ჩილდირის ბრძოლა

(გადამისამართდა გვერდიდან ჩილდირის ბრძოლა 1578)

ჩილდირის ბრძოლა — ბრძოლა ოსმალეთის ჯარსა და სეფიანთა სპარსეთის ლაშქარს შორის ჩილდირის ველზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).

ოსმალეთმა გამოიყენა სპარსეთის შინაური არეულობა, დაარღვია 1555 ამასიის ზავის პირობები და ომი გამოუცხადა სპარსეთს. ამ ომში ოსმალეთი ცდილობდა მიემხრო საქართველოს მეფე-მთავრები. მრავალრიცხოვანი არმია ლალა მუსტაფა-ფაშას მეთაურობით სამხრეთ საქართველოში შეიჭრა. რამდენიმე ციხის (ქაჯის, ველის, თეთრიციხის) აღების შემდეგ ოსმალები ჩილდირის ველზე დაბანაკდნენ. სპარსელთა ჯარი 30 ათას კაცს ითვლიდა. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ჩილდირის ველზე 9 აგვისტოს და ოსმალთა გამარჯვებით დამთავრდა. მათ ხელთ იგდეს 500 ტყვე და დიდძალი ნადავლი. ბრძოლაში 5 ათასი სპარსელი დაიღუპა. ტყვე ყიზილბაშები დახოცეს, ქართველები კოცონზე დაწვეს. ჩილდირის ბრძოლის შემდეგ ახალციხის საფაშო მთლიანად ოსმალებმა დაიკავეს.

ლიტერატურა რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებადავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოილია ჭავჭავაძეთამარ მეფექართული დამწერლობაპირველი რესპუბლიკის მოედანიმეორე მსოფლიო ომიერეკლე IIუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაქვეყნების სიაუფლისციხევახტანგ I გორგასალინინოობაავსტრალიადიდგორის ბრძოლათბილისივეფხისტყაოსანიკარლო ანჩელოტიწმინდა ნინოსვეტიცხოველირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღემარო მაყაშვილიპირველი მსოფლიო ომირაბათის ციხეჩუტყვავილაბაში-აჩუკიცოტნე დადიანისაქართველოს დამოუკიდებლობის დღევაჟა-ფშაველააკაკი წერეთელიმოციქულთასწორი ელენეანტარქტიდაიაკობ გოგებაშვილიკარლეს პუჩდემონიფარნავაზ I