ქიცვფეხასებრნი

ქიცვფეხასებრნი (ლათ. Pygopodidae) — ქვეწარმავალთა ოჯახი ხვლიკების რიგისა. მათი გველისებრი სხეულის სიგრძე 80 სმ აღწევს. წინა კიდურები არა აქვთ, უკანა რედუცირებულია. კუდი ძალიან გრძელია, თვალები — პატარა, გუგა — ვერტიკალური, ქუთუთოები — შეზრდილი, გამჭვირვალე. ოჯახში 8 გვარი და 30-მდე სახეობაა. გავრცელებული არიან ავსტრალიაში და მიმდებარე კუნძულებზე. აღსანიშნავია ჩვეულებრივი ქიცვფეხა (ლათ. Pygopus lepidopus), რომლის სიგრძეა 75 სმ. მისი უკანა კიდურები ქერცლით დაფარული ლაპოტებია და მოძრაობაში არ მონაწილეობს. აქტიურია ღამით. ბინადრობს ბალახში. იკვებება წვრილ-წვრილი ცხოველებით.

ქიცვფეხასებრნი

Lialis burtonis
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pygopodidae
გავრცელება

ლიტერატურა

რედაქტირება
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიგიორგი მამარდაშვილიკრიშტიანუ რონალდუსპეციალური:ძიებაბუდუ ზივზივაძეგიორგი მიქაუტაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ლიონელ მესიმანანა მენაბდეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიკატეგორია:ქართული გვარებისულთმოფენობახვიჩა კვარაცხელიაგიორგი ჩაკვეტაძეგიორგი ქოჩორაშვილისაბა ლობჟანიძეჰაჯისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიხორვატიასაქართველოდაღესტანიქვეყნების სიადიდგორის ბრძოლაარდა გიულერითბილისიმეორე მსოფლიო ომიდავით IV აღმაშენებელიგურამ კაშიათამარ მეფეზურიკო დავითაშვილიპეტრე-პავლობის მარხვაილია ჭავჭავაძემსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიფეხბურთის წესებიპორტუგალიაჩუტყვავილაოთარ კიტეიშვილივახტანგ I გორგასალივილი სანიოლი