პონციუს პილატე

პილატე პონტოელი (ლათ. Pontius Pilatus) — რომის იმპერიაში შემავალი იუდეის პროვინციის მეხუთე პრეფექტი, იმპერატორ ტიბერიუსის დროს. 26-36 წ.წ. მის შესახებ ცნობებს იძლევიან პირველი საუკუნის მოღვაწეები ტაციტუსი და ფლავიუსი. ისინი მას მოიხსენიებენ როგორც პროკურორს, თუმცა 1961 წელს არქეოლოგების მიერ კესარიაში აღმოჩენილი ფილაზე ის მოიხსენიება როგორც პრეფექტი. ამ თანამდებობაზე დანიშვნა მიანიშნებს, რომ ის რომაელთა ერთ-ერთი პრივილეგირებული ფენის, ეკვიტების წარმომადგენელი იყო.

ფილონ ალექსანდრიელის გადმოცემით პილატე იუდეის მოსახლეობას მასიურად, ყოველგვარი გასამართლების გარეშე , უკანონოდ დევნიდა და სჯიდა, ასევე არ ერიდებოდა მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას.

პილატე პონტოელი ისტორიაში უმთავრესად ცნობილია, როგორც ქრისტეს მსაჯული. იესოს ჯვარცმა სწორედ მისი პრეფექტობის პერიოდს დაემთხვა. თანამდებობიდან გამომდინარე, იუდეაში ადამიანის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მას შეეძლო.

სახარების მიხედვით, პილატეს არ სურდა იესოს სიკვდილით დასჯა. მან მღვდელმთავრებს განუცხადა რომ ვერ ხედავს დანაშაულ მის ქმედებებში. თუმცა ხალხი მტკიცედ მოთხოვდა სინედრიონის გადაწყვეტილების შესრულებას, ქრისტეს ჯვარცმას. პილატე ცდილობდა გადაერწმუნებინა ისინი და შეახსენა რომ პასექის დღესასწაულის გამო მას ისედაც უნდა შეეწყალებინა ერთი დამნაშავე. პასუხად ხალხმა ქრისტეს ნაცვლად ვინმე ბარაბას განთავისუფლება მოითხოვა. საბოლოოდ პრეფექტი დაჰყვა შეკრებილთა ნებას, თუმცა თვითონ აიღო თასი და წყლით ხელები დაიბანა თან განუცხადა მათ: უბრალო ვარ ამ მართალის სისხლისგან, თქვენ იცით. მან ბრძანა იესოს გაშოლტვა, შემდეგ კი - გადასცა ხალხს, ჯვარზე გასაკვრელად.

პილატე პონტოელი 36 წელს სამარიტანელთა დარბევის შემდეგ რომში გაიწვიეს. ამის შემდეგ მასზე რაიმე სარწმუნო ისტორიული ცნობები აღარ მოიპოვება. მიუხედავად ამისა არსებობს უამრავი ლეგენდა, რომელიც მის შემდგომ ცხოვრებას უკავშირდება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღემარო მაყაშვილინინოობაკატეგორია:ქართული გვარებისკორპიონსისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეილია ჭავჭავაძეელისო ბოლქვაძედავით IV აღმაშენებელისაქართველომეორე მსოფლიო ომიწმინდა ნინოქვეყნების სიათამარ მეფევახტანგ I გორგასალიკანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ქუნთრუშაუფლისციხეჩუტყვავილა1 ივნისიქართული დამწერლობათბილისიერეკლე IIსეტყვადიდგორის ბრძოლატრისტან სარალიძეკლაუს მაინეპირველი მსოფლიო ომისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირივეფხისტყაოსანიიოსებ სტალინისაქართველოს გეოგრაფიაჩერნობილის კატასტროფავაჟა-ფშაველაკარლეს პუჩდემონიმსოფლიოს შვიდი საოცრება31 მაისი