ხვიჩა კვარაცხელია

ქართველი ფეხბურთელი

ხვიჩა კვარაცხელია (დ. 12 თებერვალი, 2001, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველი.[1][2][3]

ხვიჩა კვარაცხელია
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
12 თებერვალი, 2001 (2001-02-12) (23 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე183 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ნაპოლი
ნომერი77
ახალგაზრდული კარიერა
2012–2017დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2017–2018დინამო თბილისი4(1)
2018–2019რუსთავი18(3)
2019  ლოკომოტივი მ.7(1)
2019–2022რუბინი69(9)
2022დინამო ბათუმი11(8)
2022–ნაპოლი62(22)
ეროვნული ნაკრები
2016–2018საქართველო 17-წ.21(15)
2017–2019საქართველო 19-წ.7(3)
2019საქართველო 21-წ.2(1)
2019–საქართველო29(15)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 7 აპრილი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 მარტი, 2024

საკლუბო კარიერა რედაქტირება

კვარაცხელია 2019 წელს

ადრეული კარიერა რედაქტირება

ფეხბურთის თამაში 6 წლის ასაკში, თბილისის საფეხბურთო აკადემიის „ოლიმპიკის“ ბავშვთა გუნდში დაიწყო,[კომ. 1] სადაც მისი მწვრთნელები იყვნენ გიგლა და დათო იმნაძეები. შემდეგ თამაშობდა „ავაზაში“, სადაც მისი მწვრთნელი ანზორ ზუკაკიშვილი იყო. 2013 წლიდან კი თბილისის „დინამოს“ აკადემიის ბავშვთა და შემდეგ ახალგაზრდულ გუნდებში, სადაც მისი მწვრთნელები იყვნენ სულიკო დავითაშვილი, ლადო კაკაშვილი და სხვა სპეციალისტები.[4]

პროფესიონალური კარიერა 2017 წელს თბილისის „დინამოში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე წლის 29 სექტემბერს ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და „კოლხეთი-1913“ დაუპირისპირდნენ, ეროსი მანჯგალაძის სტადიონზე გაიმართა და ფრედ 1–1 დამთავრდა.[5][6] ხვიჩა მოედანზე 18 ნომრით შემოვიდა, როდესაც შეხვედრის 62-ე წუთზე აკაკი შულაია შეცვალა და თავის ანგარიშზე საგოლე გადაცემაც მიითვალა — 83-ე წუთზე მისი პასით ბექა ქავთარაძემ ანგარიში გაათანაბრა და „დინამო“ დამარცხებისგან იხსნა.[7]

ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონში დინამოელთა ძირითად შემადგენლობაში ხვიჩამ სულ ოთხჯერ ითამაშა, ოთხივეჯერ შეცვლაზე შემოვიდა და ერთი გოლი შეაგდო.[8][9][10]

თავის სადებიუტო სეზონში მოედანზე საერთო ჯამში 95 წუთი გაატარა. მისი მონაწილეობით გამართული ოთხი შეხვედრიდან თბილისელებმა ორი მოიგეს და ორიც ფრედ დაამთავრეს. მომდევნო წელს „რუსთავში“ გადავიდა, რომლის მაისურითაც 18 შეხვედრა ჩაატარა და სამი ბურთი გაიტანა.

მოსკოვის „ლოკომოტივი“ რედაქტირება

2019 წლის 15 თებერვალს, კვარაცხელია იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა.[11] მისი დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში 2019 წლის 10 მარტს, მაჰაჩყალის „ანჟის“ წინააღმდეგ შედგა, როდესაც შეხვედრის 86-ე წუთზე ჯეფერსონ ფარფანი შეცვალა.[12]

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო გოლი იმავე წლის 10 მაისს გაიტანა. მოსკოვის „ლოკომოტივმა“ შინ ყაზანის „რუბინი“ მიიღო და ანგარიშით 4–0 დაამარცხა. კვარაცხელია მოედანზე 78-ე წუთზე ალექსეი მირანჩუკის ნაცვლად გამოჩნდა, გოლი კი მისი ძმის, ანტონ მირანჩუკის გადაცემით გაიტანა. მეკარესთან პირისპირ გასულმა ქართველმა თავდამსხმელმა „რუბინის“ მეკარეს ბურთი ფეხებში გაუძვრინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.[13][14]

2019 წლის 1 ივლისს, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ კვარაცხელიას „ლოკომოტივის“ დატოვება მოუწია.[15] კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იმედგაცრუებული იყო ხვიჩას გუნდიდან წასვლის და „რუსთავისგან“ არგამოსყიდვის გამო.[16]

ყაზანის „რუბინი“ რედაქტირება

2019 წლის 6 ივლისს, კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[17] 2019 წლის 15 ივლისს, მან ყოფილ კლუბს, მოსკოვის „ლოკომოტივს“ გაუტანა, ხოლო მომდევნო გოლი „რუბინის“ მაისურით, 2019 წლის 30 ნოემბერს, გროზნოს „ახმატის“ კარში შეაგდო. 2020 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქული „გალათასარაი“ მზად იყო მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

კვარაცხელია 2020 წლის აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში გულშემატკივრებმა ზედიზედ სამჯერ დაასახელეს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად.[18] 2020 წელს საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2021 წლის აპრილში კვლავ დაასახელეს გუნდის თვის საუკეთესო ფეხბურთელად.

