ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი

ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი (ნიდერლ. Jimmy Floyd Hasselbaink; დ. 27 მარტი, 1972) — ნიდერლანდელი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი თავდამსხმელი.

ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჯერელ ფლოიდ ჰასელბაინკი
დაბადების
თარიღი
27 მარტი, 1972 (1972-03-27) (52 წლის)
დაბადების
ადგილი
პარამარიბო, სურინამი
სიმაღლე183 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ქუინზ პარკი (მწვრთნელი)
ახალგაზრდული კარიერა
1984–1986GVO
1986–1987ZFC
1987–1988ზაანლანდია
1988DWS
1988–1990ტელსტარი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1990–1991ტელსტარი4(0)
1991–1993AZ46(5)
1995–1996კამპომაიორენსე31(12)
1996–1997ბოავიშტა29(20)
1997–1999ლიდს იუნაიტედი69(34)
1999–2000ატლეტიკო მადრიდი34(24)
2000–2004ჩელსი136(70)
2004–2006მიდლსბრო58(23)
2006–2007ჩარლტონ ათლეტიკი25(2)
2007–2008კარდიფ სიტი36(7)
სულ468(197)
ეროვნული ნაკრები
1998–2002ნიდერლანდები23(9)
სამწვრთნელო კარიერა
2013–2014Royal Antwerp
2014–2015Burton Albion
2015–ქუინზ პარკი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ჯიმი დაიბადა 1972 წელს პარამარიბოში, ნიდერლანდების სამეფოს მაშინდელ კოლონია სურინამში, იგი ექვს შვილიანი ოჯახის უმცროსი წევრი იყო. 6 წლის ასაკში დედა ჯიმისთან და კიდევ 3 შვილთან ერთად საცხოვრებლად ჩრდილო ჰოლანდიის ქალაქ ზანდამში გადავიდა.

ჯიმიმ ადგილობრივი კლუბების შემდეგ ბედი პორტუგალიაში სცადა, სადაც მან თავისი კლუბი პორტუს ბოავიშტა იპოვა, სადაც ბრწყინვალე თამაშის შემდეგ პრემიერლიგაში 1997 წელს გრემ ტეილორის ლიდს იუნაიტედში გადავიდა. შემდეგ ერთი სეზონი ითამაშა ატლეტიკო მადრიდში და 2000 წელს ჩელსიში ჩაირიცხა, კლუბის ისტორიაში რეკორდულ, £15 მილიონად. ჩელსიში ჯიმიმ ოთხი სეზონი ითამაშა, ჩაატარა 136 მატჩი და 70 გოლი გაიტანა. ჩელსიდან აბარგების შემდეგ თამაშობდა მიდლსბროში (2004–2006), ჩარლტონ ათლეტიკში (2006–2007), კარიერა 2008 წელს კარდიფ სიტში დაასრულა. პრემიერლიგაში გატანილი აქვს 127 გოლი და ლეგიონერებიდან ამ მაჩვენებლით მხოლოდ ლეგენდარულ ტიერი ანრის ჩამორჩება. ჰოლანდიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 23 მატჩი, გატანილი აქვს ცხრა გოლი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჰასელბაინკი, ჯიმი ფლოიდ (2005), ჯიმი, HarperCollins, ISBN 0-00-721387-5
🔥 Top keywords: დიდგორის ბრძოლასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმთავარი გვერდიგიორგი მიქაუტაძედავით ყიფიანიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატითურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივილი სანიოლისპეციალური:ძიებაბუდუ ზივზივაძეკრიშტიანუ რონალდუგიორგი მამარდაშვილიმიხეილ მესხის სტადიონითურქეთიგიორგი ქოჩორაშვილიფეხბურთის წესებიხვიჩა კვარაცხელიაარდა გიულერიკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოგიორგი ჩაკვეტაძემსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკატეგორია:საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელებიდავით IV აღმაშენებელიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიფეხბურთიგერმანიასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიდორტმუნდილიონელ მესისაქართველოს სახელმწიფო დროშამამის დღეგურამ კაშიაოთარ კიტეიშვილიმეორე მსოფლიო ომინონა გაფრინდაშვილიქვეყნების სიადიდი თურქობა