დიმიტრი ბენაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ბენაშვილი, დიმიტრი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბენაშვილი.

დიმიტრი გიორგის ძე ბენაშვილი (დ. 28 ნოემბერი, 1910, სოფ. ზემო მაჩხაანი, ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) — გ. 28 ივნისი, 1982, თბილისი) — ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1933 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალ "ჩვენი თაობის" რედაქტორი (1939-1942), რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის უახლესი ქართული ლიტერატურის განყოფილების გამგე (1947-1962), 1962 წლიდან – ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. სოციალისტური რეალიზმისა და მარქსისტული ესთეტიკის პრობლემებს მიეძღვნა ბენაშვილის ნაშრომები "მარქსიზმი და ლიტერატურა" (1931), "ხელოვნების საკითხები" (1941) და სხვა. ავტორია ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიებისა, მონოგრაფიებისა: "ალექსანდრე ყაზბეგი" (1939), "მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება და შემოქმედება" (1959), "ვაჟა–ფშაველა. შემოქმედი და მოაზროვნე" (1961), აგრეთვე გამოკვლევებისა: "კრიტიკული ნარკვევები XX საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე" (1967), "სახისა და ხასიათის პრობლემა «ვეფხისტყაოსანში»" (1954), "გალაკტიონ ტაბიძე. კოლაუ ნადირაძე" (1961) და სხვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად პანთეონში დაკრძალულია მისი მეუღლე — ვერა აბრამის ასული ჩოფიკაშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1912, სოფელი სტეფანწმინდა, ახლანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი — გ. 12 ნოემბერი, 1988, თბილისი).

ლიტერატურა

რედაქტირება
🔥 Top keywords: გიორგი მამარდაშვილიგიორგი მიქაუტაძებუდუ ზივზივაძემთავარი გვერდიკრიშტიანუ რონალდუსულთმოფენობაჩეხეთიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024საბა ლობჟანიძეხვიჩა კვარაცხელიაგიორგი ქოჩორაშვილიარდა გიულერიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისპეციალური:ძიებაგიორგი ჩაკვეტაძეფეხბურთის წესებივილი სანიოლილიონელ მესიზურიკო დავითაშვილიგურამ კაშიაპორტუგალიაკატეგორია:ქართული გვარებიფეხბურთიჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდიდგორის ბრძოლამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნისაქართველოპეპეგიორგი ქვილითაიალაზებიგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)ოთარ კიტეიშვილისაბა საზონოვითამაშგარექვეყნების სიაანზორ მექვაბიშვილი