ბარამბო

ბარამბო (Melissa officinalis) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. ღერო და ფოთოლი შებუსული აქვს. თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილები ფოთლის იღლიაში ყვავილედადაა შეკრებილი. კვერცხისებრი ფოთლის ორივე მხარე დაფარულია ეთეროვანი ზეთის შემცველი მბრწყინავი ჯირკვლებით, რომელიც მცენარეს ლიმონის სუნს აძლევს.

ბარამბო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Melissa officinalis

ველურად იზრდება ევროპის სამხრეთ ნაწილში, ჩრდილოეთ აფრიკაში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გვხვდება აგრეთვე უკრაინაში, კავკასიასა და შუა აზიაში. საქართველოში - მთის ქვედა სარტყელში, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში.

ეთერზეთოვანი და თაფლოვანი მცენარეა. კულტივირებულია ძირითადად უკრაინაში. იყენებენ პარფიუმერიასა და ხალხურ მედიცინაში.

ლიტერატურა რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებამოციქულთასწორი ელენედავით IV აღმაშენებელისაქართველოკატეგორია:ქართული გვარებიილია ჭავჭავაძეთამარ მეფემეორე მსოფლიო ომინონა გაფრინდაშვილიერეკლე IIბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეთბილისიქართული დამწერლობაქვეყნების სიავახტანგ I გორგასალიქუნთრუშაქარტიაფარნავაზ Iდიდგორის ბრძოლაპირველი მსოფლიო ომიცოტნე დადიანივაჟა-ფშაველაიაკობ გოგებაშვილიკანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“უფლისციხემიწისძვრასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეტერენტი გრანელინიკო ფიროსმანიანტარქტიდაზედსართავი სახელიბაგრატ III (საქართველოს მეფე)სულხან-საბა ორბელიანივეფხისტყაოსანისვეტიცხოველიეპითეტიკავკასიაბახტრიონი (პოემა)