Serbia Pres Sept 29, 2002. ციტირების თარიღი: 23 May 2016
🔥 Top keywords: ტრისტან სარალიძესაქართველოს დამოუკიდებლობის დღემთავარი გვერდისპეციალური:ძიებაქარტიასაქართველოკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდავით IV აღმაშენებელიერეკლე IIმეორე მსოფლიო ომისალომე ზურაბიშვილითამარ მეფესაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაკანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“თბილისივაჟა-ფშაველაილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალინოე ჟორდანიაკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებისაქართველოს გეოგრაფიამერაბ კოსტავაქართული დამწერლობასაქართველოს ისტორიაქუნთრუშასულხან-საბა ორბელიანიბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღექვეყნების სიაფარნავაზ Iსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაევროკავშირი9 აპრილის ტრაგედიავეფხისტყაოსანიპირველი მსოფლიო ომიიაკობ გოგებაშვილიკავკასია