პაპა დიმო

პაპა დიმომიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა. პირველად გამოქვეყნდა 1926 წელს. ნაწარმოები მწერლის ე. წ. შემოქმედების მეორე პერიოდის ნამუშევარია.

მოთხრობის 1977 წლის ილუსტრაცია

შინაარსი

რედაქტირება

პაპა დიმომ ორმოცი წელი გაატარა რუსეთში და ქალაქებში არმავირსა და როსტოვში ღვინით ვაჭრობით კარგი ფულიც იშოვა. იქვე დაოჯახდა და დასახლდა, მაგრამ, რუსეთის რევოლუციამ და სამოქალაქო ომმა მისი მთელი ქონება გააცამტვერა და ისიც იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო.

დიმოს ცოლი და შვილი გზაში დაეღუპა, თბილისში რძალიც გარდაეცვალა და მოხუცი მარტოდმარტო დარჩა შვილიშვილთან — პატარა დარეჯანთან ერთად, რომელსაც პაპამ მოფერებით რეჯანი შეარქვა.

თბილისში პაპა დიმო ერთხანს პაპიროსით ვაჭრობდა და ასე გადიოდა იოლას, მაგრამ, მერე პატარა გოგონა ავად გახდა და მისმა მოვლამ მოხუცს ვაჭრობაზე ხელი ააღებინა. ექიმმა ბავშვს ძვირფასი წამალი — ტიოკოლი და კარგი კვება დაუნიშნა, რისთვისაც პაპა დიმო იძულებული გახდა, ავეჯი და ლოგინიც გაეყიდა. ბოლოს, სასოწარკვეთილი მოხუცი ოქროს კბილებსაც იძრობს და ჰყიდის, იმ იმედით, რომ შვილიშვილს გამოამჯობინებს, თავად კი, იმაზეც თანახმაა, რომ ბურღულითა და მანანით იკვებოს მთელი დარჩენილი ცხოვრება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიგერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024გიორგი მიქაუტაძეარდა გიულერიბუდუ ზივზივაძეკატეგორია:ქართული გვარებიდიდგორის ბრძოლასულთმოფენობაგიორგი ქოჩორაშვილიკრიშტიანუ რონალდუგიორგი მამარდაშვილინიდერლანდებიქვეყნების სიასაქართველომეორე მსოფლიო ომიგიორგი ჩაკვეტაძესაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიხვიჩა კვარაცხელიათამარ მეფეილია ჭავჭავაძედავით IV აღმაშენებელილიონელ მესილაზებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიბუნიობაჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიშრედინგერის კატაკირჩხიბი (ასტროლოგია)პირველი მსოფლიო ომიგერმანიაჩეხეთისეტყვაკარლეს პუჩდემონიჩუტყვავილადავით ყიფიანითბილისი