აღლაბიდები

აღლაბიდებიარაბთა ერთ-ერთი მმართველი დინასტია 800-909 წლებში. ისლამის პირველივე საუკუნეებიდან ხალიფატისაგან დამოუკიდებლად ჩრდილოეთ აფრიკასა და ესპანეთის სამხრეთით მრავალი დამოუკიდებელი სახელმწიფო იწყებს ჩამოყალიბებას. 800 წელს თანამედროვე ტუნისის ტერიტორიაზე წარმოიშვა აღლაბიდების ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფო. აღლაბიდების დინასტიის დამაარსებელია იბრაჰიმ ალ-აღლაბი (800-812 წწ.). დინასტია იბრძოდა იმ ტომთა წინააღმდეგ, რომლებიც ხარიჯიზმის დროშის ქვეშ იბრძოდნენ და რომელთაც შექმნილი ჰქონდათ თაჰერის იმამათი. აღლაბიდთა სახელმწიფოს კულტურული ცენტრი იყო ქალაქი ქაირუანი. ამ ქალაქის მახლობლად მდებარეობდა მათგანვე აგებული ციხესიმაგრე კასრ-ალ-კადიმი — აღლაბიდების რეზიდენცია. დინასტიამ წარმატებული ბრძოლები ჩაატარა ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში. წარმატებას მიაღწიეს, აგრეთვე, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. განავითარეს მიწათმოქმედება, ხელოსნობა, განავრცეს სანაოსნო და საქარავნო გზები, ტუნისის მთელ სანაპიროზე აიგო ციხესიმაგრეები. აღლაბიდების სახელმწიფომ შიიტთა თავდასხმების შედეგად 909 წელს შეწყვიტა არსებობა.

ქაირუანის დიდი მეჩეთი — აღლაბიდების ეპოქის ძეგლი

ლიტერატურა რედაქტირება

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. I, თბ., 2007

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

🔥 Top keywords: დავით ქაცარავამთავარი გვერდისპეციალური:ძიებარიმა ბერაძეთამარ მეფევეტოდიმიტრი სამხარაძეკვორუმისერგო ორჯონიკიძესაქართველოდავით IV აღმაშენებელიილია ჭავჭავაძესაქართველოს პარლამენტიკატეგორია:ქართული გვარები9 აპრილის ტრაგედიაარასამთავრობო ორგანიზაციაირაკლი კობახიძებიძინა ივანიშვილიინტელექტის კოეფიციენტიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებითბილისისაქართველოს დამოუკიდებლობის დღექართული დამწერლობავაჟა-ფშაველამერაბ კოსტავაერეკლე IIსულხან-საბა ორბელიანიასტრიდ ლინდგრენივახტანგ I გორგასალიმეორე მსოფლიო ომიზვიად გამსახურდიასაქართველოს სახელმწიფო დროშავეფხისტყაოსანიქვეყნების სიააღდგომაევროკავშირისაქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატებისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისაქართველოს კონსტიტუცია