კერინჩი

კერინჩი ან ინდრაპურა (ინდონ. Kerinci) — მოქმედი ვულკანი ინდონეზიაში, ბარისანის ქედზე. წარმოადგენს ინდონეზიის უმაღლეს ვულკანსა და კუნძულ სუმატრის უმაღლეს წერტილს. სიმაღლე 3805 მ.

კერინჩი
კერინჩი
კერინჩი
კოორდინატები: 1°41′48″ ს. გ. 101°15′56″ ა. გ. / 1.69667° ს. გ. 101.26556° ა. გ. / -1.69667; 101.26556
ქვეყანაინდონეზიის დროშა ინდონეზია
სიმაღლე3805 
ქედიბარისანი
ტიპისტრატოვულკანი
პირველი ასვლა1877 წლის დეკემბერი
ბოლო ამოფრქვევა2013 წლის ივნისი
კერინჩი — ინდონეზია
კერინჩი
კერინჩი — სუმატრა
კერინჩი

გარშემორტყმულია კერინჩი-სებლატის ეროვნული პარკის ტყეებით, სადაც გვხვდება საფრთხეში მყოფი სახეობები: სუმატრის ვეფხვი და სუმატრის მარტორქა. კერინჩი მდებარეობს ჯამბის პროვინციის კერინჩის სარეგენტოსა და დასავლეთი სუმატრის პროვინციის სამხრეთის სოლოკის სარეგენტოს საზღვარზე, კუნძულის დასავლეთ ცენტრალურ ნაწილში, დასავლეთის სანაპიროს სიახლოვეს, ქალაქ პადანგის სამხრეთით დაახლოებით 130 კმ-ში.

მწვერვალზე არის 600 მ სიგანისა და დაახლოებით 400 მ-ის სიღრმის ვულკანური კრატერი, რომელიც ნაწილობრივ ამოვსებულია პატარა კრატერული ტბით. კერინჩი უმეტესწილად აგებულია ანდეზიტური ლავებით. ძველი კონუსის ფუძის სიგანე 13-დან 25 კმ-მდეა; მას ართულებს მსხვილი კალდერა, რომლის კიდეზე მდებარეობს მაღალი კლდოვანი მწვერვალები.

მთაზე სულ 15 ტბაა, რომელთაგან უდიდესია კერინჩის ტბა და გუნუნგ-ტუჯუჰის ტბა. 4200 ჰა ფართობის მქონე კერინჩის ტბა გაწოლილია 650 მ სიმაღლეზე. გუნუნგ-ტუჯუჰის ტბა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ყველაზე მაღლა მდებარე ტბაა, მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 1996 მ-ია. კერინჩის კალთებზე ნოტიო ტროპიკული ტყეებია, მწვერვალისკენ მათ ცვლიან უსიცოცხლო ვულკანური ლანდშაფტები. უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 2013 წლის ივნისში. კერინჩი პირველად დაიპყრეს არენდ ლუდოლფ ვან ჰასელტმა და დანიელ დავიდ ვეთმა 1877 წლის დეკემბერში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებადავით IV აღმაშენებელისაქართველოს დამოუკიდებლობის დღებავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესაქართველოკატეგორია:ქართული გვარებიკანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“თამარ მეფეელისო ბოლქვაძეტრისტან სარალიძევახტანგ I გორგასალიმეორე მსოფლიო ომიილია ჭავჭავაძექვეყნების სიაერეკლე IIქართული დამწერლობათბილისისეტყვაფარნავაზ Iუფლისციხედიდგორის ბრძოლაანტარქტიდაქუნთრუშასაქართველოს გეოგრაფიაევროკავშირიცოტნე დადიანისულხან-საბა ორბელიანიჩერნობილის კატასტროფასაქართველოს ისტორიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიიაკობ გოგებაშვილივაჟა-ფშაველაავსტრალიაიოსებ სტალინიევროპაპირველი მსოფლიო ომიბაგრატ III (საქართველოს მეფე)ვეფხისტყაოსანი