ფრთა — ზოგი ცხოველის საფრენი ორგანო. ფრთები აქვს მწერების უმრავლესობას, ყველა ფრინველსა და ზოგ ძუძუმწოვარს (ხელფრთიანებს).

ნემსიყლაპიის ფრთები


მწერების ფრთები მკერდის ფირფიტოვანი დანამატებია, ვითარდება შუა და უკანა მკერდის გვერდითი ნაოჭების საფარველიდან. ჩვეულებრიო 2 წყვილია. ფრთებში შედის ტრაქეები და ნერვები. აგებულების მიხედვით განარჩევენ: ბადებრივს (ნემსიყლაპიები, ბადეფრთიანები, ერთდღიურები) და აპკისებურს (აპკფრთიანები).

ფრინველთა ფრთები სახეშეცვლილი წინა კიდურებია. ჩვეულებრივად ფრთები დაკეცილია და მიკრულია ტანთან. ფრინველთა ფრთებს აეროდინამიკური თვალსაზრისით ხელსაყრელი თაღოვანი ფორმა აქვს. ფრინველთა ფრთების ფორმა დამოკიდებულია მათი ცხოვრების ნირსა და ფრენის თავისებურებებზე.

ღამურების ფრთები საფრენი აპკია, რომელიც გადაჭიმულია წინა კიდურების ძლიერ დაგრძელებულ თითებსა,სხეულსა და უკანა კიდურებს შორის.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღემარო მაყაშვილინინოობაკატეგორია:ქართული გვარებისკორპიონსისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეილია ჭავჭავაძეელისო ბოლქვაძედავით IV აღმაშენებელისაქართველომეორე მსოფლიო ომიწმინდა ნინოქვეყნების სიათამარ მეფევახტანგ I გორგასალიკანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ქუნთრუშაუფლისციხეჩუტყვავილა1 ივნისიქართული დამწერლობათბილისიერეკლე IIსეტყვადიდგორის ბრძოლატრისტან სარალიძეკლაუს მაინეპირველი მსოფლიო ომისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირივეფხისტყაოსანიიოსებ სტალინისაქართველოს გეოგრაფიაჩერნობილის კატასტროფავაჟა-ფშაველაკარლეს პუჩდემონიმსოფლიოს შვიდი საოცრება31 მაისი