ბანგკოკის მეტროპოლიტენი

ბანგკოკის მეტროპოლიტენი წარმოდგენილია მიწისზედა და მიწისქვეშა მეტროს სისტემით. ბანგკოკი; ტაილანდი. მიწისზედა მეტროპოლიტენს ტაილანდის მეფის “მისი აღმატებულების დაბადების დღის მეექვსე დამასრულებელი ციკლის პატივსაცემად მიწისზედა რკინიგზა” ეწოდება, რამდენადად მეტრო 1999 წლის 5 დეკმებერს, მეფის — პუმიპონ ადულიადეტის 72-ე დაბადების დღეზე გაიხსნა. ყოველდღიურ საუბარში მეტროპოლიტენს უბრალოდ ინგლისური აბრევიატურით BTS მოიხსენიებენ, რაც ინგლისურადლ იშიფრება როგორც Bangkok Mass Transit System — ბანკოკის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა.

თავდაპირველ პროექტებში მეტროპოლიტენის სისტემა “ლავალინ სქაითრეინად” იწოდებოდა და კანადური ფირმის მიერ იგეგმებოდა მშენებლობა , თუმცა, პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, 1992 წელს ფირმა უკან გაიწვიეს. ქალაქში საავტომობილო ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავის გამო ტაილანდის ხელისუფლებამ ავტოსტრადების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ მიმართა ყურადღება. მაგრამ, მიღებულმა ზომებმა ავტომობილების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, მოსალოდნელი შედეგები ვერ მოიტანა. ამიტომაც გადაწყდა მიწისზედა მეტროპოლიტენის დღევანდელი სახით აშენება.კანადური კომპანიის უკან გაწვევის შემდეგ, კომპანია ბანკოკ "ტრანზიტ სისტემი" დაარსდა, რომელმაც წარმატებით დააფინანსა პროექტი. მოძრავი შემადგენლობის მომწოდებლად ფირმა სიმენსი იქნა არჩეული, მშენებლობით კი კომპანია Italian Thai Development იყო დაკავებული.

მოგვიანებით მეტროპოლიტენს “სქაითრეინი” დაერქვა. სისტემა 1999 წლის 5 დეკემბერს იქნა გაშვებული. აღსანიშნავია, რომ პირველ ხანებში მეტრო საკუთარ დანახარჯებსაც გაჭირვებით ფარავდა. თუმცა, სიტუაცია 2005 წლისთვის შეიცვალა, როდესაც მატარებელთა დღიურმა მგზავრობამ 500 000 გაჩერებას გადააჭარბა. დღეისათვის შემადგენლობაში სამ-სამი ვაგონია ჩაბმული.

მეტროპოლიტენი შედგება ორი ხაზისგან 23,1 კმ სიგრძეზე 23 სადგურით. სიკჰუმვიტის ხაზი (სქემებზე სალათისფრად არის აღნიშნული) 16,8 კმ და 17 სადგურით არის წარმოდგენილი, ხოლო ხაზი სი-ლომი (სქემებზე მუქმწვანედ არის აღნიშნული) 6,3 კმ-ია და 7 სადგური აქვს.

ხაზი სუკჰუმვიტი

კოდიდასახელებატაილანდური დასახელებაინგლისური დასახელებაშენიშვნა
სუკჰუმვიტიสุขุมวิทSukhumvit
N8მო ჩჰიტიหมอชิตMo Chitმიწისქვეშა მეტროპოლიტენში გადაჯდომა (სადგური პარკი ჩატუჩაკი).
N7საპჰან კჰჳაიสะพานควายSaphan Khwai
N5არიอารีย์Ari
N4სანამ პაოสนามเป้าSanam Pao
N3გამარჯვების მონუმენტიอนุสาวรีย์ชัยสมรภูมิ (ანუსავარი ჩჰაი სამორაპჰუმი)Victory Monument
N2პჰაია თჰაიพญาไทPhaya Thaiიგეგმება გადაჯდომა მშენებარე ხაზზე სუვარნაბჰუმის აეროპორტი.
N1რაჩხატხევიราชเทวีRatchathewi
CSსაჲამიสยามSiamგადაჯდომა პლატფორმის გავლით ხაზზე "სი ლომი". სამდონიანი სადგური კუნძულოვანი ფორმის პლატფორმებით.
E1ჩჰიტ ლომიชิดลมChit Lom
E2პჰლჲონ ჩიტიเพลินจิตPhloen Chit
E3ნანაนานาNana
E4ასოკიอโศกAsokმიწისქვეშა მეტროპოლიტენში გადაჯდომა(სადგური სუკჰუმვიტი).
E5პჰრომ პჰონგიพร้อมพงศ์Phrom Phong
E6თჰონგ ლოทองหล่อThong Lo
E7ეკამაიเอกมัยEkkamaiაღმოსავლეთი ავტოსადგური.
E8პჰრა კჰანონგიพระโขนงPhra Khanong
E9ონ ნუტიอ่อนนุชOn Nut

ხაზი სი ლომი

რედაქტირება
კოდიდასახელებატაილანდური დასახელებაინგლისური დასახელებაშენიშვნა
სი ლომიสีลมSilom
W1ეროვნული სტადიონიสนามกีฬาแห่งชาติ (სანამ კილა ჰენგ ჩჰატი)National Stadium
CSსაჲამიสยามSiamგადაჯდომა პლატფორმით ხაზ სუკჰუმვიტზე. სამდონიანი სადგური კუნძულისებრი პლატფორმებით.
S1რაჩჰადამრიราชดำริRatchadamri
S2სალა დენგიศาลาแดงSala Daengგადაჯდომა მიწისქვეშა მეტროპოლიტენზე (სადგური სი ლომი).
S3ჩჰონგ ნონსიช่องนนทรีChong Nonsi
S5სურასაკიสุรศักดิ์Surasak
S6საპჰან ტაქსინიสะพานตากสินSaphan Taksinგადაჯდომა საქალაქო წყლის ტრანსპორტზე მდინარე ჩაუპრაიაზე. ჩიხისებრი სადგური ერთი გზითა და სადგურით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
🔥 Top keywords: ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024მთავარი გვერდიკრიშტიანუ რონალდუევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიიოანე-ზოსიმესაქართველოქვეყნების სიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020თამარ მეფეშოტლანდიამეორე მსოფლიო ომიილია ჭავჭავაძედიდგორის ბრძოლაჩუტყვავილაამაღლებაგერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმამადუ სახოდავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიგერმანიათბილისიქართული დამწერლობაკარლეს პუჩდემონივახტანგ I გორგასალიიოსებ სტალინიქუნთრუშასალომე კორკოტაშვილიპირველი მსოფლიო ომირაბათის ციხეფრანც ბეკენბაუერიპეტრე-პავლობის მარხვანატო ვაჩნაძეჯუმბერ ლეჟავაერეკლე IIდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენავეფხისტყაოსანი