პეტრინიის მიწისძვრა (2020)

პეტრინიის მიწისძვრა2020 წლის 29 დეკემბერს ხორვატიაში ადგილობრივი დროით (CET) 12:19-ზე მოხდარი 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა. ეპიცენტრი მდებარეობდა ქალაქ პეტრინიიდან 3 კმ-ში, დედაქალაქ ზაგრებიდან — 50 კმ-ში. ადგილობრივ ხელისუფალთა ინფორმაციით, პეტრინიაში დაიღუპა 12 წლის გოგონა. 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს მეზობელ ქალაქ გლინაში, ხოლო 1 — ახლომდებარე სოფლის ეკლესიის ნანგრევებში. მიწისძვრის შედეგად დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი. სტიქიურმა მოვლენამ პეტრინიასა და მიმდებარე ქალაქებსა და სოფლებში მთლიანად, ან ნაწილობრივ დაანგრია ასეულობით საცხოვრებელი სახლი და სხვა შენობები, მათ შორის პეტრინიის მერიის შენობა.[2]

პეტრინიის მიწისძვრა
პეტრინიის მიწისძვრა (2020) — ხორვატია
პეტრინიის მიწისძვრა (2020)
პეტრინიის მიწისძვრა (2020) (ხორვატია)
თარიღი29 დეკემბერი, 2020
დრო12:19
მაგნიტუდა6,4 [1]
სიღრმე10 კმ
ეპიცენტრის მდებარეობახორვატიის დროშა ხორვატია
45°25′19″N 16°15′18″E / 45.422° ჩ. გ. 16.255° ა. გ. / 45.422; 16.255
ტიპინასხლეტი
დაზარალებული ტერიტორიახორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სლოვენია
განმეორებითი ბიძგებირამდენიმე, უძლიერესი — 4,8 , 05:15 UTC, 30 დეკემბერი, 2020
მსხვერპლი7 დაღუპული, 26 დაშავებული

პეტრინიაში ჩასულმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა, რომ ქალაქში ცხოვრება უსაფრთხო აღარ არის. პეტრინიაში 20 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. სტიქიის ზონაში მაშველების დასახმარებლად გაიგზავნა ხორვატიის შეიარაღებული ძალების სამხედროები.[2] მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სლოვენიაში, სერბეთში და სხვა მეზობელ ქვეყნებშიც.[3] მიწისძვრასთან დაკავშირებით, სლოვენიამ ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაჩერა.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Advanced National Seismic System. „Petrinja 2020 : M 6.4 - 3 km WSW of Petrinja, Croatia“. Comprehensive Catalog. U.S. Geological Survey. ციტირების თარიღი: 1 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 2.2 „ხორვატიაში გაიზარდა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი“. radiotavisupleba.ge. 2020-12-30. ციტირების თარიღი: 1 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. „მიწისძვრა ხორვატიაში და სერბეთში“. amerikiskhma.com. 2020-12-30. ციტირების თარიღი: 1 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ალბანეთისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოირაკლი კობახიძეიოანე-ზოსიმექვეყნების სიაკრიშტიანუ რონალდუმამის დღეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020ყურბან-ბაირამიდიდგორის ბრძოლახორვატიაჩუტყვავილამალალა იუსაფზაიილია ჭავჭავაძედავით IV აღმაშენებელიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატირაბათის ციხეთამარ მეფემეორე მსოფლიო ომიქრისტიანობა ალბანეთშიუფლისციხეშვეიცარიაკარლეს პუჩდემონიჯუმბერ ლეჟავაიოსებ სტალინისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივახტანგ I გორგასალიპირველი მსოფლიო ომისვეტიცხოველიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2008: ფინალიქუნთრუშათბილისიკირჩხიბი (ასტროლოგია)