მანგა (იაპონ. 漫画) — კომიქსის იაპონური შესატყვისია. მანგას სტილი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა.

სიტყვა „მანგა“ (kanji: 漫画; hiragana: まんが; katakana: マンガ), როგორც მისი დასავლური შესატყვისი „კომიქსი“, გულისხმობს არა მარტო კარიკატურას, არამედ მულტფილმსაც. მანგას მიხედვით შექმნილ იაპონურ ანიმაციურ ფილმებს ანიმე ეწოდება.

იაპონიაში ნებისმიერი ასაკის და სქესის ადამიანისთვის გამოდის მანგა და მოიცავს ჟანრებს, რომელთა შორის არის მოქმედებითი, თრილერი, საშინელებათა, სპორტი, მუსიკა, ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკა, დრამა, ისტორიული, დეტექტივი, კომედია და ა.შ. მანგა ძირითადად იბეჭდება შავ-თეთრად, თუმცა ფერადი მანგებიც გვხვდება. მანგას ავტორია მანგაკა (漫画家).

1950-იანი წლებიდან იაპონიის საგამომცემლო ინდუსტრიაში მანგას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. დღესდღეობით ბევრი მანგა ითარგმნება სხვადასხვა ენაზე, ძირითადად ინგლისურად, და მათი ელექტრნული ვერსიები ხელმისაწვდომია თითქმის მთელ მსოფლიოში.

მსოფლის ზოგიერთ ქვეყანაში გვხვდება მანგას გავლენით შექმნილი სტილები, მაგალითად: ჩინეთი, ჰონგ-კონგი, ტაივანი — („manhua“); სამხრეთ კორეაში („manhwa“); საფრანგეთში „manfra“ და „la nouvelle manga“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიდავით IV აღმაშენებელისაქართველოდევდარაკიილია ჭავჭავაძეთამარ მეფემეორე მსოფლიო ომივახტანგ I გორგასალიქვეყნების სიავაჟა-ფშაველაანტარქტიდაჟიული შარტავალიბერალიზმიცოტნე დადიანიქართული დამწერლობაერეკლე IIვეფხისტყაოსანითბილისიევროკავშირიდარიალის ხეობაავსტრალიაფარნავაზ Iდიდგორის ბრძოლათეოკრატიაჩუტყვავილაპირველი მსოფლიო ომინიკო ფიროსმანისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისულხან-საბა ორბელიანიქუნთრუშაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელიტოტალიტარიზმიაჭარაბაგრატ III (საქართველოს მეფე)კარლეს პუჩდემონიუფლისციხე