ნეპტუნი (მითოლოგია)

ეს სტატია მითოლოგიური ღვთაების შესახებაა. პლანეტის შესახებ სტატიისთვის, იხილეთ ნეპტუნი; უკრაინული რაკეტის შესახებ, იხილეთ ნეპტუნი (ფრთოსანი რაკეტა); სხვა მნიშვნელობისთვის იხილეთ ნეპტუნი (მრავალმნიშვნელოვანი).

ნეპტუნუსი (ლათ. Neptūnus) — რომაული მითოლოგიის მიხედვით წყლისა და ზღვის ღმერთი, იუპიტერისა და პლუტონის ძმა. იგი ანალოგიურია, თუმცა არა იდენტური ბერძნული მითოლოგიის ღმერთ პოსეიდონისა. ნეპტუნუსი შეუღლებული იყო სალაციასთან, ამ პერიოდში მოიხსენიება, როგორც მარილიანი წყლის ღმერთი. ადრეულ წლებში ნეპტუნუსი გაიგივებული იყო მგზავრების დამცველ ღვთაება — პორტუნუსსთან, რომელსაც მადლობდნენ საზღვაო გამარჯვებას, მაგრამ დაახლოებით ძვ. წ. I საუკუნეში გამოეყო მას, მაშინ როდესაც სექსტუს პომპეიუსმა დაირქვა „ნეპტუნუსის ძე“.ნეპტუნი, ისევე როგორც პოსეიდონი, რომაელთა მიერ გაიგივებული იყო მეცხენეობისა და ცხენებით შეჯიბრების მფარველი ღმერთთანაც.

ანჯელო ბრანძინო — ნეპტუნი
ამფიტრიტე და ნეპტუნი. მოზაიკა. IV საუკუნე. პარიზი. ლუვრი.

დღესასწაულები რედაქტირება

ნეპტუნუსის დღესასწაული, ნეპტუნულია, ძველ რომში იმართებოდა ყოველი წლის 23 ივნისს, მდინარე ტიბრზე ან ოსტიაში, ზღვის ნაპირას. რომში არსებობდა 2 ტაძარი: პირველი, რომელიც ააგეს ძვ. წ. 25 წელს, მდებარეობდა პლამინიუსის ცირკთან ახლოს, მეორე — ნეპტუნუსის ბაზილიკა, მარსის მოედანზე. შემდგომში რომაელმა გენერალმა, მარკუს ვისპასიანუს აგრიპამ , აღნიშნული ტაძარი მიუძღვნა რომაული რესპუბლიკის უკანასკნელ საზღვაო გამარჯვებას.

გამოსახვა რედაქტირება

ნეპტუნი, ისევე როგორც პოსეიდონი, ზევსის მსგავსად, გამოისახებოდა მოწიფულ, ძლიერ მამაკაცად. ხელში მასაც სამკბილა ეჭირა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: Neptune

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღემარო მაყაშვილინინოობაკატეგორია:ქართული გვარებისკორპიონსისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეილია ჭავჭავაძეელისო ბოლქვაძედავით IV აღმაშენებელისაქართველომეორე მსოფლიო ომიწმინდა ნინოქვეყნების სიათამარ მეფევახტანგ I გორგასალიკანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ქუნთრუშაუფლისციხეჩუტყვავილა1 ივნისიქართული დამწერლობათბილისიერეკლე IIსეტყვადიდგორის ბრძოლატრისტან სარალიძეკლაუს მაინეპირველი მსოფლიო ომისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირივეფხისტყაოსანიიოსებ სტალინისაქართველოს გეოგრაფიაჩერნობილის კატასტროფავაჟა-ფშაველაკარლეს პუჩდემონიმსოფლიოს შვიდი საოცრება31 მაისი