კონსტანტინე გრიგოლია

კონსტანტინე გრიგოლის ძე გრიგოლია (დ. 27 სექტემბერი, 1904, სოფ. ჭითაწყარი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, — გ. 13 მაისი, 1982, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1961), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966).

1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ისტორიული განყოფილება. 1936-1953 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ გამგედ; ამავე პერიოდში კითხულობდა ლექციებს თბილისისა და ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში; 1942 წლიდან გარდაცვალებამდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იკვლევდა ქართველ წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის საკითხებს

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • თამარის კიდევ ერთი მემატიანე-ისტორიკოსი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1977. - 68გვ.
  • რას მოგვითხრობს „ქართლის ცხოვრება“ (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1971. - 203გვ.
  • ნარკვევები საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობიდან (ავტორი) // 1 : ახალი ქართლის ცხოვრება. - თბილისი, თბ. სახელმწ. უნ-ტის სტამბა-გამ-ბა, 1954. - 364გვ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
🔥 Top keywords: ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024მთავარი გვერდიკრიშტიანუ რონალდუევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიიოანე-ზოსიმესაქართველოქვეყნების სიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020თამარ მეფეშოტლანდიამეორე მსოფლიო ომიილია ჭავჭავაძედიდგორის ბრძოლაჩუტყვავილაამაღლებაგერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმამადუ სახოდავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიგერმანიათბილისიქართული დამწერლობაკარლეს პუჩდემონივახტანგ I გორგასალიიოსებ სტალინიქუნთრუშასალომე კორკოტაშვილიპირველი მსოფლიო ომირაბათის ციხეფრანც ბეკენბაუერიპეტრე-პავლობის მარხვანატო ვაჩნაძეჯუმბერ ლეჟავაერეკლე IIდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენავეფხისტყაოსანი