დნიპრო დნეპრი (საფეხბურთო კლუბი)

დნიპრო დნეპრი (უკრ. Футбо́льний Клуб Дніпро́ Дніпропетро́вськ, რუს. Футбо́льный Клуб Днепр Днепропетро́вск) — უკრაინული კლუბი, ჩამოყალიბდა დნეპრში. 2019 წელს გაუქმდა.

დნიპრო
Дніпро́
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი დნიპრო
დაარსდა 1918
სტადიონი დნიპრო-არენა
დნეპრი, უკრაინა
(ტევადობა: 31,000)
პრეზიდენტი უკრაინის დროშა იგორ კოლომოისკი
მწვრთნელი უკრაინის დროშა დიმიტრი მიხეილშვილი
კაპიტანი უკრაინის დროშა რუსლან როტანი
ლიგა უკრაინის პრემიერ ლიგა
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

თავდაპირველად დნეპრის საფეხბურთო კლუბი დნიპრო 1918 წელს ჩამოყალიბდა, იგი ჩამოაყალიბა პეტროვსკის ფაბრიკამ და მისი თავდაპირველი სახელი იყო ბრიტი, გუნდი მონაწილეობას იღებდა რეგიონალურ ჩემპიონატში კატერინოსლავში, სხვა 4 გუნდთან ერთად. ბრიტი თამაშებს პატარა სტადიონ სოკილზე ატარებდა, რომელიც მდებარეობდა პუშკინის ქუჩისა და იური შევჩენკოს ქუჩის გადაკვეთაზე.

პეტროვეცი-სტალი-მეტალურგი

რედაქტირება

კლუბი ოფიციალურად დარეგისტრირდა როგორც პეტროვსკის ქარხნის საფეხბურთო კლუბი, მან ოფიციალური სახელი 1926 წელს მიიღო როგორც პეტროვეცი,კლუბი შეუერთდა საბჭოთა ჩემპიონატს სტალის (Сталь) სახელით 1936 წელს ერთ-ერთ დაბალ ლიგაში. გუნდმა მონაწილეობა მიიღო 3 ჩემპიონატში მეორე მსოფლიო ომამდე.მეორე მსოფლი ოომის შემდეგ, 1947 წელს, კლუბი კვლავ შეუერთდა საბჭოთა ჩემპიონატს და შეერწყა კიდევ ერთ დნეპრულ კლუბ დინამოს.1949 დან 1961 წლამდე გუნდს ერქვა მეტალურგი ანუ მეტალზე მომუშავე. ამ დროის განმავლობაში გუნდი მონაწილეობას იღებდა 3 სეზონში, 1950-1952 წლებში, მოყვარული ფეხბურთელების სახით, რაც როგორც წესია ცუდი შედეგით დამთავრდა .1952 წელს მეტალურგ დნიპროპეტროვსკმა მიაღწია საბჭოთა თასის ნახევარ ფინალს, სადაც იგივ ერევნის სპარტაკთან დამარცხდა.

1961 წელს , გუნდი ახალი სპონსორის ხელში გადავიდა, Yugmash ის ხელში რომელიც იყო სამხრეთ მანქანათმშენებლობის ფაბრიკა, რომელიც იმ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარხანა იყო საბჭოთა კავშირში და იგი ჩამოაყალიბა თავდაცვის სამინისტრომ. ახალმა სპონსორმა სახელი დნიპრო შეცვალა რუსული სახელით დნეპრი (Днепр), რადგან საბჭოთა კავშირის მთავრობაში მხოლოდ რუსული ენა იყო მისაღები, 1968 წლამდე გუნდის გამოსვლა დიდად არ შეცვლილა , მანამ სანამ კლუბმა არ შეიძინა ანდრეი ბიბა და ახალი მწვრთნელი ვალერი ლობანოვსკი, ამის შემდეგ კლუბს 3 წელი დასჭირდა საბჭოთა უმაღლეს ლიგაში მოსახვედრად და 1972 წელს მეექვსე ადგილიც დაიკავა.

