ნევროზი

ნევროზი (ბერძ. neuronნერვი) — ფსიქოტრავმული ფაქტორების მოქმედებით შეპირობებული დაავადებების ჯგუფი.ნევროზი ახასიათებს ფუნქციური შექცევადი ნერვულ-ფსიქოლოგიური მოშლა და რომლის დროსაც ავადმყოფი არ კარგავს დაავადებისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას, საკუთარი ქცევის მართვის უნარს.ტერმინი „ნევროზი“ შემოიღო შოტლანდიელმა ექიმმა კულენმა. პირველ ხანებში ნევროზს მიაკუთვნებდნენ გაურკვეველი ეტიოლოგიის სხვადასხვა დაავადებას. შემდგომში ნევროზს უწოდებენ ნერვული სისტემის ნებისმიერ ფუნქციურ დარღვევას. ამჟამად ნევროზი ითვლება ისეთ დაავადებად, რომელიც ვითარდება მწვავე ფსიქოლოგიური ტრავმის ან ხანგრძლივი ნერვული გადაძაბვის შედეგად.ნევროზი უვითარდება სუსტი, გაუწონასწორებელი ნერვული სისტემის მქონე პირებს, უფრო ხშირად — ე. წ. ფსიქოპათურ პიროვნებებს. ნევროზი შეიძლება განუვითარდეს უმაღლესი ნერვული მოქმედების ძლიერ ტიპებსაც.კლინიკური ნევროზი ნერვულ-ფსიქოლოგიურ და სომატური მოშლილობით ვლინდება. დამახასიათებელია ადვილად დაღლა, აწეული აგზნებადობა, ძილის დარღვევა, ოფლიანობა, უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში და სხვა.

ფორმები რედაქტირება

ნევროზის ძირითადი ფორმებია:

ნევროზი უნდა განვასხვაოთ ნევროზის მსგავსი მდგომარეობისაგან (ნევრასთენიული სინდრომი, ისტერიოფორმული რეაქცია და სხვა.)

მკურნალობა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაქართული დამწერლობათბილისიქართლის გაქრისტიანებაკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოდავით IV აღმაშენებელიილია ჭავჭავაძეთამარ მეფეკორუფციადედამიწააღდგომავახტანგ I გორგასალიქუნთრუშავეფხისტყაოსანიასტრიდ ლინდგრენიმეორე მსოფლიო ომივაჟა-ფშაველადედამიწის დღეფარნავაზ Iპირველი მსოფლიო ომიბზობაქვეყნების სიანიკო ფიროსმანიევროპის პარლამენტირეზოლუციაერეკლე IIკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისულხან-საბა ორბელიანისაქართველოს სახელმწიფო დროშააფრიკა26 აპრილილიბერალიზმიდიდგორის ბრძოლაევროკავშირისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიუქმე დღეები საქართველოში