შხამასოკო
შხამასოკო (ლათ. Amanita phalloides) — ქუდიანი სოკო ამანიტასებრთა ოჯახისა. ქუდი თეთრია ან მომწვანო ელფერი დაკრავს, შუაში უფრო მუქია. დიამეტრი 7-11 სმ აღწევს. ქუდის ქვედა მხარეს თეთრი ფირფიტებია განვითარებული. ფეხი თეთრი ან მომწვანოა, ფირფიტისებრი საყელო აქვს. ფეხის ძირი გამსხვილებულია და პარკისებრ წარმონაქმნშია ჩამჯდარი. იზრდება ერთეულ ეგზემპლარებად ზაფხულ–შემოდგომით ფოთლოვან ან შერეულ ტყეებში, განსაკუთრებით მუხნარში. განსაკუთრებული სუნი და გემო არ აქვს. მისი შხამი მომაკვდინებელია, შეიცავს დიდი რაოდენობით ამატოქსინებს და ფალოტოქსინებს. საქართველოში მცირე რაოდენობით არის გავრცელებული.
შხამასოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Amanita phalloides | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შხამასოკო“ ვიკისაწყობში.
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 64.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა