კრისტალ პალასი (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი „კრისტალ პალასი“ (ინგლ. Crystal Palace Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა სამხრეთ ნორვუდში, ლონდონი. ასპარეზობს ინგლისის პრემიერლიგაში. „კრისტალ პალასი“ იყო ერთ-ერთი პრემიერლიგის დამაარსებელ კლუბებს შორის.

კრისტალ პალასი
სრული სახელი Crystal Palace Football Club
მეტსახელი არწივები (ინგლ. The Eagles)
მეშუშეები (ინგლ. The Glaziers)
დაარსდა 10 სექტემბერი, 1905
სტადიონი სელჰერსთ პარკი
ლონდონი, ინგლისი
(ტევადობა: 25,456 მაყურებელი)
პრეზიდენტი ინგლისის დროშა სტივ პერიში
მწვრთნელი ინგლისის დროშა სემ ელერდაისი
კაპიტანი ინგლისის დროშა ჯეისონ პანჩონი
ლიგა პრემიერლიგა
2016-17 მე-14 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

კლუბი დაარსდა 1905 წელს, ცნობილ კრისტალის სასახლეში, ასოციაციის თასის ფინალის სტადიონის (ასოციაციის თასის ფინალი ამ სტადიონზე იმართებოდა 1895-1914 წლებში) მფლობელების მიერ, რომელიც მდებარეობდა ისტორიული სასახლის ფარგლებში. ამ სტადიონზე კლუბი 1915 წლამდე მართავდა საშინაო მატჩებს, შემდეგ პირველი მსოფლიო ომის გამო საშინაო არენის შეცვლა მოუწია. 1924 წლიდან „კრისტალ პალასის“ საშინაო არენა სელჰერსთ პარკია.

„კრისტალ პალასი“ ასოციაციის თასის ფინალისტი იყო ორჯერ, 1990 და 2016 წლებში, ორივე შემთხვევაში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხდა. კლუბის საუკეთესო სეზონი იყო 1990-91 წლების, როდესაც „პალასმა“ ინგლისის უმაღლეს ლიგაში დაიკავა მე-3 ადგილი, „არსენალისა“ და „ლივერპულის“ შემდეგ. კლუბმა ვერ შეძლო ევროტურნირებზე გამოსვლა, ეიზელის სტადიონის კატასტროფის შედეგად უეფა-ს მიერ ინგლისურ კლუბებზე დაწესებული შეზღუდვების გამო.

1991 წელს „კრისტალ პალასმა“ მოიპოვა სრული შემადგენლობის თასი, უემბლიზე, ფინალში დაამარცხა „ევერტონი“. „პალასი“ 2-ჯერ გახდა ინგლისის დონით მეორე ჩემპიონატის გამარჯვებული და გახდა კლუბი, რომელმაც ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვა უმაღლეს ლიგაში აღსაზევებელ პლეი-ოფებში, 4-ჯერ გაიმარჯვა ფინალში.

1973 წელს, კლუბმა შეიცვალა ზედმეტსახელი და „მეშუშეების“ მაგივრად ეწოდა „არწივები“. ასევე კლუბის სიმბოლო გახდა წითელი და ლურჯი ვერტიკალური ზოლები. მანამდე „პალასი“ თამაშობდა კლარეტი და ლურჯი ფერებით. „კრისტალ პალასს“ აქვს მტრობა „ბრაიტ ენდ ჰოუვ ალბიონთან“, მათ დაპირისპირებას მ23 დერბი ეწოდება. ასევე თანამოქალაქე სამხრეთ ლონდონის კლუბებთან, „მილუოლთან“ და „ჩარლტონ ატლეტიკთან“.

შემადგენლობა რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანამოთამაშე
1მეკარე  არგენტინახულიან სპერონი
2მცველი  ინგლისიჯოელ უორდი
3მცველი  ნიდერლანდებიპატრიკ ვან ანჰოლტი
4ნახევარმცველი  საფრანგეთიმატიე ფლამინი
5მცველი  ინგლისიჯეიმზ ტომკინსი
6მცველი  ინგლისისკოტ დანი
7ნახევარმცველი  საფრანგეთიიოან კაბაი
8თავდამსხმელი  საფრანგეთილოიკ რემი
9თავდამსხმელი  ინგლისიფრეიზერ კემპბელი
10ნახევარმცველი  ინგლისიანდროს ტაუნსენდი
11თავდამსხმელი  კოტ-დ’ივუარივილფრიდ ზაა
12მცველი  საფრანგეთიმამადუ სახო
13მეკარე  უელსიუეინ ჰენესი
14ნახევარმცველი  სამხრეთი კორეალი ჩონ იონი
15თავდამსხმელი  ბელგიაჯონათან ბენტეკე
პოზიცია ქვეყანამოთამაშე
16ნახევარმცველი  უელსიჯო ლედლი
17თავდამსხმელი  ბელგიაკრისტიან ბენტეკე
18ნახევარმცველი  შოტლანდიაჯეიმზ მაკარტური
19მცველი  ინგლისიზეკი ფრაიერსი
21თავდამსხმელი  ინგლისიკონორ უიკემი
23მცველი  სენეგალიპაპ სუარე
25ნახევარმცველი  ინგლისისულაი კაიკაი
26ნახევარმცველი  მალიბაკარი საკო
27მცველი  ირლანდიადაიმიენ დილაინი
28ნახევარმცველი  სერბეთილუკა მილივოევიჩი
30მეკარე  საფრანგეთისტივ მადანდა
31მცველი  განაჯეფრი შლუპი
34მცველი  ინგლისიმარტინ კელი
42ნახევარმცველი  ინგლისიჯეისონ პანჩონი (კაპიტანი)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

🔥 Top keywords: