ალამბარი

სოფელი საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში

ალამბარი[2]სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ალამბარი, ზედა კონდიდი). მდებარეობს მდინარე აჭყვის მარცხნივ, ზღვის დონიდან 60 მ, ქობულეთიდან 14 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1837 კაცი.[1]

სოფელი
ალამბარი

მამუკას ციხე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტი
თემი ალამბარი
კოორდინატები 41°49′48″ ჩ. გ. 41°53′01″ ა. გ. / 41.83000° ჩ. გ. 41.88361° ა. გ. / 41.83000; 41.88361
დაარსდა XV საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 60
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1837[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
რუსები 0,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ალამბარი — საქართველო
ალამბარი
ალამბარი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ალამბარი
ალამბარი — ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ალამბარი

XV-XVI საუკუნეებში ალამბარი წარმოადგენდა გურიის სამთავროს ცენტრს და მთავრის რეზიდენციას. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით აქ ჰქონდათ სასახლე გურიელებს. XVII საუკუნის შუიდან XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე წარმოადგენდა თავდგირიძეების საკუთრებას.[3]

საბჭოთა პერიოდში შედიოდა მუხაესტატეს სასოფლო საბჭოში, განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა.

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელიმოსახლეობა
1908315[4]
20022325[5][6]
20141837[1]

სოფელში, „ციხისყელად“ წოდებულ მთაზე დგას XVIII საუკუნის ციხის ნანგრევები. ციხე ეკუთვნოდა მამუკა თავდგირიძეს, რის გამოც მას მამუკას ციხე დაერქვა. ციხე დაინგრა 1959 წლის მიწისძვრის დროს. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის კედელი, რომლის სიმაღლე სამ მეტრს აღწევს. შემორჩენილ ნანგრევს კოშკის ფორმა აქვს და მისი ფართობი 47 მ²-ს შეადგენს.

სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ადგილობრივი მოსახლეობა მას შუშანეთის წმინდა გიორგის უწოდებდა. ეკლესია ქვისგან იყო აგებული. 1891 წელს ზაქარია ჭიჭინაძეს იგი დანგრეული დახვდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 15.
  3. სოსელია, ო. (1981). ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, წიგნი II. თბილისი: მეცნიერება, გვ. 178. 
  4. «Кавказский календарь» на 1910 год
  5. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-04.
  6. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიგერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024გიორგი მიქაუტაძეარდა გიულერიბუდუ ზივზივაძეკატეგორია:ქართული გვარებიდიდგორის ბრძოლასულთმოფენობაგიორგი ქოჩორაშვილიკრიშტიანუ რონალდუგიორგი მამარდაშვილინიდერლანდებიქვეყნების სიასაქართველომეორე მსოფლიო ომიგიორგი ჩაკვეტაძესაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიხვიჩა კვარაცხელიათამარ მეფეილია ჭავჭავაძედავით IV აღმაშენებელილიონელ მესილაზებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიბუნიობაჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიშრედინგერის კატაკირჩხიბი (ასტროლოგია)პირველი მსოფლიო ომიგერმანიაჩეხეთისეტყვაკარლეს პუჩდემონიჩუტყვავილადავით ყიფიანითბილისი