2021 წლის დასაწყისში L'Equipe-მა გამოაქვეყნა XXI საუკუნეში დაბადებული 50 საუკეთესო ფეხბურთელის სია, რომელშიც ხვიჩა რუსეთის პრემიერ ლიგის ერთადერთი წარმომადგენელი იყო.[19]

ბათუმის „დინამო“ რედაქტირება

2022 წლის 7 მარტს ფიფამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსეთში მყოფ ლეგიონერებს შეეძლოთ ცალმხრივად გაეწყვიტათ კონტრაქტები და უფლება ეძლეოდათ რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულ კლუბებს 2022 წლის 30 ივნისამდე შეერთებოდნენ.[20] 2022 წლის 24 მარტს ყაზანის „რუბინის“ პრეს-სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვარაცხელიამ და კლუბმა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტილება მიიღეს მათ შორის არსებული კონტრაქტის შეჩერების შესახებ.[21] ამავე დღეს ის ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა.

კვარაცხელიამ ბათუმის „დინამოს“ მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ამასთან ერთად, ივნისის ბოლოს ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.[22]

„ნაპოლი“ რედაქტირება

2022 წლის 1 ივლისს ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდა, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ კი 10–12 მილიონი ევრო შეადგინა.[23] მისი დებიუტი სერია A-ში 15 აგვისტოს, პირველივე ტურის გასვლით შეხვედრაში, ვერონას „სტადიო მარკანტონიო ბენტეგოდიზე“ „ელას ვერონას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებმა პირველი ბურთი საკუთარ კარში მიიღეს, შეხვედრის დარჩენილი პერიოდი აღმავლობით ჩაატარეს და მასპინძლებს დიდი ანგარიშით (5–2) მოუგეს.[24] 21 აგვისტოს „მონცასთან“ მატჩში კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, ხოლო ნაპოლიმ „მონცა“ ანგარიშით 4–0 დაამარცხა.[25]

მატჩის საუკეთესო მოთამაშე

3 სექტემბერს კვარაცხელიამ გამარჯვების გოლი გაუტანა „ლაციოს“ (2–1). 4 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით იგი სერია A-ს ბომბარდირთა სათავეში მოექცა. შედეგად, კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[26][კომ. 2]

სერია A-ს მე-7 ტურში „ნაპოლი“ „სან სიროზე“ მოქმედ ჩემპიონს „მილანს“ დაუპირისპირდა და 2–1 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ როდესაც ანგარიში იყო 0–0, ხვიჩამ „ნაპოლის“ სასარგებლოდ პენალტი მოიპოვა, რომელიც მატეო პოლიტანომ უშეცდომოდ შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. „მილანთან“ გამარჯვების შემდეგ სპალეტის გუნდი 17 ქულით „ატალანტასთან“ ერთად სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე პირველად 7 სექტემბერს „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამოვიდა მოედანზე. შეხვედრა ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მას 51 793 მაყურებელი დაესწრო. მასპინძლებმა იურგენ კლოპის გუნდი ანგარიშით 4–1 დაამარცხეს. ხვიჩა კვარაცხელიამ კი ერთი საგოლე პასი მიითვალა თავის აქტივში, როდესაც ორი ლივერპულელი მისთვის ჩვეულ სტილში ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიცილა და მეტოქის კარის გასწვრივ ჩააწოდა, სადაც დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ჯოვანი სიმეონემ მისი გადაცემა გოლად გარდასახა.[27]

4 ოქტომბერს „ნაპოლის“ მაისურით მან თავისი პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ეს მოხდა ამსტერდამის „აიაქსთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში, რომელიც ნეაპოლელებმა დიდი ანგარიშით 6–1 მოიგეს.[28] თავისი მეორე გოლი ამავე ტურნირზე 12 ოქტომბერს კვლავ „აიაქსის“ კარში, ამჯერად ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გამართულ მატჩში, თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. შეხვედრა კვლავ ნეაპოლელთა გამარჯვებით 4–2 დამთავრდა.[29] მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო კი ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა.[30][31][32][33] ამ გამარჯვების შემდეგ ნეაპოლელებმა ტურნირის მერვედფინალის საგზური ოფიციალურად გაიფორმეს.[34]

სერია A-ს მე-10 ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ „ბოლონიას“ წინააღმდეგ მორიგი შეხვედრა ჩაატარა, რომელიც „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და ნეაპოლელთა გამარჯვებით 3–2 დასრულდა.[35][36] კვარაცხელიამ 69-ე წუთზე კონტრშეტევაზე შესანიშნავად ითამაშა — საუცხოო პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა ვიქტორ ოსიმენი, რომელმაც მისი საგოლე გადაცემა გოლად გარდასახა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.[37] შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა იტალიური და ევროპული გამოცემების მაღალი შეფასება დაიმსახურა.[38][39]

ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა 23 ოქტომბერს, რომში, სერია A-ს მე-11 ტურის პრინციპულ შეხვედრაში ჟოზე მოურინიოს „რომას“ წინააღმდეგ. მატჩი, რომელიც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად მოიაზრებოდა და რომელიც სტუმრებმა ვიქტორ ოსიმენის გოლით 1–0 მოიგეს,[40][41] La Gazzetta dello Sport-მა სპალეტის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებად შეაფასა.[42] „რომასთან“, „სტადიო ოლიმპიკოზე“ შეკრებილი მაყურებლის თვალწინ მიღწეული გამარჯვებით „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში წაუგებელი სვლა განაგრძო და 29 ქულით გათამაშების ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.[43] ეს იყო ნეაპოლელთა მიერ მოპოვებული ზედიზედ მე-11 გამარჯვება ყველა ტურნირის ჩათვლით.[44] აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ასეთი შთამბეჭდავი მაჩვენებელი „ნაპოლის“ 1986 წლის შემდეგ არ ჰქონია.[45][კომ. 3][კომ. 4]

29 ოქტომბერს, სერია A-ს მე-12 ტურის საშინაო მატჩში „სასუოლოს“ წინააღმდეგ, რომელიც მასპინძლებმა 4–0 მოიგეს, ხვიჩა კვარაცხელიამ ორი საგოლე გადაცემით ჯერ ვიქტორ ოსიმენს შეასრულებინა დუბლი, ხოლო შემდეგ მარიო რუის საგოლე გადაცემა თავად გარდასახა გოლად.[46][47] ეს იყო ნეაპოლელთა მიერ მოპოვებული ზედიზედ მე-13 გამარჯვება ყველა ტურნირის ჩათვლით, რაც სარეკორდო მაჩვენებელია კლუბის ისტორიაში.[კომ. 5]

2023 წლის 13 იანვარს, სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გათამაშების ლიდერმა „ნაპოლიმ“ შინ, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი „იუვენტუსი“ მიიღო, დიდი ანგარიშით 5–1 დაამარცხა და მათ შორის სხვაობა ათ ქულამდე გაზარდა.[48] ხვიჩა კვარაცხელიამ მასპინძელთა მიერ გატანილი ხუთი გოლიდან ოთხში მიიღო მონაწილეობა. პირველი ბურთი სტუმართა კარში კვარაცხელიას ეფექტური დარტყმის შემდეგ, რომელიც ტურინელთა მეკარე შჩესნიმ მოიგერია, ოსიმენმა დასწრებაზე თამაშის დროს თავით გაიტანა. მეორე ბურთი ოსიმენის პასით თავად ხვიჩამ შეაგდო. მესამედ „იუვენტუსის“ კარი ხვიჩას მოწოდებული კუთხურის შემდეგ ნეაპოლელთა მცველმა ამირ რაჰმანიმ აიღო, ხოლო მეოთხე გოლი კვლავ ხვიჩას საგოლე გადაცემის შემდეგ ისევ ვიქტორ ოსიმენის ზუსტი თავური დარტყმის შედეგად გავიდა.[49][50] კვარაცხელიამ შეხვედრის დასრულებისას ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.[51]

მატჩის საუკეთესო მოთამაშე.[52]

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ დასახელდა (პირველად აგვისტოში). თებერვალში, „ნაპოლიმ“ სერია A-ში 4 მატჩი გამართა და ოთხივე მოიგო. კვარაცხელიამ 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან „სპეციას“, „კრემონეზესა“ და „სასუოლოს“ კარი აიღო, საგოლე პასი კი „სპეციასთან“ შეასრულა.

„ნაპოლიმ“ სერია A-ს 33-ე ტურის შეხვედრა „უდინეზესთან“ სტუმრად, უდინეს „დაჩია არენაზე“ 4 მაისს გამართა. ნეაპოლელებს ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად ამ შეხვედრაში ერთი ქულა სჭირდებოდათ. მატჩი ფრედ 1–1 დასრულდა. ნეაპოლელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა. „ნაპოლი“ სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა. ეს კლუბის ისტორიაში მესამე საჩემპიონო ტიტულია. მას შემდეგ, რაც კლუბმა დიეგო მარადონას თავკაცობით 1987 და 1990 წლებში სკუდეტო ორჯერ მოიგო, ნეაპოლელებისთვის ეს პირველი დიდი მიღწევაა 33 წლის შემდეგ.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 34 შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა 12 გოლი, 10 საგოლე პასი და 4 გამომუშავებული პენალტი.[53] ხოლო საერთო ჯამში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში — 14 გოლი, 14 საგოლე გადაცემა და 5 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში, უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე კი 9 მატჩში — 2 გოლი, 4 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი.[54][55][56]

2023 წლის 2 ივნისს ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სერია A-ს აღმასრულებელი დირექტორის ლუიჯი დე სიერვოს შეფასებით ხვიჩა კვარაცხელიას გავლენა ლიგაზე შთამბეჭდავი იყო. მან მიულოცა „ნაპოლის“ ამ ნიჭიერი ფეხბურთელის იტალიაში ჩამოყვანა, რომელმაც პიროვნულ თვისებებთან ერთად პირველივე მატჩებიდან აჩვენა თავისი ტექნიკური შესაძლებლობები, შემოქმედებითობა, დრიბლინგი და 12 გატანილი გოლით და 10 საგოლე გადაცემით იქცა კლუბის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ, რომელმაც საბოლოოდ გუნდს სკუდეტო მოაგებინა და ამით ფეხბურთის ბევრი გულშემატკივრისა და ლამაზი ფეხბურთის მოყვარულის ოცნება აასრულა.[57]

2023 წლის 27 სექტემბერს, კვარაცხელიამ „უდინეზეს“ გაუტანა (4–1), რითაც დასრულდა მისი ექვსთვიანი უგოლო სერია. ამავე მატჩში მან საგოლე გადაცემა შეასრულა და პენალტიც მოიპოვა.[58] 21 ოქტომბერს ასევე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, როდესაც „ნაპოლიმ“ „ვერონა“ გასვლაზე (3–1) დაამარცხა —კვარაცხელიამ ამ მატჩში დუბლი შეასრულა.[59]

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

2016 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2019 წლის 7 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. კვარაცხელიამ შეხვედრა, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.[60] ეს იყო ერთადერთი შეხვედრა რომელიც კვარაცხელიამ 2019 წელს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა.

თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 2020 წლის 14 ოქტომბერს გაიტანა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა. სულ 2020 წელს კვარაცხელიამ ეროვნული ნაკრების მაისურით ოთხ შეხვედრაში ითამაშა.

2021 წელს კვარაცხელიამ ნაკრებში 7 შეხვედრა ჩაატარა, აქედან ერთი ამხანაგური უზბეკეთის ნაკრებთან, ხოლო 6 მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ციკლიდან, რომლის ფარგლებშიც 4 გოლი შეაგდო. პირველად 2021 წლის 28 მარტს მან ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გაუტანა, 31 მარტს კი საბერძნეთის ნაკრების კარი აიღო, ხოლო 11 ნოემბერს შვედეთის ეროვნულ ნაკრებს დუბლი შეუსრულა.

მომდევნო 2022 წელს, წინა წლის მსგავსად, კვლავ შვიდ სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათგან მხოლოდ ერთი იყო ამხანაგური — ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან, ხოლო დანარჩენ მატჩებში ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა მას უეფას ერთა ლიგაზე მოუწია. ივნისის სანაკრებო პაუზის დროს, ხვიჩა კვარაცხელიამ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და ორი პენალტი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების შემტევი კი ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა სტატისტიკურმა კომპანია Sofascore-მა უეფას ერთა ლიგის 2022–23 წლების სეზონის საწყისი 4 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.[61][62]

საერთო ჯამში, უეფას ერთა ლიგის ფარგლებში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში მან ხუთჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება. აქედან ორ-ორჯერ გიბრალტარსა და ჩრდილოეთ მაკედონიას გაუტანა და ერთიც ბულგარეთს. აღსანიშნავია, რომ ამ 6 მატჩიდან საქართველოს ნაკრებმა 5 მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთი შეხვედრა დაასრულა ფრედ.

2022 წლის 23 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბოლოსწინა ტურში თბილისის „დინამო არენაზე“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში, ჯგუფში პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდა და B დივიზიონის საგზურიც მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიამ C4 ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან პირველი გოლის გატანაზე პირდაპირი გავლენა მოახდინა, ხოლო მეორე კი ბუდუ ზივზივაძის შესანიშნავი გადაცემით თავად გაიტანა. ამასთან ერთად, 21 წლის ქართველი შემტევი ტურნირის ოთხივე დივიზიონში ჩატარებული 5 ტურის შემდეგ საერთაშორისო ანალიტიკურ ინტერნეტ-პორტალ „სოფასქორის“ რეიტინგით ტურნირის საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულში დასახელდა.[63][64]

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით მიღწეულ ამ წარმატებაში ფეხბურთის სპეციალისტთა საყოველთაო შეფასებით, თანაგუნდელებთან ერთად — კვარაცხელიამ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.[65]

საკლუბო სტატისტიკა რედაქტირება

განახლდა: 16 დეკემბერი, 2023
მატჩები და გოლები კლუბის, სეზონისა და შეჯიბრის მიხედვით
კლუბისეზონილიგათასიკონტინენტურისხვაჯამში
დივიზიონიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლი
დინამო
თბილისი
2017ეროვნული ლიგა411051
სულ4110000051
რუსთავი2018ეროვნული ლიგა18300183
სულ183000000183
ლოკომოტივი
მოსკოვი
2018–19რპლ7130101
სულ71300000101
რუბინი ყაზანი2019–20რუსეთის
პრემიერლიგა
27310283
2020–2123400234
2021–22192102[ა]0222
სულ699202000739
დინამო ბათუმი2022ეროვნული ლიგა118118
სულ118000000118
ნაპოლი2022–23სერია A3412009[ბ]24314
2023–24155006[გ]000215
სულ491700152006419
სულ ჯამში15839601720018141

