რესპუბლიკის დღე (სომხეთი)

რესპუბლიკის დღე (სომხურად: Հանրապետության օր) — ეროვნული დღესასწაული სომხეთში 1918 წელს პირველი სომხეთის რესპუბლიკის იუბილესთან დაკავშირებით. იგი ჩვეულებრივ აღინიშნება ფეიერვერკით, კონცერტებით, ჩირაღდნების მსვლელობებით, აღლუმებითა და წვეულებებით. ითვლება სომხეთის ეროვნულ დღესასწაულად.

სომხეთის რესპუბლიკის დღე
სხვა სახელები სომხეთის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე
თარიღი 1918 წლიდან დღემდე

ისტორია რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან მალევე ოსმალეთის იმპერიამ დაიწყო სომხების იმპერიიდან იძულებითი განდევნა. ქალები, ბავშვები და მოხუცები აიძულეს დაეტოვებინათ სომხეთი და წასულიყვნენ სირიასა და რუსეთში. 1 – დან 1,5 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, რასაც დღეს სომხების გენოციდს უწოდებენ. გენოციდის შემდეგ, სომხეთის ეროვნულმა საბჭომ სუვერენიტეტი გამოაცხადა 1918 წლის 28 მაისს.

1920 წლის 19 იანვარს ერთა ლიგამ სომხეთის მთავრობა სომხეთის დე ფაქტო მთავრობად ცნო.1920 წელს სომხეთის რესპუბლიკამ დაიპყრო ტერიტორია, რომელიც მოიცავდა დღევანდელი სომხეთის, ყარსის, იგდირისა და არდაჰანის ჩულდურისა და გოლეს რაიონებს, ხოლო ნახიჩევანის, მთიანი ყარაბაღის, ზანგეზურის რეგიონები (დღეს სომხეთის პროვინცია სიუნიკი), რის გამოც მათ დავა ჰქონდათ აზერბაიჯანთან. სადავო იყო ლორეც, რომელიც საქართველოსა და სომხეთს შორის მდებარეობდა და საბოლოოდ სომხეთს შეუერთდა.

1919 წლის საიუბილეო მსვლელობა ერევანში

სომხეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა 1918 წლის 28 მაისს. რესპუბლიკამ მაშინვე განიცადა მასიური შიმშილი და ლტოლვილთა მასობრივი ნაკადები. რესპუბლიკა ხანმოკლე იყო. 1920 წლის 2 დეკემბრიდან წითელი არმია შემოვიდა სომხეთში და გამოაცხადა საბჭოთა რესპუბლიკა. სომხეთმა დამოუკიდებლობა 1991 წელს დაიბრუნა.

ფესტივალები რედაქტირება

პირველი დღესასწაულები რედაქტირება

რესპუბლიკის დღის პირველი დღესასწაულები ყარაბაღის მოძრაობის დასაწყისში შედგა. პირველი რესპუბლიკის 70 წლის იუბილეზე, 1988 წელს, სომხეთის დროშა პირველად მატენადარანის წინ აღიმართა. რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდა ახლადშექმნილი სამხედროების სამხედრო აღლუმი ბრილიანტის იუბილესთან დაკავშირებით, რომელსაც მეთაურობდა გენერალური შტაბის უფროსი (მაშინ გენერალ-ლეიტენანტი ნორატ ტერ-გრიგორიანსი). ღონისძიების დროს პრემიერ მინისტრმა ჰრანტ ბაგრატიანმა სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

ზოგადი დღესასწაულები რედაქტირება

რესპუბლიკის დღის აღნიშვნა ემთხვევა სარდარაბადის ბრძოლის იუბილეს, როდესაც ოსმალეთის იმპერიიდან სომხები იძულებით გამოასახლეს. ყოველწლიურად სომხეთის პრეზიდენტი, სომხეთის პრემიერ მინისტრი და არაბეთის პრეზიდენტი სტუმრობენ სარდარაპატის მემორიალს და გვირგვინით შეამკობენ ძეგლს. რესპუბლიკის დღეს მრავალი კულტურული და სამხედრო ღონისძიებითაა დატვირთული.

ასი წლის იუბილე რედაქტირება

2018 წელს აღინიშნა პირველი სომხეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი. სომხეთმა 618 მილიონი დრამი დახარჯა საიუბილეო თარიღის ღონისძიებებზე.[1] ცერემონიებს (ცნობილი როგორც "გამარჯვების საუკუნე") ესწრებოდნენ პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, პრემიერ მინისტრი ნიკოლ პაშინიანი, არცახის ე.წ. პრეზიდენტი ბაკო საჰაკიანი დამთელი სომხეთის კათოლიკოსი გარეკინ II. [2][3]

სარდარაპატის მემორიალთან გაიმართა საზეიმო სამხედრო აღლუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯარისკაცები, მეორე მსოფლიო ომისა და ყარაბაღის ომის ვეტერანი მებრძოლები.[4] სევე გამოფენილი იყო ისტორიული მანქანები, როგორიცაა T-90. მასში ასევე იყვნენ სომხეთის არმიის კორპუსის ქვედანაყოფები, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახური, სომხეთის პოლიცია, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ძალები და პირველად რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები.

საღამოს, ერევნის რესპუბლიკის მოედანზე, გაიმართა 3D შოუ.[5]

სქოლიო რედაქტირება

  1. http://hetq.am/eng/news/85987/armenia-will-spend-$1285-million-to-celebrate-100th-anniversary-of-first-republic.html
  2. https://news.am/eng/news/453469.html
  3. https://news.am/eng/news/453570.html
  4. https://massispost.com/2018/05/armenia-celebrates-100th-anniversary-of-first-republic/
  5. "САРДАРАПАТ КАК ВЕРШИНА НАШЕГО ДУХА". golosarmenii.am. Retrieved 2020-07-28.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებადედამიწის დღედედამიწაკატეგორია:ქართული გვარებიილია ჭავჭავაძესაქართველოქუნთრუშადავით IV აღმაშენებელიკორუფციაასტრიდ ლინდგრენითამარ მეფეთბილისიქართული დამწერლობაქვეყნების სიავეფხისტყაოსანიაღდგომავახტანგ I გორგასალისაქართველოს გეოგრაფიასულხან-საბა ორბელიანიშოთა რუსთაველიმარკ ტვენიფარნავაზ Iდავით კაჭარავაივანე ჯავახიშვილიმეორე მსოფლიო ომივაჟა-ფშაველანიკო ფიროსმანიგალაკტიონ ტაბიძეკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიპირველი მსოფლიო ომისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიაფრიკაზედსართავი სახელი24 აპრილი9 აპრილის ტრაგედიაერეკლე IIევროპააკაკი წერეთელი