მუღოჯარები

მუღოჯარები (ყაზახ. Мугалжар) — მთები ყაზახეთში. გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 200 კმ-ზე, სიგანე 30 კმ-მდე, სიმაღლე 657 მ-მდე (მთა დიდი ბოქთიბაი). წარმოადგენს ურალის მთების სამხრეთ გაგრძელებას. იწყება ვიწრო ჭიუხით, რომელიც სამხრეთისაკენ ორ ქედად იყოფა. უფრო მაღალი და დანაწევრებულია დასავლეთი ქედის სამხრეთი ნაწილი, აღმოსავლეთი ქედი მოგლუვებულია და დასერილია მდინარე ირღიზის შენაკადებით. მუღოჯარები აგებულია კამბრიულისწინა და პალეოზოური კვარციტებით, კრისტალური ფიქლებით, გნაისებით, გრანიტებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით. ჰავა მკვეთრად კონტინენტურია; იცის ცივი, მცირეთოვლიანი ზამთარი. ნალექები 200-250 მმ წელიწადში. მუღოჯარების დასავლეთ კალთაზე სათავე აქვს მდინარეებს: ემბას, ორს. არის სტეპისა და ნახევარუდაბნოს მცენარეულობა. გაზაფხულისა და ზაფხულის საძოვრები. არის სპილენძის, ნიკლისა და სხვა საბადოები.

მუღოჯარები
მუღოჯარები
მუღოჯარები
კოორდინატები: 48°39′ ჩ. გ. 58°33′ ა. გ. / 48.650° ჩ. გ. 58.550° ა. გ. / 48.650; 58.550
ქვეყანაყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ტერიტორიული ერთეულიაქტობეს ოლქი
უმაღლესი წერტილიდიდი ბოქთიბაი
სიმაღლე657 
სიგრძე200 კმ
სიგანე30 კმ
მუღოჯარები — ყაზახეთი
მუღოჯარები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღემარო მაყაშვილინინოობაკატეგორია:ქართული გვარებისკორპიონსისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეილია ჭავჭავაძეელისო ბოლქვაძედავით IV აღმაშენებელისაქართველომეორე მსოფლიო ომიწმინდა ნინოქვეყნების სიათამარ მეფევახტანგ I გორგასალიკანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ქუნთრუშაუფლისციხეჩუტყვავილა1 ივნისიქართული დამწერლობათბილისიერეკლე IIსეტყვადიდგორის ბრძოლატრისტან სარალიძეკლაუს მაინეპირველი მსოფლიო ომისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირივეფხისტყაოსანიიოსებ სტალინისაქართველოს გეოგრაფიაჩერნობილის კატასტროფავაჟა-ფშაველაკარლეს პუჩდემონიმსოფლიოს შვიდი საოცრება31 მაისი