ოქროს თაობა

რედაქტირება

1973 სა და 1976 წლებში დნიპრომ საბჭოთა თასის ნახევარფინალებს მიაღწია. 1978 წელს კლუბი 2 წლით შედარებით დაბალ ლიგაში გადავარდა.მათი შემდეგი დაბრუნება უმაღლეს ლიგაში არ იყო ისეთი სანდომიანი როგორც ადრე, რადგან კლუბი ჩემპიონატის ბოლო ადგილზე "ჭკნებოდა". ამ წლებში დნეპრის მმართველმა ორგანოებმა კლუბში მოიყვანეს ახალი საიმედო მწვრთნელი "ვოლოდიმირ იემეცი" და " ჰენნადი ჟიზდიკი". ამ შეცვლების შემდეგ, დენპრი გახდა ძლიერი პრეტენდენტი საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის და მათ ორჯერ მოიგეს იგი : ერთხელ იემეცთან და ჟიჯდიკ თან 1983 წელს და მეორეჯერ იევენ კუჩერევსკისტან 1988 წელს.აგრეთვე 1989 წელს დნეპრი გახდა პირველი პროფესიონალური კლუბი საბჭოთა კავშირში. ამ წლების განმავლობაში, გუნდში თამაშობდა ბევრი პუპულარული ფეხბურთელი როგორებიც იყვნენ : ოლეგ პროტასოვი, ჰენადი ლიტოვჩენკო, ოლეკსეი ჩერედნიკი და ოლეგ ტარანი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კლუბმა დაიბრუნა უკრაინული Dnipro-ს, ყველაზე დიდი მდინარის და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უკრაინული სიმბოლოს სახელწოდება. კლუბი შეუერთდა ქვეყნის ფედერაციას და ახლად ჩამოყალიბებული უკრაინული უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. გუნდმა ვერცხლის მედალი აიღო 1993 წელს, აგრეთვე ბრინჯაოს მედლები 1992, 1995, 1996, 2001 და 2004 წლებში. გუნდმა აგრეთვე მიაღწია უკრაინის თასის ფინალს 1995, 1997 და 2004 წლებში და ყველა მათგანი დონეცის „შახტართან“ დათმო.„დნიპროს“ მფლობელი არის კერძო ჯგუფი. აგრეთვე არსებობს თანამეგობრობა „დნიპროსა“ და „დინამო“ კიევს შორის. „დნიპროს“ ყველაზე პრინციპულ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა ხარკოვის „მეტალისტი“.

სტადიონი

რედაქტირება
ძველი სტადიონი "მეტეორი"
ახლანდელი დნიპრო არენა

1966 წელს დნიპრო საშინაო თამაშებს "მეტეორ სტადიუმ" ზე ატარებდა , დნიპროპეტროვსკში. უფრო ადრე კი კლუბი თამაშებს ატარებდა "მეტალურგ სტადიუმ" ზე (ყოფილ "სტალ" სტადიონზე)"მეტეორ სტადიუმ" ააგო საბჭოთა რაკეტების კომპანია "იუზმაშმა" და 2001 წლამდე რამდენიმეჯერ განაახლა . 2002 წელს ევროპულ ჩემპიონატში რამდენიმე გამოსვლის შემდეგ ნათელი გახდა რომ დნიპროს ახალი სტადიონი ესაჭიროებოდა, ამგვარად , 2005 წელს კერძო ჯგუფმა ("Pryvat Group") დაიწყო ახალი " დნიპრო არენას" მშენებლობა, დნიპროპეტროვსკის ცენტრში. კლუბმა თავისი ბოლო თამაში მეტეორის სტადიონზე 2008 წლის 2 სექტემბერს ჩაატარა, ხარკოვის „მეტალისტის“ წინააღმდეგ.სტადიონი იტევს 31,003 ადამიანს და სულ მისი აშენება დაჯდა 40 მილიონი ევრო , სტადიონი ააგო ყველაზე დიდმა გერმანულმა კომპანია "Hochtief" მა. საბოლოოდ სტადიონი 2008 წლის 15 სექტემბერს გაიხსნა. გახსნისლ ცერემონიალზე სიტყვით წარდგა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო. სტადიონი გაიხსნა უკრაინელი ცნობილი მომღერლების წარმოდგენით და 2 საფეხბურთო მატჩით, დინამო კიევის ვეტერანები მოსკოვის სპარტაკის ვეტარანებს დაუპირისპირდნენ და აგრეთვე დინამო კიევის ვეტერანები დაუპირისპირდნენ დნიპროს ვეტერანებს.იმ ადგილას სადაც სტადიონი აშენდა, ქუჩას შეეცვალა სახელი და დაერქვა დნიპროს ყოფილი მწვრთნელის პატივსაცემად "იევენ კუჩევსკის" ქუჩა. დნიპრომ ამ სტადიონზე თავისი პირველი ოფიციალური მატჩი 2008 წლის 29 სექტემბერს ადგილობრივი მეტოქის წინააღმდეგ " მეტალურგ ზაპაროჟიას" წინააღმდეგ ჩაატარა და 1-2 დამარცხდა. მათ მოხსნეს ახალი რეკორდი უკრაინის პრემიერ ლიგაში დასწრების მხრივ 2008 წლის მე-9 სეზონში, თამაშს 31 ათასი მაყურებელი დაესწრო.

