მურტალასებრნი

მურტალასებრნი (ლათ. Podicipedidae) — ფრინველთა ოჯახი მურტალასნაირთა რიგისა. მოიცავს 6 გვარის 23 სახეობას, რომელთაგან 4 ამომწყდარია. წყალმცურავი, იხვის მსგავსი ფრინველები არიან. მათი სხეულის სიგრძეა 23-74 სმ, ხოლო წონა 120-1500 . სქესობრივი დიმორფიზმი არ ახასიათებთ, მაგრამ მამრები შედარებით ღია ფერისანი არიან და მცირედ აღემატებიან მდედრებს. გავრცელებული არიან ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე. ბინადრობენ ტროპიკულ, ზომიერ და სუბპოლარულ რეგიონებში. ზოგიერთი სახეობის მურტალას არეალი შემოიფარგლება მხოლოდ კუნძულით, როგორიცაა მადაგასკარი და ახალი ზელანდია. ზამთრის პერიოდში ჯგუფებად ცხოვრობენ, ბუდობისას — კოლონიებად ან წყვილებად. დებენ 4-7 კვერცხს. ინკუბაცია 20-30 დღე-ღამე გრძელდება. იკვებებიან უმთავრესად თევზით.

მურტალასებრნი

მცირე მურტალა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Podicipedidae (Bonaparte, 1831)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Вода и огонь Атитлана / А. Г. Сулейманян // Латинская Америка. — 2005. — № 8
  • Акимушкин И. Мир животных: птицы, рыбы, земноводные и пресмыкающиеся — М.: Мысль 1995
ვიკისახეობები
ვიკისახეობებს აქვს ინფორმაცია თემაზე
🔥 Top keywords: დიდგორის ბრძოლასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმთავარი გვერდიგიორგი მიქაუტაძედავით ყიფიანიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატითურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივილი სანიოლისპეციალური:ძიებაბუდუ ზივზივაძეკრიშტიანუ რონალდუგიორგი მამარდაშვილიმიხეილ მესხის სტადიონითურქეთიგიორგი ქოჩორაშვილიფეხბურთის წესებიხვიჩა კვარაცხელიაარდა გიულერიკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოგიორგი ჩაკვეტაძემსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკატეგორია:საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელებიდავით IV აღმაშენებელიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიფეხბურთიგერმანიასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიდორტმუნდილიონელ მესისაქართველოს სახელმწიფო დროშამამის დღეგურამ კაშიაოთარ კიტეიშვილიმეორე მსოფლიო ომინონა გაფრინდაშვილიქვეყნების სიადიდი თურქობა