პურის ველის ბრძოლა

პურის ველის ბრძოლა
ოსმალეთ-უნგრეთის ომების ნაწილი
თარიღი 13 ოქტომბერი, 1479
მდებარეობა პურის ველი, ტრანსილვანია
შედეგი უნგრელების გამარჯვება
მხარეები
უნგრეთის სამეფო
სერბეთის დესპოტია
ვალახიელი მოხალისეები
ოსმალეთის იმპერია
ვლახეთი
მეთაურები
პაველ კინიჟიალი-ხოჯა-ბეი,
ბასარაბ IV
ძალები
15 00020 000 ოსმალი, 2 000 ვლახი
დანაკარგები
3 00010 000-15 000 თურქი,
1 000 ვლახი
პურის ველის ბრძოლა ვიკისაწყობში

პურის ველის ბრძოლა (უნგრ. Kenyérmezei csata, რუმ. Bătălia de la Câmpul Pâinii) — ბრძოლა ოსმალეთის იმპერიისა და უნგრეთის სამეფოს ჯარებს შორის. გაიმართა 1479 წლის 13 ოქტომბერს. ბრძოლა გაიმართა ტრანსილვანიაში პურის ველზე, რომელიც მდებარეობს მდინარე მურეშის ნაპირებზე, ქალაქებს ორაშტიესა და სებეშს შორის.

უნგრეთის ჯარების სათავეში იდგნენ: პაველ კინიჟი, იშტვან ბატორი, ვუკ ბრანკოვიჩი და ბასარაბ III. ოსმალეთის ჯარებს სარდლობდნენ ალი-ხოჯა და ბასარაბ IV.

9 ოქტომბერს ოსმალეთის არმია შეიჭრა ტრანსილვანიაში. გაძარცვა რამდენიმე სოფელი და სავაჭრო ქალაქი, ტყვედ ჩაიგდო ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი. 13 ოქტომბერს პურის ველზე გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა. ოსმალეთის არმიაში 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი იყო, უნგრელების არმიაში კი 15 ათასამდე ჯარისკაცი ირიცხებოდა.

ბრძოლა უნგრელების გამარჯვებით დასრულდა. დამარცხებული ოსმალების გადარჩენილი ჯარისკაცები მთებში გაიქცნენ, სადაც მათი უმრავლესობა ადგილობრივმა მოსახლეობამ გაანადგურა. უნგრეთის არმიის დანაკლისი 3 000 ჯარისკაცი იყო, ხოლო ოსმალებმა დაკარგეს 15 000 ჯარისკაცი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიგერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024გიორგი მიქაუტაძეარდა გიულერიბუდუ ზივზივაძეკატეგორია:ქართული გვარებიდიდგორის ბრძოლასულთმოფენობაგიორგი ქოჩორაშვილიკრიშტიანუ რონალდუგიორგი მამარდაშვილინიდერლანდებიქვეყნების სიასაქართველომეორე მსოფლიო ომიგიორგი ჩაკვეტაძესაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიხვიჩა კვარაცხელიათამარ მეფეილია ჭავჭავაძედავით IV აღმაშენებელილიონელ მესილაზებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიბუნიობაჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიშრედინგერის კატაკირჩხიბი (ასტროლოგია)პირველი მსოფლიო ომიგერმანიაჩეხეთისეტყვაკარლეს პუჩდემონიჩუტყვავილადავით ყიფიანითბილისი