დინამო თბილისი (საკალათბურთო კლუბი)

ტერმინს „დინამო თბილისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დინამო თბილისი (მრავალმნიშვნელოვანი).

საკალათბურთო კლუბი დინამო თბილისი — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან, საქართველო.

დინამო თბილისი


ლიგებისაქართველოს სუპერლიგა
დაარსდა1934


მდებარეობათბილისი, საქართველო
გუნდის ფერებილურჯი, თეთრი
პრეზიდენტივახტანგ ნაცვლიშვილი
მთავარი მწვრთნელისაქართველოს დროშა ირაკლი ხოშტარია
საიტიbcdinamo.ge
ფორმები
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
ძირითადი
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
სარეზერვო

კლუბი დაარსდა 1934 წელს, არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უძველესი და ტიტულოვანი საკალათბურთო გუნდი. პირველ დიდ წარმატებას დინამოელებმა მიაღწიეს 1949 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის თასის გათამაშებაში გაიმარჯვეს. ერთი წლის შემდეგ „დინამომ“ ზედიზედ მეორედ მოიპოვა თასი და თასთან ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონის წოდებაც.[1] მომდევნო წლებში „დინამომ“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ოქროს მედლები კიდევ ორჯერ მოიპოვა — 1953 და 1954 წლებში, ხოლო 1962 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა.

საბჭოთა კავშირის თასი 1949

რედაქტირება

1949 წლის საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფარგლებში „დინამომ“ დაამარცხა პეტროზავოდსკის ნაკრები (99–36), კიევის ოფიცერთა სახლი (52–25), ტარტუს უსკა (25–24) და რიგის „დინამო“ (24–19). თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: ალექსანდრე მესხი,[2] ოთარ ქორქია, სულიკო თორთლაძე,[3] შოთა ქორქაშვილი,[4] ჯუმბერ ნიჟარაძე,[5] დავით გოძიაშვილი,[6] მიხეილ კეკელიძე,[7] ლევან ინწკირველი,[8] გივი რუხაძე,[9] თენგიზ მეძმარიაშვილი.[10] მწვრთნელი — შალვა დიასამიძე.[11]

საბჭოთა კავშირის თასი 1950

რედაქტირება

1950 წლის საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფარგლებში „დინამომ“ დაამარცხა ერევნის სკიფ-ი (71–31), ბაქოს „დინამო“ (47–36), ოდესის „ნაუკა“ (39–31), ტარტუს უსკა სათამაშოდ არ გამოცხადდა და ამიტომ გამარჯვება დინამოელებს ჩაეთვალათ. ფინალში თბილისელმა კალათბურთელებმა მოსკოველ თანაკლუბელებს მოუგეს (49–36) და თასს დაეულნენ. თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, ლევან ინწკირველი, ჯუმბერ ნიჟარაძე, დავით გოძიაშვილი, ალექსანდრე მესხი, ვაჟა ჟღენტი,[12] შოთა ქორქაშვილი, თენგიზ მეძმარიაშვილი, გივი რუხაძე. მწვრთნელი — გიორგი ავალიშვილი.[13]

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი 1950

რედაქტირება

1950 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის გათამაშების ფარგლებში დინამოელებმა შემდეგი შეხვედრები ჩაატარეს — წინასწარი თამაშებისას მათ დაამარცხეს: ყაზანის „სპარტაკი“ (57–40), ოდესის „ნაუკა“ (71–43), ალმა-ათის „ბოლშევიკი“ (86–41). ნახევარფინალებში დაამარცხეს ლენინგრადის „დინამო“ (71–39), ლენინგრადის ოფიცერთა სახლი (46–39), მოსკოვის „დინამო“ (24–21), მოსკოვის „ლოკომოტივი“ (56–29), წააგეს მოსკოვის ვვს-თან (34–72). ფინალურ ტურნირში თბილისელებმა ყველა მეტოქე დაამარცხეს: ტარტუს უსკა (34–31), კაუნასის „ჟალგირისი“ (25–20), მოსკოვის ვვს (36–34) და ქვეყნის ჩემპიონის წოდება მოიპოვეს. თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, ჯუმბერ ნიჟარაძე, ლევან ინწკირველი, ვაჟა ჟღენტი, დავით გოძიაშვილი, შოთა ქორქაშვილი, ალექსანდრე მესხი, სულიკო თორთლაძე, გივი რუხაძე. მწვრთნელი — გიორგი ავალიშვილი.

ჯილდოები

რედაქტირება

საბჭოთა კავშირი

რედაქტირება

საქართველო

რედაქტირება

მიმდინარე შემადგენლობა

რედაქტირება
ნომერიმოთამაშეეროვნებაპოზიცია
4ლამარ კარიმი PG
5იოსებ ლეჟავა G
6ბექა ჩიკვილაძე G
7ზეზვა ლილუაშვილი G
9ალექსანდრე ჩოჩია G
10კობა კობაიძე C
11დავით იოსელიანი F
12თორნიკე ნინიაშვილი C
13ირაკლი კეიდია F
20გიორგი ორმოცაძე F
23შოთა გელაზონია G
32მილან ოლუიჩი C
33ფლინ კლეიმენი F

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქართველი კალათბურთელები საკავშირო პირველობის შემდეგ. ეროვნული ფოტომატიანე. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  2. ალექსანდრე მესხი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  3. სულიკო თორთლაძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  4. შოთა ქორქაშვილი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  5. ჯუმბერ ნიჟარაძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  6. დავით გოძიაშვილი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  7. მიხეილ კეკელიძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  8. ლევან ინწკირველი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  9. გივი რუხაძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  10. 70 წელი პირველი დიდი ტიტულის მოგებიდან. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-03. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  11. შალვა დიასამიძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  12. ვაჟა ჟღენტი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
  13. გიორგი ავალიშვილი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ალბანეთისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებისაქართველოირაკლი კობახიძეიოანე-ზოსიმექვეყნების სიაკრიშტიანუ რონალდუმამის დღეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020ყურბან-ბაირამიდიდგორის ბრძოლახორვატიაჩუტყვავილამალალა იუსაფზაიილია ჭავჭავაძედავით IV აღმაშენებელიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატირაბათის ციხეთამარ მეფემეორე მსოფლიო ომიქრისტიანობა ალბანეთშიუფლისციხეშვეიცარიაკარლეს პუჩდემონიჯუმბერ ლეჟავაიოსებ სტალინისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივახტანგ I გორგასალიპირველი მსოფლიო ომისვეტიცხოველიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2008: ფინალიქუნთრუშათბილისიკირჩხიბი (ასტროლოგია)