მენეჯმენტი

მენეჯმენტი — ბიზნეს-ორგანიზაციული მოქმედება, საქმიანობა. მარტივი სიტყვებით ის ნიშნავს: მოქმედება, რომ შეკრიბო ხალხი ერთად სასურველი მიზნების შესასრულებლად.

მენეჯმენტის მთავარი ხუთი ფუნქციაა:

  1. დაგეგმვა,
  2. ორგანიზება,
  3. ბრძანება,
  4. კორდინირება,
  5. კონტროლი.

მენეჯმენტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც წარმოებისა და მომსახურების ორგანიზაციის, მეთოდების, ტექნიკის და ტექნოლოგიის, ადამიანური ურთიერთობათა განვითარების კანონზომიერებათა შესახებ ცოდნის სისტემა, რომელიც ოთხი ძირითადი ელემენტისაგან შედგება:

1.მენეჯმენტის თეორიისაგან, რომელიც ავლენს და შეისწავლის მართვის სფეროში მოქმედ კანონებს, კანონზომიერებებს, პრინციპებს, კატეგორიებსა და ცნებებს, ახდენს მათ სისტემატიზაციას

2.მენეჯმენტის მეთოდისაგან, რომელიც შეისწავლის საშემსრულებლო ჯგუფებზე და მის თითოეულ წევრზე ეკონომიკური, სოციალუირ-ფსიქოლოგიური, ადმინისტრაციული ზემოქმედების ხერხებსა და მეთოდებს მათი პრაქტიკული გამოყენებისა გზებს.

3. მენეჯმენტის ორგანიზაციისაგან, რომელიც შეისწავლის მმართველობით ფუნქციებს, ადგენს ურთიერთდაქვემდებარების წესს,მართვის ორგანიზაციულ ფორმებსა და მათი ქვედანაყოპების დებულებებს, თანამედროვე ინსტრუქციებს და ა.შ.

4.მენეჯმენტის ტექნიკისა და ტექნოლოგიისაგან, რომელიც სწავლობს მენეჯმენტის სისტემაში ინფორმაციის მიღების, დამუშავების, მმართველობით გადაწყვეტილებათა გამომუშავების, სისტემური ანალიზის საქმეში შესაბამისი პროგრესული ტექნიკის, მათემატიკური მეთოდების გამოყენების გზებს.


🔥 Top keywords: დიდი პარასკევიმთავარი გვერდიაღდგომასპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიერთიანი ნაციონალური მოძრაობაიესო ქრისტევეტოწმინდა ცეცხლიარასამთავრობო ორგანიზაციაენდროქვეყნების სია9 აპრილის ტრაგედიავალპურგის ღამეტიტუშკებისაქართველომერაბ კოსტავავნების კვირადიდი ხუთშაბათიგამარჯვების დღეილია IIმიხეილ სააკაშვილიბიძინა ივანიშვილიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიქუნთრუშაზვიად გამსახურდიაილია ჭავჭავაძეთამარ მეფედიდი შაბათიუქმე დღეები საქართველოშიმეორე მსოფლიო ომიჭონადავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქალაქები ქვეყნების მიხედვითქრისტეს თორმეტი მოციქულიიუდა ისკარიოტელიქრისტეს ვნებანიევროკავშირიტრისტან სარალიძე