ლინთი (გერმ. Linth) — მდინარე შვეიცარიაში. სათავე აქვს ალპებში, კლაუზენის უღელტეხილის სიახლოვეს. ზემო დინებაში ჩრდილოეთისაკენ მიედინება. გაივლის რა გლარუსის ხეობას მიემართება შვანდენისკენ, სადაც იერთებს მთავარ შენაკადებს: სერნიფტს და ენენდას. ლინთის ნაპირებზე გაშენებულია დასახლებული პუნქტი გლარუსი. აქედან იგი მიემართება ვალენზეეს ტბისკენ, ხოლო შემდეგ ვეზენისკენ. გლარუსის ქვევით მდინარე დაბლობ ტერიტორიაზე იშლება. შესართავს პოულობს ციურიხის ტბაში. გლარუსის კანტონის ფარგლებში ქმნის ამავე სახელწოდების ხეობას. ციურიხის ტბიდან გამოსვლის შემდეგ მდინარეს ლიმატი ეწოდება. ლინთის სიგრძე 50 კმ-ია, ხოლო აუზის ფართობი 1283 კმ². მდინარის აუზის უმაღლესი წერტილის სიმაღლეა ზღვის დონიდან 3614 მ.

ლინთი
Linth

ლინთი
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სათავე ალპები
46°51′57″ ჩ. გ. 8°58′49″ ა. გ. / 46.86583° ჩ. გ. 8.98028° ა. გ. / 46.86583; 8.98028
სათავის სიმაღლე 1000 მ
შესართავი ციურიხის ტბა
47°13′07″ ჩ. გ. 8°56′28″ ა. გ. / 47.21861° ჩ. გ. 8.94111° ა. გ. / 47.21861; 8.94111
შესართავის სიმაღლე 406 მ
სიგრძე 50 კმ
აუზის ფართობი 1283 კმ²
ლინთი — შვეიცარია
ლინთი
ლინთი
— სათავე, — შესართავი
ლინთი ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებითინათინ ბოკუჩავაქვეყნების სიასაქართველოდავით IV აღმაშენებელინილოსისეტყვათამარ მეფენონა გაფრინდაშვილიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიუფლისციხეჩუტყვავილათბილისირაბათის ციხეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ქუნთრუშაქართული დამწერლობავახტანგ I გორგასალიდემეტრე II თავდადებულიდიდგორის ბრძოლაერეკლე IIსვეტიცხოველიყინწვისის მონასტერიიოსებ სტალინიანემიაკარიბის კრიზისივარძიაცივი ომიანანურის ციხეშოთა არველაძეამერიკის შეერთებული შტატებიპირველი მსოფლიო ომიგონიერი ადამიანისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისედანის ბრძოლა (1870)