სპონსორები

რედაქტირება

ძირითადი სპონსორები არიან "TM Biola " და "Nike Football"

ევროტურნირები

რედაქტირება

უეფა-ს თასი/უეფა-ს ევროპის ლიგა:

სეზონიეტაპიქვეყანაკლუბიშინგასვლითიჯამში
უეფას თასი
1985-861 ვისმუთ აუე2-13-15-2
2 პეესვე1-02-23-2
3 ჰაიდუკ სპლიტი0-10-20-3
1986-871 ლეგია ვარშავა0-00-10-1
1988-891 ბორდო1-11-22-3
1990-911 Hearts FC1-11-32-4
1993–941 ადმირა ვაკერი1-03-24-2
2 აინტრახტი ფრანკფურტი1-00-21-2
1997-98Q1 სკ ერევანი6-12-08-2
Q2 ალანია ვლადიკავკაზი1-21-42-6
2001–021 ფორენტინა0-01-21-2
2003–04Q1 სკ ვადუზი1-01-02-0
1 ჰამბურგი3-01-24-2
2 დინამო ზაგრები1-12-03-1
3 მარსელი0-00-10-1
2004–05Q2 პეტრჟალკა3-01-14-1
1 მაკაბი ჰაიფა2-00-12-1
ჯგუფური ბრიუგე3-2
უტრეხტი2-1
ავსტრია ვიენი1-0
რეალ სარაგოსა1-2
1/16 პარტიზან ბელგრადი0-12-22-3
2005–06Q2 ბანანტსი4-04-28-2
1 ჰიბერნიანი.5-10-05-1
ჯგუფური ალკმარი1-2
მიდლსბრო0-3
ლიტექსი0-2
გრასშოპერსი3-2
2007–08Q2 ბელჩატოვი1-14-25-3
1 აბერდინი1-10-01-1
2008–09Q2 ბელინზონა3-21-24-4
უეფას ევროპის ლიგა
2010–11Q3 სპარტაკ ზლატიბორი2-01-23-2
ფლეიოფი ლეხ პოზნარი0-10-00-1
2011–12ფლეიოფი ფულემი1-00-31-3
2012–13ფლეიოფი სლოვან ლიბერეცი4-22-26-4
ჯგუფური პეესვე2-01-24-1
ნაპოლი3-12-45-5
აიკ4-03-27-2
1/16 ბაზელი1-10-21-3
2013–14ფლეიოფი ნომმე კალიუ2-03-15-1
ჯგუფური ფიორენტინა1–21–22–4
პაჩოს ფერეირა2–02–04–0
პანდური4–11–05–1

ევროპის თასი:

სეზონიეტაპიქვეყანაკლუბიშინფასვლითიჯამში
1984-851 ტრაბზონსფორი3-00-13-1
2 ლევსკი სოფია2-01-33-3
Q ბორდო1-11-13-5 (PKs)
1989-901 ლინფილდი2-11-03-1
2 სტიროლ ინბურკი2-02-24-2
Q ბენფიკა0-10-30-4

ტიტულები

რედაქტირება

შიდა ჩემპიონატი

რედაქტირება

კონდინენტური

რედაქტირება

მიწვეული

რედაქტირება

მოთამაშეები

რედაქტირება

შემადგენლობა 2015–16

რედაქტირება

2016 წლის 2 სექტემბრისთვის.

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანამოთამაშე
4ნახევარმცველი  უკრაინასერგეი კრავჩენკო
14მცველი  უკრაინაევგენი ჩებერიაჩკო
29ნახევარმცველი  უკრაინარუსლან როტანი
89ნახევარმცველი  უკრაინასერგეი პოლიტილო
91მეკარე  უკრაინაიგორ ვარცაბა
97ნახევარმცველი  უკრაინაანდრეი ბლიზიჩენკო

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
🔥 Top keywords: გიორგი მამარდაშვილიგიორგი მიქაუტაძებუდუ ზივზივაძემთავარი გვერდიკრიშტიანუ რონალდუსულთმოფენობაჩეხეთიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024საბა ლობჟანიძეხვიჩა კვარაცხელიაგიორგი ქოჩორაშვილიარდა გიულერიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისპეციალური:ძიებაგიორგი ჩაკვეტაძეფეხბურთის წესებივილი სანიოლილიონელ მესიზურიკო დავითაშვილიგურამ კაშიაპორტუგალიაკატეგორია:ქართული გვარებიფეხბურთიჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდიდგორის ბრძოლამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნისაქართველოპეპეგიორგი ქვილითაიალაზებიგიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)ოთარ კიტეიშვილისაბა საზონოვითამაშგარექვეყნების სიაანზორ მექვაბიშვილი