ზეინ ალ-შარაფ თალალი

იორდანიის დედოფალი

ზეინ ალ-შარაფ თალალი (არაბ. زين الشرف بنت جميل; დ. 2 აგვისტო 1916, ალექსანდრია, ეგვიპტის სასულთნო — გ. 26 აპრილი 1994, ლოზანა, შვეიცარია) — იორდანიის დედოფალი და მეფე თალალის მეუღლე. ასევე იორდანიის მეფე ჰუსეინის დედა.[1]

ზეინ ალ-შარაფ თალალი
زين الشرف بنت جميل
იორდანიის დროშა იორდანიია დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 20 ივლისი 1951
მმართ. დასასრული: 11 აგვისტო 1952
წინამორბედი: მუსბაჰ ბინტ ნასერი
მემკვიდრე: დინა ბინტ აბდულ-ჰამიდი
მონარქი: თალალ იბნ აბდულა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 აგვისტო 1916
დაბ. ადგილი: ალექსანდრია, ეგვიპტის სასულთნო
გარდ. თარიღი: 26 აპრილი, 1994 (77 წლის)
გარდ. ადგილი: ლოზანა, შვეიცარია
მეუღლე: თალალ იბნ აბდულა
შვილები: მეფე ჰუსეინი
პრინცი მუჰამედი
პრინცი ჰასანი
პრინცესა ბასმა
დინასტია: ჰაშიმიტები
მამა: შარიფ ჯამალ-ალი ბინ ნასერი
დედა: ვიჯდან შაქირი
რელიგია: ისლამი

ზეინა დაიბადა ალექსანდრიაში, შარიფი ჯამალ ბინ ნასერის, რომელიც ჰაურანის გუბერნატორი იყო და ვიჯდან ჰანიმის ოჯახში. მამამისი მექას შარიფის, ჰუსეინ ბინ ალის ძმისშვილი იყო, ხოლო დედამისი კვიპროსის გუბერნატორის, შაქირ ფაშას ქალიშვილი და ქამილ ფაშას ძმისშვილი იყო.

ქორწინება და ბავშვები

რედაქტირება

ზეინა 1934 წლის 27 ნოემბერს ცოლად გაყვა თავის პირველ ბიძაშვილს, პრინც თალალ ბინ აბდულაჰს, რომლისგან გააჩინა ოთხი ვაჟი და ორი ქალიშვილი:

დედოფალი ზეინამ, 1950-იანი წლების დასაწყისში იორდანიის სამეფოს პოლიტიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, თავისი საქველმოქმედო საქმიანობისა და ქალთა უფლებების დაცვის განხრით.

დედოფალი მონაწილეობდა 1952 წლის კონსტიტუციის შემუშავებაში, რომელიც ქალებს გარკვეული უფლებები მისცა და ქვეყნის სოციალური განვითარება გააღრმავა. 1944 წელს შექმნა იორდანიის პირველი ქალთა კავშირი. დედოფალი ზეინა 1951 წელს აბდულა I-ის მკვლელობის შემდეგ და ახლად გამოცხადებული მეფე თალალის საზღვარგარეთ მკურნალობის დროს, შეავსო კონსტიტუციური ვაკუუმი. დედოფალი კვლავ ასრულებდა ამ როლს 1952 წლის აგვისტოში, სანამ მისი ვაჟი — ჰუსეინი 1953 წლის მაისში არ გამოცხადდა მონარქად, რომელიც 18 წლის ასაკში კონსტიტუციურად მოვალეობა მიიღო.

1948 წლის არაბულ-ისრაელის ომის შემდეგ, პალესტინელი ლტოლვილთა ჩასვლასთან ერთად, მან ათი ათასობით დევნილის დასახმარებლად ეროვნული გეგმა შეადგინა. ასევე 1948 წელს ხელი შეუწყო იორდანიის ეროვნული წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ფილიალის ჩამოყალიბებას. თავისი ცხოვრების განმავლობაში, დედოფალი ზეინა დიდი დრო და ენერგია დახარჯა ამანში მდებარე უმ ალ-ჰუსეინის ბავშვთა სახლისთვის.

ჯილდოები

რედაქტირება

ეროვნული

რედაქტირება
  •  მალაიზია : მამულის დამცველის ორდენის საპატიო მეთაური (24 აპრილი 1965).[3]
🔥 Top keywords: გიორგი მამარდაშვილიგიორგი მიქაუტაძებუდუ ზივზივაძემთავარი გვერდიკრიშტიანუ რონალდუსულთმოფენობაჩეხეთიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024საბა ლობჟანიძეხვიჩა კვარაცხელიაგიორგი ქოჩორაშვილიარდა გიულერიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისპეციალური:ძიებაგიორგი ჩაკვეტაძეფეხბურთის წესებივილი სანიოლილიონელ მესიზურიკო დავითაშვილიგურამ კაშიაპორტუგალიაკატეგორია:ქართული გვარებიფეხბურთიჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდიდგორის ბრძოლამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნისაქართველოპეპეგიორგი ქვილითაიალაზებიგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)ოთარ კიტეიშვილისაბა საზონოვითამაშგარექვეყნების სიაანზორ მექვაბიშვილი