იმჰოტეპი

იმჰოტეპიჩვ. წ.-მდე XXVIII საუკუნის ეგვიპტელი ხუროთმოძღვარი. მან შექმნა ფარაონ ჯოსერის სამარხის კომპლექსი, რომელიც აღმართულია საკარაში — ძველი მემფისის ისტორიულ ნეკროპოლში. იყო წარჩინებული მოხელე — ყველა სამშენებლო სამუშაოს ხელმძღვანელი და ჯოსერის სამეფო კარის არქიტექტორი. იმჰოტეპს ეკუთვნის საკარაში საფეხუროვანი პირამიდის მშენებლობის იდეა. მანვე შეადგინა პროექტი და მშენებლობასაც თავად ხელმძღვანელობდა (ჩვ. წ.-მდე 2630 წ.). აკლდამის გარშემო განლაგებული იყო 10 მ სიმაღლის გალავნით შემოზღუდული სასაფლაოებისა და ტაძრების მთელი კომპლექსი, სადაც დაკრძალვის ცერემონიალები ტარდებოდა. იმჰოტეპი დოკუმენტებში იხსენიება, როგორც განთქმული ბრძენი, სწავლული, ასტრონომი და გამოჩენილი მედიკოსი, რომელსაც ბერძნების მკურნალობის ღვთაება ასკლეპიოსთან აიგივებდნენ. იმჰოტეპს - ხუროთმოძღვარს, ინჟინერს, მწერალს, კანცელარისტს - ნიჭიერებამ და წარმატებებმა თანამემამულეებს შორის დიდება მოუხვეჭა: იგი მცირე ღვთაებათა რანგში აიყვანეს და მის პატივსაცემად გარდაცვალებიდან ასწლეულების შემდეგაც ტაძრებს აგებდნენ.

იმჰოტეპის მინიატურული ქანდაკება ლუვრში, პარიზი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება


🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებითინათინ ბოკუჩავაქვეყნების სიასაქართველოდავით IV აღმაშენებელინილოსისეტყვათამარ მეფენონა გაფრინდაშვილიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიუფლისციხეჩუტყვავილათბილისირაბათის ციხეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ქუნთრუშაქართული დამწერლობავახტანგ I გორგასალიდემეტრე II თავდადებულიდიდგორის ბრძოლაერეკლე IIსვეტიცხოველიყინწვისის მონასტერიიოსებ სტალინიანემიაკარიბის კრიზისივარძიაცივი ომიანანურის ციხეშოთა არველაძეამერიკის შეერთებული შტატებიპირველი მსოფლიო ომიგონიერი ადამიანისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისედანის ბრძოლა (1870)