ყარაიტები

ყირიმელი ყარაიტები იგივე ყარაიმები (ყირიმულად ყარაიტული: მხ. къарай — ყარაი, მრ. къарайлар — ყარაილარ; ტრაკაის ყარაიტული: მხ. karaj, მრ. karajlar, ებრაულად קָרָאִים — qara'im, „მკითხველნი“) — თურქულენოვანი ხალხი, ყარაიტული იუდაიზმის მიმდევრები აღმოსავლეთ ევროპაში. ყარაიტები უარყოფენ თალმუდს და აღიარებენ საღვთო წერილს. მეფის რუსეთი, რომელიც დევნიდა ებრაელებს, შემწყნარებლობას იჩენდა ყარაიტების მიმართ. ყარაიტები მათი სიტყვებით მომდინარეობენ სპარსეთში დატყვევებული ებრაელებიდან და მათ არ მიუღიათ მონაწილეობა ქრისტეს წამებასა და მოკვდინებაში. „ყარაი“ არის გალათინურებული სიტყვა ორიგინალურიდან „къарай“, ხოლო სახელს — „ყარაიმ“ უწოდებენ რუსები, უკრაინელები, პოლონელები და ლიეტუველები. ყარაიტები წარმომავლობით არიან ყირიმიდან და დამკვიდრდნენ ლიტვაში გვიან შუა საუკუნეებში.

ყარაიტი მამაკაცები ეროვნულ ტანისამოსში, ყირიმი, მე-19 საუკუნე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება


🔥 Top keywords: ნინოობამთავარი გვერდიბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეწმინდა ნინოსპეციალური:ძიებაუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაკატეგორია:ქართული გვარებიუემბლი1 ივნისირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)სკორპიონსიკარლო ანჩელოტიმარო მაყაშვილიილია ჭავჭავაძებორუსია დორტმუნდი (საფეხბურთო კლუბი)საქართველოდავით IV აღმაშენებელითამარ მეფექვეყნების სიავახტანგ I გორგასალიუფლისციხეტონი კროოსისაქართველოს დამოუკიდებლობის დღემეორე მსოფლიო ომიკანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ერეკლე IIტრისტან სარალიძექართული დამწერლობაშაჰ რუხ ხანითბილისისვეტიცხოველიქუნთრუშაკარლეს პუჩდემონიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024იოსებ სტალინიჩუტყვავილარაბათის ციხეტიტუშკებიდიდგორის ბრძოლა