სანაკრებო სტატისტიკა რედაქტირება

განახლდა: 26 მარტი, 2024
ეროვნული ნაკრებიწელიმატჩიგოლი

საქართველო
201910
202041
202174
202275
202395
202410
ჯამში2915

სანაკრებო მატჩები და გოლები რედაქტირება

თარიღიშეხვედრის ადგილიმასპინძელიანგ.სტუმარიშეჯიბრებაგოლებიშენიშვნაწყარო
107.06.2019თბილისისაქართველო  3–0  გიბრალტარიევრ. შეს. 47'[66]
205.09.2020ტალინიესტონეთი  0–1  საქართველოერთა ლიგა 92'[67]
308.09.2020თბილისისაქართველო  1–1  ჩრდ. მაკედონიაერთა ლიგა[68]
408.10.2020თბილისისაქართველო  1–0  ბელარუსიევრ. შეს. 89'[69]
514.10.2020სკოპიეჩრდ. მაკედონია  1–1  საქართველოერთა ლიგა  74' 70'[70]
625.03.2021სოლნაშვედეთი  1–0  საქართველომსოფ. შეს. 46'[71]
728.03.2021თბილისისაქართველო  1–2  ესპანეთიმსოფ. შეს.  43' 79'[72]
831.03.2021სალონიკისაბერძნეთი  1–1  საქართველომსოფ. შეს.  78'[73]
909.10.2021ბათუმისაქართველო  0–2  საბერძნეთიმსოფ. შეს.[74]
1012.10.2021პრიშტინაკოსოვო  1–2  საქართველომსოფ. შეს. 72'[75]
1111.11.2021ბათუმისაქართველო  2–0  შვედეთიმსოფ. შეს.  61'77' 80'[76]
1215.11.2021გორისაქართველო  1–0  უზბეკეთიამხანაგური 61'[77]
1325.03.2022ზენიცაბოსნია და ჰერცეგოვინა  0–1  საქართველოამხანაგური 75'[78]
1402.06.2022თბილისისაქართველო  4–0  გიბრალტარიერთა ლიგა  12' 63'[79][80]
1505.06.2022რაზგრადიბულგარეთი  2–5  საქართველოერთა ლიგა  58' (პენ.) 67'[81][82]
1609.06.2022სკოპიეჩრდ. მაკედონია  0–3  საქართველოერთა ლიგა  62' 83'[83][84]
1712.06.2022თბილისისაქართველო  0–0  ბულგარეთიერთა ლიგა[85]
1823.09.2022თბილისისაქართველო  2–0  ჩრდ. მაკედონიაერთა ლიგა  64'[86]
1926.09.2022გიბრალტარიგიბრალტარი  1–2  საქართველოერთა ლიგა  19' (პენ.) 72'[87]
2028.03.2023ბათუმისაქართველო  1–1  ნორვეგიაევრ. შეს.[88]
2117.06.2023ლარნაკაკვიპროსი  1–2  საქართველოევრ. შეს.[89]
2220.06.2023გლაზგოშოტლანდია  2–0  საქართველოევრ. შეს.[90]
2308.09.2023თბილისისაქართველო  1–7  ესპანეთიევრ. შეს.[91]
2412.09.2023ოსლონორვეგია  2–1  საქართველოევრ. შეს.[92]
2512.10.2023თბილისისაქართველო  8–0  ტაილანდიამხანაგური  66' 58'[93]
2615.10.2023თბილისისაქართველო  4–0  კვიპროსიევრ. შეს.  58' 85'[94]
2716.11.2023თბილისისაქართველო  2–2  შოტლანდიაევრ. შეს.  15'57'[95]
2819.11.2023ვალიადოლიდიესპანეთი  3–1  საქართველოევრ. შეს.  10'[96]
2926.03.2024თბილისისაქართველო  0–0  საბერძნეთიევრ. შეს. 109'[ა][97]
  1. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4–2 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება პირველად მოიპოვა.

ოჯახი რედაქტირება

ხვიჩა კვარაცხელია თბილისის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელის, ბადრი კვარაცხელიას ვაჟია. თბილისის „დინამოს“ გარდა ბადრი კვარაცხელია ასევე თამაშობდა სხვადასხვა ქართულ და აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბებში. მის მიღწევებს შორის აღსანიშნავია 1993 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში მოპოვებული საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ამას გარდა ოთხჯერ მოიპოვა აზერბაიჯანის ჩემპიონობა და ერთხელ აზერბაიჯანის თასი. 2000 წელს ბადრი კვარაცხელია აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ამავე წელს 3 მატჩი ჩაატარა აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებში.[98] სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთის მწვრთნელად განაგრძო მუშაობა, რა დროსაც სათავეში ედგა სხვადასხვა ქართულ და აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბებს, მათ შორის „გურიას“, „სამტრედიას“, „რუსთავს“, „გაბალას“ და სხვ.[99][100][101]

2023 წლის 16 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში ჯვარი დაიწერეს.[102][103][104]

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

ლოკომოტივი მოსკოვი
ნაპოლი

ინდივიდუალური რედაქტირება

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

2022 წლის 3 ნოემბერს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის The Sun-ის მიერ შედგენილ ტურნირზე გარღვევის მომხდენ ფეხბურთელეთა სიმბოლურ ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.[123][124]

2022 წლის 18 ნოემბერს, ბრიტანულმა ჟურნალმა FourFourTwo-მ ხვიჩა კვარაცხელია 2022 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 37-ე ადგილზე დაასახელა.[125]

ლეგენდარულმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ კომენტარი გააკეთა სერიას A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელიას დასახელებასთან დაკავშირებით: „ვეთანხმები არჩევანს! ხვიჩა კვარაცხელია სრულიად დამსახურებულად გახდა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი“, — უთხრა კაპელომ Championat.com-ს.[126]

კვარაცხელიამ MVP-ის ტიტული ასევე მოიპოვა თამაშის დროს საუკეთესო ვარიანტების არჩევის უნარით (94.8%), შეტევაში აგრესიულობით (95.3%) და ტექნიკური ეფექტურობით (94.8%). MVP ნომინანტები და გამარჯვებულები, ფაქტობრივად, ზუსტი პარამეტრების საფუძველზე შეირჩა, როგორიცაა Stats Perform-ის (სტატისტიკურ-ანალიტიკური პროგრამა) ანალიზი, რომელიც დაფიქსირებულია Hawk-Eye სისტემის თვალთვალის მონაცემებიდან.[127]

2023 წლის 19 ნოემბერს, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში გატანილი გოლით ხვიჩა კვარაცხელია პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ზედიზედ 4 მატჩში შეძლო მეტოქეთა კარის აღება.

