სტეინიცი — ფონ ბარდელებენი

სტეინიცი — ფონ ბარდელებენის საჭადრაკო პარტია გათამაშდა 1895 წელს ჰასტინგსის ტურნირზე. მასში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ვილჰელმ სტეინიცი და კურტ ფონ ბარდელებენი.

საჭადრაკო პარტია რედაქტირება

1. e2–e4 e7–e5 2. მg1–f3 მb8–c6 3. კf1–c4 კf8–c5 4. c2–c3 მg8–f6 5. d2–d4 e5xd4


6. c3xd4 კc5–b4+ 7. მb1–c3

გათამაშდა იტალიური პარტია.

7. … d7–d5?!

მართალია, თეთრებს განმხოლოებული პაიკი შეექმნათ, მაგრამ შავებმა ვერ მოასწრეს ფიგურების განვითარება და მათი მეფე იერიშის ობიექტი გახდა.

8. e4xd5 მf6xd5 9. 0–0! კc8–e6 10. კc1–g5 კb4–e7 11. კc4xd5! კe6xd5 12. მc3xd5 ლd8xd5 13. კg5xe7 მc6xe7 14. ეf1–e1

გაცვლებით სტეინიცმა შავი მეფე ცენტრში დააყოვნა. შემდგომ იგი შესანიშნავად იყენებს ამ გარემოებას.

14. … f7–f6 15. ლd1–e2?! ლd5–d7


16. ეa1–c1 c7–c6? 17. d4–d5!!

მძლავრი იერიშის დაწყებით. (თენგიზ გიორგაძე)

17. … c6xd5 18. მf3–d4 მფe8–f7 19. მd4–e6 ეh8–c8 20. ლe2–g4! g7–g6 21. მe6–g5+! მფf7–e8


22. ეe1xe7+!!

საყოველთაო აღიარებით, ეს არის XIX საუკუნის კომბინაციური აზრის მწვერვალი, როგორც თავისი იდეით, ასევე შინაარსის კლასიკური უბრალოებით.

22. … მფe8–f8 23. ეe7–f7+ მფf8–g8 24. ეf7–g7+ მფg8–h8 25. ეg7xh7+!

ამ პოზიციაში ფონ ბარდელებენი ამდგარა, გაოგნებულმა დატოვა სატურნირო დარბაზი და უკან აღარ დაბრუნებულა. სტეინიცის კომბინაციის ფინალი, რომელიც განუხორციელებელი დარჩა, ასეთია: 25. … მფg8 26. ეg7+ მფh8 27. ლh4+ მფxg7 28. ლh7+ მფf8 29. ლh8+ მფe7 30. ლg7+ მფe8 31. ლg8+ მფe7 32. ლf7+ მფd8 33. ლf8+ ლe8 34. მf7+ მფd7 35. ლd6#.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გიორგაძე თ., ჭადრაკის ანბანი, თბ., 1983. — გვ. 170-171.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებითინათინ ბოკუჩავაქვეყნების სიასაქართველოდავით IV აღმაშენებელინილოსისეტყვათამარ მეფენონა გაფრინდაშვილიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიუფლისციხეჩუტყვავილათბილისირაბათის ციხეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ქუნთრუშაქართული დამწერლობავახტანგ I გორგასალიდემეტრე II თავდადებულიდიდგორის ბრძოლაერეკლე IIსვეტიცხოველიყინწვისის მონასტერიიოსებ სტალინიანემიაკარიბის კრიზისივარძიაცივი ომიანანურის ციხეშოთა არველაძეამერიკის შეერთებული შტატებიპირველი მსოფლიო ომიგონიერი ადამიანისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისედანის ბრძოლა (1870)