საბა (პოლონეთის მიტროპოლიტი)

მიტროპოლიტი საბა (პოლ. Metropolita Sawa, ერისკაცობაში — მიხაილ გრიცუნიაკი, პოლ. Michał Hrycuniak; დ. 15 აპრილი, 1938, პოლონეთი) — პოლონეთის მართლმადედებელი ეკლესიის მეთაური, მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა 1998 წლის 12 მაისიდან.

საბა
უნეტარესი მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა

პოლონეთის პატრიარქი
ეკლესია პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 15 აპრილი, 1938 პოლონეთის დროშა პოლონეთი

ბიოგრაფია რედაქტირება

ერისკაცობაში - მიხეილ გრიცუნიაკი. დაიბადა 1938 წლის 15 აპრილს პოლონეთში. 1957 წელს დაამთავრა მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია. 1961 წელს დაამთავრა ვარშავის ქრისტიანული ღვთისმეტყველების აკადემია, ღვთისმეტყველის მაგისტრის ხარისხით. 1964 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. 1966 წელს აღიკვეცა ბერად, სახელით საბა და ხელდასხმულ იქნა მღვდელმონოზვანდ. 1970 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1979 წლის 25 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად. 1987 წელს ებოძა მთავარპისკოპოსობა. 1998 წლის 12 მაისს წმინდა სინოდის მიერ არჩეულ იქნა პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესის წინამძღვრად. 1998 წლის 31 მაისს ვარშავის წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის საკათედრო ტაძარში შედგა ინთრონიზაცია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

🔥 Top keywords: ნინოობამთავარი გვერდიბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეწმინდა ნინოსპეციალური:ძიებაუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაკატეგორია:ქართული გვარებიუემბლი1 ივნისირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)სკორპიონსიკარლო ანჩელოტიმარო მაყაშვილიილია ჭავჭავაძებორუსია დორტმუნდი (საფეხბურთო კლუბი)საქართველოდავით IV აღმაშენებელითამარ მეფექვეყნების სიავახტანგ I გორგასალიუფლისციხეტონი კროოსისაქართველოს დამოუკიდებლობის დღემეორე მსოფლიო ომიკანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ერეკლე IIტრისტან სარალიძექართული დამწერლობაშაჰ რუხ ხანითბილისისვეტიცხოველიქუნთრუშაკარლეს პუჩდემონიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024იოსებ სტალინიჩუტყვავილარაბათის ციხეტიტუშკებიდიდგორის ბრძოლა