2022–23 წლების სეზონის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად სპორტული მედიის წარმომადგენლებმა ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს. გამოკითხვაში მონაწილე 85-დან 84-მა სპორტულმა ჟურნალისტმა იგი პირველ პოზიციაზე დაასახელა, საერთო ჯამში კი 254 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ გიორგი მიქაუტაძეს 124 ქულით გაუსწრო. რაც შეეხება მესამეადგილოსანს, ის გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც 99 ქულა დააგროვა.

ხვიჩა კვარაცხელიას მიერ 2022–23 წლების სეზონის სერია A-ს 26-ე ტურში, 11 მარტს „ატალანტას“ კარში გატანილი ბურთი იტალიის სერია A-ში 2023 წლის საუკეთესო გოლად აღიარეს. კვარაცხელიას ჯილდო იტალიის წლის ტრადიციულ საფეხბურთო დაჯილდოებაზე გადასცეს, რომელიც მილანში გაიმართა.[128]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სოციალური ქსელები
Facebook · Instagram
თემატური საიტები
AFS · AS.com · BDFA · BDFutbol · ESPNFC.com · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · Football Italia · Footballnews.ge · Kicker.de · L’Équipe · National Football Teams.com · Soccerbase · Soccerway · Sofascore · Sportbox.ru · Sportline.ge · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net
მედია
1tv.ge · CalcioMercato.com · Crystalsport.ge · Daily Mail · Eurosport · ilNapolista · informazione.it · Live.ge · Lelo.ge · talkSPORT · The New York Times · The Sun · TuttoNapoli.net · Sport Express · Virgilio Sport
ვიდეო
Geo Team · Khvicha Kvaratskhelia Official · MShow

კომენტარები რედაქტირება

  1. საფეხბურთო აკადემია „ოლიმპიკის“ დამფუძნებელია თბილისის „დინამოს“ ყოფილი მეკარე კარლო მჭედლიძე.
  2. კვარაცხელიამ სერია A-ს თვის ფეხბურთელის ნომინანტებს შორის ყველაზე მეტი ხმა დააგროვა, გაასწრო ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან — პაულო დიბალა („რომა“), ტიონ კოპმეინერსი („ატალანტა“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“), დუშან ვლახოვიჩი („იუვენტუსი“) და სერია A-ს აგვისტოს თვის ფეხბურთელისათვის დაწესებული ჯილდო მიიღო.
  3. Salvatore Malfitano. Spalletti: "Tante trappole, l'abbiamo interpretata benissimo. Mou? Non rispondo" ციტატა: „Si tratta dell’undicesima vittoria di fila in tutte le competizioni, come non accadeva dal 1986 quando però la striscia si era sviluppata su due stagioni diverse.“ // La Gazzetta dello Sport, 23 Ottobre 2022.
  4. Roma - Napoli: 0-1 - Serie A 2022/2023. Risultato finale e commento alla partita ციტატა: „Il Napoli ha vinto tutte le ultime 10 partite tra Serie A e Champions League, solo una volta i partenopei hanno ottenuto 11 successi di fila nella loro storia in tutte le competizioni dal 1929/30: tra aprile e settembre 1986 con Ottavio Bianchi in panchina.“ // Virgilio Sport, 23 Ottobre 2022.
  5. ამ თამაშამდე სამი დღით ადრე, 26 ოქტომბერს, ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გლაზგოს „რეინჯერსი“ 3–0 დაამარცხეს.

სქოლიო რედაქტირება

  1. „Ho scelto Napoli subito, sono in un grande Club e in una città fantastica“
  2. „Kvaradona“ has Napoli fans daring to dream after summer of discontent
  3. Khvicha Kvaratskhelia / espn.com
  4. Футбольная династия Кварацхелия
  5. Kolkheti Poti 1–1 Dinamo Tbilisi / E-Liga 29.09.2017 // soccerway
  6. კოლხეთი 1913 1–1 დინამო თბ. / 29 სექ. 2017 // ეროვნული ლიგა
  7. მიმოხილვა | კოლხეთი 1913 - დინამო თბ 1:1 / ეროვნული ლიგა
  8. Shukura 0–1 Dinamo Tbilisi / E-Liga 18.11.2017 // soccerway
  9. შუქურა 0–1 დინამო თბ. / 18 ნოე. 2017 // ეროვნული ლიგა
  10. მიმოხილვა | შუქურა - დინამო თბ 0:1 / ეროვნული ლიგა
  11. Хвича Кварацхелия – в "Локомотиве" // fclm.ru
  12. Anzhi v Lokomotiv game report // premierliga.ru
  13. ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო ბურთი გაიტანა
  14. Lokomotiv Moscow 4–0 Rubin Kazan / Premier League // soccerway
  15. Кварацхелия покинул "Локомотив" // fclm.ru
  16. Сёмин: из-за ухода Кварацхелии из "Локомотива" у меня потекли слёзы
  17. Хвича Кварацхелия стал игроком «Рубина» // rubin-kazan.ru
  18. ზედიზედ მესამედ აღიარეს „რუბინის“ საუკეთესო ფეხბურთელად
  19. Кварацхелия вошел в топ-50 молодых игроков в мире // Sport Express
  20. FIFA adopts temporary employment and registration rules // fifa.com
  21. Кварацхелия и "Рубин" договорились о приостановке контракта // sportmk.ru
  22. ელიგის მეორე წრეში საუკეთესო კვარაცხელიაა // 1tv.ge
  23. Khvicha Kavaratskhelia hits New Record with his Transfer to Napoli
  24. Kvaratskhelia show all'esordio, gol e assist per il georgiano // eurosport.it
  25. È Kvaratskhelia show: doppietta da applausi. E il Napoli travolge 4-0 il Monza
  26. Kvaratskhelia voted Serie A Player of the Month // Football Italia
  27. Napoli 4–1 Liverpool / 2022–23 UEFA Champions League // uefa.com
  28. Ajax 1–6 Napoli / 2022–23 UEFA Champions League // uefa.com
  29. Napoli 4–2 Ajax / 2022–23 UEFA Champions League // uefa.com
  30. Every UEFA Champions League Player of the Match // uefa.com
  31. Khvicha Kvaratskhelia with his award after Napoli's defeat of Ajax // uefa.com
  32. კვარაცხელია „ნაპოლი“-„აიაქსის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშეა
  33. „არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაარტყამს პენალტს“ — „აიაქსთან“ მატჩის შემდეგ
  34. «Наполи» вышел в плей-офф футбольной Лиги чемпионов // sportmail.ru
  35. Serie A - Napoli, Spalletti: "Oggi è bellissimo essere l'allenatore del Napoli"
  36. Spalletti: "Grande mentalità e i gol dei titolari del secondo tempo: bene così"
  37. კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ისევ მოაგებინა — გუნდმა ლიდერობა შეინარჩუნა
  38. კვარაცხელია რენესანსის ფრესკების მსგავს საგოლეებს ხატავს
  39. "Kvaratskhelia è molto più forte dell'ultimo Insigne, è proprio un'altra cosa!"
  40. Roma 0–1 Napoli / Serie A 2022-2023. Stadio Olimpico / 23.10.2022 // eurosport.it
  41. Roma-Napoli 0-1 | Osimhen stuns Roma with a belter: Goals & Highlights
  42. Vittoria importantissima per la squadra di Spalletti // gazzetta.it
  43. Serie A classifiche // eurosport.it
  44. Napoli beat Roma to make it 11 consecutive wins in all competitions // bbc.com
  45. Spalletti: "Tante trappole, l'abbiamo interpretata benissimo. Mou? Non rispondo"
  46. Pagelle Napoli-Sassuolo: Kvaratskhelia game over, Osimhen tris storico!
  47. გოლი და ორი საგოლე გადაცემა „სასუოლოსთან“ „სტადიო მარადონაზე“
  48. Napoli humiliate Juventus 5-1 to extend Serie A lead
  49. Napoli-Juventus 5-1 | Absolute scenes in Naples! Serie A 2022/23
  50. Napoli crushes 2nd-placed Juventus 5-1 to go 10 points clear
  51. Napoli - Juventus 5-1. Spectacol total în derby
  52. Khvicha Kvaratskhelia has been named Player of the Match.
  53. Serie A / Goleadores / Asistencias // promiedos.com
  54. Khvicha Kvaratskhelia Key stats // uefa.com
  55. რას წერს იტალიური მედია კვარაცხელიაზე // europop.ge
  56. სმოროდსკაია ხვიჩაზე: შოკში ვარ, როგორ გაუშვეს გუნდიდან // crystalsport.ge
  57. 57.0 57.1 Khvicha Kvaratskhelia is the MVP - Best Overall of the Serie A 2022/2023
  58. ხვიჩა კვარაცხელია ფერწერას უბრუნდება
  59. კვარაცხელიამ „ვერონასთან“ დუბლით გაიბრწყინა
  60. Georgia 3–0 Gibraltar / 2020 European Championship Qualifying // espn.com
  61. ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
  62. კვარაცხელია C ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია // europop.ge
  63. კვარაცხელია ერთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულშია // 1tv.ge
  64. კვარაცხელია ერთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულშია // primetime.ge
  65. „მნიშვნელობა არ აქვს, ტაბლოზე კვარაცხელია წერია თუ ზივზივაძე“
  66. Georgia 3–0 Gibraltar / EC Qualification // soccerway
  67. Estonia 0–1 Georgia / UEFA Nations League // soccerway
  68. Georgia 1–1 North Macedonia / UEFA Nations League // soccerway
  69. Georgia 1–0 Belarus / EC Qualification // soccerway
  70. North Macedonia 1–1 Georgia / UEFA Nations League // soccerway
  71. Sweden 1–0 Georgia / UEFA World Cup Qualifiers // soccerway
  72. Georgia 1–2 Spain / UEFA World Cup Qualifiers // soccerway
  73. Greece 1–1 Georgia / UEFA World Cup Qualifiers // soccerway
  74. Georgia 0–2 Greece / UEFA World Cup Qualifiers // soccerway
  75. Kosovo 1–2 Georgia / UEFA World Cup Qualifiers // soccerway
  76. Georgia 2–0 Sweden / UEFA World Cup Qualifiers // soccerway
  77. Georgia 1–0 Uzbekistan / Friendlies // soccerway
  78. Bosnia-Herzegovina 0–1 Georgia / Friendlies // soccerway
  79. Georgia 4–0 Gibraltar / UEFA Nations League // soccerway
  80. Georgia 4–0 Gibraltar / UEFA Nations League // uefa.com
  81. Bulgaria 2–5 Georgia / UEFA Nations League // soccerway
  82. Bulgaria 2–5 Georgia / UEFA Nations League // uefa.com
  83. North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League // soccerway
  84. North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League // uefa.com
  85. Georgia 0–0 Bulgaria / UEFA Nations League // soccerway
  86. Georgia 2–0 North Macedonia / UEFA Nations League // soccerway
  87. Gibraltar 1–2 Georgia / UEFA Nations League // soccerway
  88. Georgia 1–1 Norway / Qual. Euro 2024 // soccerway
  89. Cyprus 1–2 Georgia / Qual. Euro 2024 // soccerway
  90. Scotland 2–0 Georgia / Qual. Euro 2024 // soccerway
  91. Georgia 1–7 Spain / Qual. Euro 2024 // soccerway
  92. Norway 2–1 Georgia / Qual. Euro 2024 // soccerway
  93. Georgia 8–0 Thailand / Friendlies // soccerway
  94. Georgia 4–0 Cyprus / Qual. Euro 2024 // soccerway
  95. Georgia 2–2 Scotland / Qual. Euro 2024 // soccerway
  96. Spain 3–1 Georgia / Qual. Euro 2024 // soccerway
  97. Georgia 0–0 Greece / UEFA Euro 2024 Qualifiers // soccerway
  98. Kvaratskhelia Football Dynasty: Mamia, Badri, Khvicha and Tornike
  99. ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა მიუნხენის „ბაიერნის“ წევრი გახდეს
  100. Badri Kvaratskhelia / Profile // worldfootball.net
  101. Badri Kvaratskhelia / Profile // footballdatabase.eu
  102. „მისი ყველაზე ლამაზი გოლი“, - „გაძეტა დელო სპორტი“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ქორწილს გამოეხმაურა
  103. ჯვრისწერა სამთავროში და ულამაზესი პატარძალი
  104. კვარაცხელიამ ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა
  105. "Локомотив" – обладатель Олимп-Кубка России по футболу // rfs.ru
  106. Napoli win Serie A for first time in 33 years // BBC Sport
  107. GFF-მა წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა
  108. GFF AWARDS 2023 | ზედიზედ მეოთხედ კვარაცხელია წლის ფეხბურთელია!
  109. ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
  110. ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი აღიარება // 1tv.ge
  111. Khvicha Kvaratskhelia named 2022/23 UCL Young Player of the Season
  112. Champions League Young Player of the Season: Khvicha Kvaratskhelia
  113. Khvicha Kvaratskhelia EA Sports Player of the Month for August // legaseriea.it
  114. Khvicha Kvaratskhelia | Player of the Month: August 2022 | Serie A 2022/23
  115. Khvicha Kvaratskhelia EA SPORTS Player Of The Month for February
  116. Khvicha Kvaratskhelia EA SPORTS Player Of The Month for March
  117. Khvicha Kvaratskhelia won the Goal Of The Month award
  118. Khvicha Kvaratskhelia (Napoli) // theathletic.com
  119. The Athletic Young Player of the Year awards 2022-23
  120. ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2022/2023 სეზონის საუკეთესო მოთამაშეა
  121. EA SPORTS™ FIFA 23 - Serie A Team of the Season // legaseriea.it
  122. Italian Serie A Top Assists // BBC Sport
  123. Champions League breakthrough XI // The Sun
  124. „არსაიდან გამოჩენილი მფრინავი გარემარბი“ // crystalsport.ge
  125. Ranked! The 100 best players in the world, 2022 // fourfourtwo.com
  126. როცა არჩევანი კაპელოსაც მოსწონს... // lelo.ge
  127. კვარაცხელიამ სერია A-ს MVP-ის ტიტული სტატისტიკითაც დაიმსახურა
  128. კვარაცხელიას მიერ „ატალანტასთან“ გატანილი გოლი 2023 წლის სერია A-ს საუკეთესო გოლად დაასახელეს
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებადედამიწის დღედედამიწაკატეგორია:ქართული გვარებიილია ჭავჭავაძესაქართველოქუნთრუშადავით IV აღმაშენებელიკორუფციაასტრიდ ლინდგრენითამარ მეფეთბილისიქართული დამწერლობაქვეყნების სიავეფხისტყაოსანიაღდგომავახტანგ I გორგასალისაქართველოს გეოგრაფიასულხან-საბა ორბელიანიშოთა რუსთაველიმარკ ტვენიფარნავაზ Iდავით კაჭარავაივანე ჯავახიშვილიმეორე მსოფლიო ომივაჟა-ფშაველანიკო ფიროსმანიგალაკტიონ ტაბიძეკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიპირველი მსოფლიო ომისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიაფრიკაზედსართავი სახელი24 აპრილი9 აპრილის ტრაგედიაერეკლე IIევროპააკაკი წერეთელი