მგელციხე

მგელციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების საქართველოში, ისტორიულ ჯავახეთში, ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე (თურქული წყაროებით ქურთ-კალე), მდინარე მტკვრის პირას, საქართველო-თურქეთის საზღვრის მახლობლად. აგებული უნდა იყოს IX-X საუკუნეებში. მგელციხე მნიშვნელოვანი სიმაგრე იყო: კონტროლს უწევდა სამხრეთიდან საქართველოში მომავალ მაგისტრალურ გზას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში მგელციხე სამცხის ათაგბაგებს ეკუთვნოდა და მათი საყრდენი პუნქტი იყო აჯანყებული ფეოდალების წინააღმდეგ. 1578 წ. 7 აგვისტოს 2-დღიანი ბრძოლის შემდეგ აიღეს ოსმალებმა. XX საუკუნის დასაწყისში მგელციხე დაათვალიერა და აღწერა (რამდენიმე კოშკი, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობანი და ეკლესია) ექვთიმე თაყაიშვილმა. ეკლესია მოხატული იყო. შემორჩენილია მცირე ფრაგმენტები. ციხის მახლობლად, მტკვრისპირა ფერდობზე, არის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ტატიშვილი თ., ქსე, ტ. 6, გვ. 527, თბ., 1983
🔥 Top keywords: დავით ქაცარავამთავარი გვერდისპეციალური:ძიებარიმა ბერაძეთამარ მეფევეტოდიმიტრი სამხარაძეკვორუმისერგო ორჯონიკიძესაქართველოდავით IV აღმაშენებელიილია ჭავჭავაძესაქართველოს პარლამენტიკატეგორია:ქართული გვარები9 აპრილის ტრაგედიაარასამთავრობო ორგანიზაციაირაკლი კობახიძებიძინა ივანიშვილიინტელექტის კოეფიციენტიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებითბილისისაქართველოს დამოუკიდებლობის დღექართული დამწერლობავაჟა-ფშაველამერაბ კოსტავაერეკლე IIსულხან-საბა ორბელიანიასტრიდ ლინდგრენივახტანგ I გორგასალიმეორე მსოფლიო ომიზვიად გამსახურდიასაქართველოს სახელმწიფო დროშავეფხისტყაოსანიქვეყნების სიააღდგომაევროკავშირისაქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატებისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისაქართველოს კონსტიტუცია