ჰანს გაიგერი

ჰანს გაიგერი (გერმ. Hans Geiger; დ. 30 სექტემბერი, 1882, ნოიშტადტი — გ. 24 სექტემბერი, 1945, პოტსდამი) — გერმანელი ფიზიკოსი. სწავლობდა ერლანგენის, მიუნხენის და მანჩესტერის უნივერსიტეტში. 1907–1912 წლებში ასწავლიდა მანჩესტერის უნივერსიტეტში. 1925 წლიდან კილის, 1929 წლიდან ტიუბინგენის, 1936 წლიდან ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი. 1908 წელს განსაზღვრა ელექტრონის მუხტი. ამავე წელს ერნესტ რეზერფორდთან ერთად გამოიგონა ცალკეული დამუხტული მიკრონაწილაკების მთვლელი. შემდეგში ეს ხელსაწყო გააუმჯობესეს გაიგერმა და გერმანელმა ფიზიკოსმა ვ. მიულერმა. მას გაიგერ-მიულერის მთვლელი ეწოდა. 1911–1912 წლებში ინგლისში ჯონ მიშელ ნეტოლთან ერთად დაადგინა α-ნაწილაკების ენერგიაზე დაშლის კონსტანტის დამოკიდებულების ემპირიული ფორმულა. ვალტერ ბოთესთნ ერთად დაამტკიცა ენერგიისა და მოძრაობის რაოდენობის შენახვის კანონების მართებულობა ელემენტარულ ნაწილაკთა დაჯახების ცალკეული აქტებისათვის. ინგლისელ ფიზიკოს მარდესთან ერთად გამოიკვლია α-ნაწილაკების გაბნევა ლითონის თხელ ფირფიტებში. ამ გამოკვლევით გაიგერმა ექსპერიმენტულად დაასაბუთა რეზერფორდის ფორმულა.

ჰანს გაიგერი

ლიტერატურა

რედაქტირება
🔥 Top keywords: ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024მთავარი გვერდიკრიშტიანუ რონალდუევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიიოანე-ზოსიმესაქართველოქვეყნების სიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020თამარ მეფეშოტლანდიამეორე მსოფლიო ომიილია ჭავჭავაძედიდგორის ბრძოლაჩუტყვავილაამაღლებაგერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმამადუ სახოდავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიგერმანიათბილისიქართული დამწერლობაკარლეს პუჩდემონივახტანგ I გორგასალიიოსებ სტალინიქუნთრუშასალომე კორკოტაშვილიპირველი მსოფლიო ომირაბათის ციხეფრანც ბეკენბაუერიპეტრე-პავლობის მარხვანატო ვაჩნაძეჯუმბერ ლეჟავაერეკლე IIდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენავეფხისტყაოსანი