მუსტაფა ბარზანი

მუსტაფა ბარზანი (ქურთ. مستهفا بارزانی‎,; დ. 14 მარტი, 1903, ბარზანი, ოსმალეთის იმპერია — გ. 1 მარტი, 1979, ვაშინგტონი, აშშ) — ქურთისტანელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. ერაყის ქურთისტანის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ლიდერი.

ახალგაზრდა ბარზანი 1930-იან წლებში

ბიოგრაფია რედაქტირება

მუსტაფა ბარზანი დაიბადა 1903 წლის 14 მარტს პატარა დასახლება ბარზანში, ამავე სახელობის ტომის ლიდერის, შეიხ მუჰამედის ოჯახში. შვილის დაბადების შემდეგ მამა მალევე დაიღუპა. მუსტაფა გაზარდეს მისმა ძმებმა. ჯერ ზრდიდა შეიხ აბდელ-სალიამი, ხოლო მისი დაკავებისა და ოსმალების მიერ დასჯის შემდეგ — შეიხ აჰმედ ბარზანი.

მუსტაფა ბარზანმა მიიღო ტრადიციული რელიგიური განათლება ბარზანისა და სულეიმანიის მედრესეში, სადაც ითვლებოდა საუკეთესო მოსწავლედ. ღვთისმეტყველების კარგი ცოდნის გამო იგი ცნობილი გახდა მეტსახელით „მოლა მუსტაფა“.

სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო 1919 წლის დასაწყისში, ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში, როცა საკუთარმა ძმამ გააგზავნა ინგლისელების წინააღმდეგ ბრძოლაში მაჰმუდ ბერზანჯის მხარდასაჭერად. მალე მან მონაწილეობა მიიღო ექსპედიციაში, რომელიც მიზნად ისახავდა რამდენიმე სომეხი ოჯახის გადარჩენას თურქეთის მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტისგან.

1943 წელს ნაციონალისტური ორგანიზაციის „ხივას“ დახმარებით სულეიმანიიდან გაიქცა ირანში, თავი მოუყარა იქ ქვედანაყოფებს და შეიჭრა ბარზანში, სადაც წამოიწყო ხელახალი აჯანყება და განაიარაღა ოლქის ყველა პოლიციური პოსტი. ბრიტანელების ზეწოლის შედეგად, ერაყის მთავრობამ მასთან ხელშეკრულება დადო და ბარზანის ავტონომიას დაპირდნენ. 1945 წლის აგვისტოში, ბრიტანული ტანკებისა და თვითმფრინავების დახმარებით, საომარი მოქმედებები განახლდა და ბარზანი, მისი პირველი წარმატებების შემდეგ, იძულებული გახდა დაეტოვებინა სოფელი ბარზანი. მან თავის ტომის წარმომადგენლებთან ერთად თავი შეაფარა ირანის საბჭოთა ოკუპაციის ზონაში, სადაც მალევე გამოაცხადა მეჰაბადის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. მუსტაფა ბარზანი დაინიშნა რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად და მიიღო გენერლის წოდება. 1946 წლის 16 აგვისტოს დანიშნეს ახლადშექმნილი ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ.

საბჭოთა ჯარების ირანიდან გასვლის შემდეგ ბარზანი და მისი გუნდი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1947 წლის გაზაფხულზე მიიღო გადაწყვეტილება დაბრუნებულიყვნენ ირანში, ხოლო თავად ბარაზანი მოხალისეებთან ერთად შეეცდება სსრკ-ში შესვლის მცდელობას. 1947 წლის 17-18 ივნისს იგი გადავიდა მდინარე არაქსზე აზერბაიჯანის სსრ-ის ნახიჭევანის რაიონში.

1958 წლის 14 ივლისის ერაყის რევოლუციის შემდეგ 6 ოქტომბერს ბარზანი დაბრუნდა ერაყში, სადაც მას დახვდნენ როგორც საერთოერაყულ ეროვნულ გმირს.

საერთაშორისო პოლიტიკის გაგებით, ბარზანი არ ცდილობდა ქურთული მოძრაობის დაკავშირებას რომელიმე ბლოკთან, მაგრამ მას მაქსიმალური მხარდაჭერა მიანიჭა: გრძელდებოდა დამხარების მიღება მოსკოვიდან, კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჰქონდა ეგვიპტესთან, უფრო მცირე ხარისხით სირიასთან. ძლიერი იყო ქურთების პოზიცია საფრანგეთში.

1970 წლის 11 მარტს ბარზანმა სადამ ჰუსეინთან დადო ხელშეკრულება, რომელმაც აღიარა ქურთების ავტონომია, ეს იყო მისი პოლიტიკის მწვერვალი. თუმცა მალევე ბაღდადსა და მას შორის გაუარესდა ურთიერთობა და 1975 წლის 22 მარტს დატოვა ქვეყანა. ამავე წლის აპრილში მისი ჯანამრთელობა გაუარესდა. მას დაუდგინეს სიმსივნე. გარდაიცვალა 1979 წლის 1 მარტს ვაშინგტონში. მისი ცხედარი დაკრძალეს ირან-ერაყის საზღვრის ახლოს შნოში, ხოლო 1993 წელს გადაასვენეს ბარზანში. მისი გარდაცვალების შემდეგ ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიასა და ქურთების მოძრაობას ერაყში ხელმძღვანელობდა მისი შვილი მასუდ ბარზანი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებადედამიწის დღედედამიწაკატეგორია:ქართული გვარებიილია ჭავჭავაძესაქართველოქუნთრუშადავით IV აღმაშენებელიკორუფციაასტრიდ ლინდგრენითამარ მეფეთბილისიქართული დამწერლობაქვეყნების სიავეფხისტყაოსანიაღდგომავახტანგ I გორგასალისაქართველოს გეოგრაფიასულხან-საბა ორბელიანიშოთა რუსთაველიმარკ ტვენიფარნავაზ Iდავით კაჭარავაივანე ჯავახიშვილიმეორე მსოფლიო ომივაჟა-ფშაველანიკო ფიროსმანიგალაკტიონ ტაბიძეკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიპირველი მსოფლიო ომისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიაფრიკაზედსართავი სახელი24 აპრილი9 აპრილის ტრაგედიაერეკლე IIევროპააკაკი წერეთელი