აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1912)

1912 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართა და სამ ძირითად კანდიდატს შორის დაძაბული ბრძოლით აღინიშნა, რომელთაგან ორ კანდიდატს პრეზიდენტობის გამოცდილება ჰქონდა. მოქმედი პრეზიდენტი უილიამ ჰოვარდ ტაფტი ნომინირებულ იქნა რესპუბლიკელების მიერ პარტიის კონსერვატიული ფრთის მხარდაჭერით. ყოფილმა პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა რესპუბლიკელთა ნომინაცია ვერ მოიპოვა, რის შემდეგაც საკუთარი კონვენცია მოიწვია და პროგრესული პარტია დააარსა. ახალმა პარტიამ რუზველტი პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენა და ასევე დიდი შტატების ადგილობრივ არჩევნებში თავისი კანდიდატები დაასახელა. დემოკრატი ვუდრო უილსონი მხოლოდ 46-ე კენჭისყრის შემდეგ იქნა პარტიის მიერ ნომინირებული გავლენიანი დემოკრატის უილიამ ბრაიანის მხარდაჭერის წყალობით.

‹ 1908 აშშ-ის დროშა 1916 ›
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები
5 ნოემბერი, 1912
პრეზ. კანდიდატივუდრო უილსონითეოდორ რუზველტიუილიამ ტაფტი
პარტიადემოკრატიული პარტიაპროგრესული პარტიარესპუბლიკური პარტია
შტატინიუ-ჯერსინიუ-იორკიოჰაიო
ვიცე-პრეზ. კანდიდატიტომას მარშალიჰირამ ჯონსონინიკოლას ბატლერი (შეცვალა ჯეიმზ შერმანი)
ამომრჩეველთა კოლეგია435888
შტატში გამარჯვება4062
მოსახლეობა6,296,2844,122,7213,486,242
პროცენტი41.8%27.4%23.2%

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების რუკა. წითელი, შტატები, სადაც ტაფტმა გაიმარჯვა. ლურჯი, შტატები, სადაც უილსონმა გაიმარჯვა. მწვანე, შტატები, სადაც რუზველტმა გაიმარჯვა.
რიცხვები შტატიდან ამომრჩეველთა კოლეგიაში ხმების რაოდენობას ასახავს.

მოქმედი პრეზიდენტიარჩეული პრეზიდენტი
უილიამ ჰოვარდ ტაფტი
რესპუბლიკელი
ვუდრო უილსონი
დემოკრატი

უილსონმა არჩევნებში ორივე ძირითადი კონკურენტი დაამარცხა, მოიპოვა ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების დიდი უმრავლესობა და მოსახლეობის ხმების 42%. ამ გამარჯვებით იგი 1892 წლის შემდეგ პირველი დემოკრატი გახდა, ვინც არჩევნებში გაიმარჯვა. ეს არჩევნები ბოლო იყო, სადაც მეორე ადგილზე გასული კანდიდატი დემოკრატებს ან რესპუბლიკელებს არ წარმოადგენდა და პირველი, სადაც კონტინენტური აშშ-ის 48-ვე შტატი მონაწილეობდა.

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიგიორგი მამარდაშვილიკრიშტიანუ რონალდუსპეციალური:ძიებაბუდუ ზივზივაძეგიორგი მიქაუტაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ლიონელ მესიმანანა მენაბდეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიკატეგორია:ქართული გვარებისულთმოფენობახვიჩა კვარაცხელიაგიორგი ჩაკვეტაძეგიორგი ქოჩორაშვილისაბა ლობჟანიძეჰაჯისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიხორვატიასაქართველოდაღესტანიქვეყნების სიადიდგორის ბრძოლაარდა გიულერითბილისიმეორე მსოფლიო ომიდავით IV აღმაშენებელიგურამ კაშიათამარ მეფეზურიკო დავითაშვილიპეტრე-პავლობის მარხვაილია ჭავჭავაძემსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიფეხბურთის წესებიპორტუგალიაჩუტყვავილაოთარ კიტეიშვილივახტანგ I გორგასალივილი სანიოლი