მგელციხე

მგელციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების საქართველოში, ისტორიულ ჯავახეთში, ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე (თურქული წყაროებით ქურთ-კალე), მდინარე მტკვრის პირას, საქართველო-თურქეთის საზღვრის მახლობლად. აგებული უნდა იყოს IX-X საუკუნეებში. მგელციხე მნიშვნელოვანი სიმაგრე იყო: კონტროლს უწევდა სამხრეთიდან საქართველოში მომავალ მაგისტრალურ გზას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში მგელციხე სამცხის ათაგბაგებს ეკუთვნოდა და მათი საყრდენი პუნქტი იყო აჯანყებული ფეოდალების წინააღმდეგ. 1578 წ. 7 აგვისტოს 2-დღიანი ბრძოლის შემდეგ აიღეს ოსმალებმა. XX საუკუნის დასაწყისში მგელციხე დაათვალიერა და აღწერა (რამდენიმე კოშკი, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობანი და ეკლესია) ექვთიმე თაყაიშვილმა. ეკლესია მოხატული იყო. შემორჩენილია მცირე ფრაგმენტები. ციხის მახლობლად, მტკვრისპირა ფერდობზე, არის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ტატიშვილი თ., ქსე, ტ. 6, გვ. 527, თბ., 1983
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებამოციქულთასწორი ელენედავით IV აღმაშენებელისაქართველოკატეგორია:ქართული გვარებიილია ჭავჭავაძეთამარ მეფემეორე მსოფლიო ომინონა გაფრინდაშვილიერეკლე IIბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეთბილისიქართული დამწერლობაქვეყნების სიავახტანგ I გორგასალიქუნთრუშაქარტიაფარნავაზ Iდიდგორის ბრძოლაპირველი მსოფლიო ომიცოტნე დადიანივაჟა-ფშაველაიაკობ გოგებაშვილიკანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“უფლისციხემიწისძვრასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეტერენტი გრანელინიკო ფიროსმანიანტარქტიდაზედსართავი სახელიბაგრატ III (საქართველოს მეფე)სულხან-საბა ორბელიანივეფხისტყაოსანისვეტიცხოველიეპითეტიკავკასიაბახტრიონი (პოემა)