ოსკარის მე-3 დაჯილდოება

ოსკარის მე-3 დაჯილდოების ცერემონია — საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების მე-3 დაჯილდოება კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემიით. ცერემონია გაიმართა 1930 წლის 5 ნოემბერს და მასში მონაწილეობა მიიღეს 1929 წლის 1 აგვისტოდან და 1930 წლის 31 ივლისამდე გამოსულმა საუკეთესო ფილმებმა. დაჯილდოება გაიმართა სასტუმრო ამბასადორში, ლოს-ანჯელესი. შოუს უმასპინძლა კონრად ნეიჯელმა.

ოსკარის მე-3 დაჯილდოება
თარიღი5 ნოემბერი, 1930
ადგილისასტუმრო ამბასადორი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
მასპინძელიკონრად ნეიჯელი
მნიშვნელოვანი ფაქტები
საუკეთესო სურათიდასავლეთის ფრონტი უცვლელია
ყველაზე მეტი ჯილდოდასავლეთის ფრონტი უცვლელია და დიდი სახლი (2)
ყველაზე მეტი ნომინაციასიყვარულის აღლუმი (6)
 < მე-2ოსკარიმე-4 > 

ცერემონიაზე აკადემიამ გასცა ჯილდოები 8 კატეგორიაში. ამ დაჯილდოებაზე შემოღებული ნომინაცია საუკეთესო ხმის ჩაწერისთვის არის პირველი ნომინაცია, რომელიც დაემატა პირველ დაჯილდოებაზე წარმოდგენილ კატეგორიებს.

დასავლეთის ფრონტი უცვლელია გახდა პირველი ფილმი, რომელმაც ჯილდო მიიღო ერთდროულად საუკეთესო სურათისა და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციებში, ლუის მაილსტოუნი კი პირველი ადამიანი, რომელმაც მეორეჯერ მიიღო ოსკარი. ყველაზე მეტი, 6 ნომინაცია დაიმსახურა ფილმმა სიყვარულის აღლუმი, თუმცა არცერთ მათგანში არ გაუმარჯვია.

ოსკარის მე-2 დაჯილდოების შემდეგ გადაწყდა, რომ შემდეგი ცერემონია 1930 წლის ნოემბერში ჩატარდებოდა, რათა შემცირებულიყო დრო ცერემონიასა და მასში მონაწილე ფილმების გამოსვლის პერიოდს შორის. შედეგად, 1930 იყო ერთადერთი წელი, როდესაც ერთდროულად ორი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

გამარჯვებულები და ნომინანტები რედაქტირება

ოსკარის მე-3 დაჯილდოების გამარჯვებულები და ნომინანტები
საუკეთესო სურათისაუკეთესო რეჟისორი
საუკეთესო მსახიობი კაცისაუკეთესო მსახიობი ქალი
საუკეთესო სცენარისაუკეთესო ხმის ჩაწერა
საუკეთესო ოპერატურასაუკეთესო მხატვრული რეჟისურა

რამდენიმე ნომინაცია და ჯილდო რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღემარო მაყაშვილინინოობაკატეგორია:ქართული გვარებისკორპიონსისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეილია ჭავჭავაძეელისო ბოლქვაძედავით IV აღმაშენებელისაქართველომეორე მსოფლიო ომიწმინდა ნინოქვეყნების სიათამარ მეფევახტანგ I გორგასალიკანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ქუნთრუშაუფლისციხეჩუტყვავილა1 ივნისიქართული დამწერლობათბილისიერეკლე IIსეტყვადიდგორის ბრძოლატრისტან სარალიძეკლაუს მაინეპირველი მსოფლიო ომისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირივეფხისტყაოსანიიოსებ სტალინისაქართველოს გეოგრაფიაჩერნობილის კატასტროფავაჟა-ფშაველაკარლეს პუჩდემონიმსოფლიოს შვიდი საოცრება31 მაისი