მაკარავანქის მონასტერი

მაკარავანქის მონასტერი (სომხ. Մակարավանք) — X-XIII საუკუნეების მონასტერი სომხეთში. მდებარეობს ტავუშის პროვინციის სოფელ აჩაჯურიდან დასავლეთით 6 კილომეტრში. მონასტერი არ არის მოქმედი, მაგრამ დღემდე კარგადაა შემონახული.

მაკარავანქის მონასტერი
მაკარავანქის მონასტერი — სომხეთი
მაკარავანქის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილებასომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანადროშა: სომხეთი სომხეთი
მუნიციპალიტეტიტავუშის პროვინცია
ადგილმდებარეობააჩაჯური
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილიჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდებაX-XIII საუკუნე
დეტალები

ისტორია რედაქტირება

მონასტერი თავისი დროის კულტურული და სასულიერო ცენტრი იყო. წარმოადგენდა შუა საუკუნეების ერთ-ერთ ცნობილ არქიტექტურულ კომპლექსს, რომელიც დამახასიათებელია იმ პერიოდში არსებული ტაშირ-ძორაგეტის სამეფოსათვის[1]. ტაძარი აგებულია მუქი ვარდისფერი ანდეზიტითა და წითელი ტუფით. მონასტერი ჰარმონიული არქიტექტურული კონსტრუქციებით მდიდარია. ტაძარზე შემონახულია ტიპური ქართული ჩუქურთმები[2].

უძველესი ნაგებობა აგებულია X-XIII საუკუნეებში. სურბ-ასტვაწაწინის ეკლესია 1198 წლისაა. მთავარი ეკლესია, რომელიც აგებულია 1205 წელს მდიდარია ჩუქურთმებით.

თანამედროვე მდგომარეობა რედაქტირება

მონასტერმა ათასწლეულების მანძილზე გაუძლო ბუნების ისეთ სტიქიურ მოვლენებს, როგორცაა მიწისძვრა, ატმოსფერული ზეგავლენა და დღემდე მოაღწია. 1980-იანწლებში ჩაუტარდა ნაწილობრივი რესტავრაცია, რომელიც დაფინანსების არქონის გამო შეწყდა.

მონასტერი მდებარეობს მეწყერულ ზონაში და არის მისი სულ განადგურების საშიშროება. მონასტრის გადასარჩენად საჭიროა შემუშავდეს მეწყერსაწინააღმდეგო ღინისძიებები[3].

აღწერა რედაქტირება

1. ეკლესია X საუკუნე
2. სურბ-ასტვაწაწინი 1204
3. სფეროსებური ეკლესია 1198
4. სამრეკლო XII-XIII საუკუნეები
5. გავითი 1207
6. სამეურნეო XIII საუკუნე
7. მრევლის მომსახურების ოთახი XII-XIII საუკუნეები
8. მთავარი შესასვლელი XII-XIII საუკუნეები
9. გალავნის ნაშთები
10. წყაროს სათავე XII-XIII საუკუნეები

მონასტრის უძველესი ნაგებობაა X საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია. იგი მდიდარია ორნამენტებით და ჩუქურთმებით. სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობაა ჯვარგუმბათოვანი სურბ-ასტვაწაწინის (ღვთისმშობლის) ეკლესია, რომელიც აგებულია 1204 წელს. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე მდებარეობს კარგად შემონახული მზის საათი, რომლის ქვემოთაც გამოსახულია მტრედი. გუმბათის ყელი 12-თაღოვანია. გავითი აგებულია XII საუკუნეში.

მცირე ეკლესია, რომელიც მთავარ ტაძართან მდებარეობს აგებულია 1198 წელს ოვანესის მიერ. იგი ოთხფასადიანი სფეროსებური ნაგებობაა. რომელიც ასევე მდიდარია ბარელიეფებით. ეკლესიაზე მიდგმულია XIII საუკუნის სამრეკლო.

მუქი ვარდისფერი ანდეზიტითა და წითელი ტუფით აშენებული მაკარავანქის მონასტერი, უჩვეულოდ ლამაზია. მთავარი შემოსასვლელიდან მონასტრის ეზომდე აღმოჩენილია უამრავი ჭურჭელი და წყლის მილები, რომლებშიც ამ დღემდე მოედინება წყალი, რომლის სათავეც მონასტრის ახლოსაა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Patrick Donabédian et Jean-Michel Thierry, Les arts arméniens, Éditions Mazenod, Paris, 1987, გვ. 170 ISBN 2-85088-017-5.
  2. Patrick Donabédian et Jean-Michel Thierry, Les arts arméniens, Éditions Mazenod, Paris, 1987, გვ. 202 ISBN 2-85088-017-5.
  3. Вардеванян Ашот. Национальная программа действий по борьбе с опустыниванием в Армении, ერევანი, 2002 დაარქივებული 2015-06-05 საიტზე Wayback Machine. ISBN 99930-935-6-4
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებადედამიწის დღედედამიწაკატეგორია:ქართული გვარებიილია ჭავჭავაძესაქართველოქუნთრუშადავით IV აღმაშენებელიკორუფციაასტრიდ ლინდგრენითამარ მეფეთბილისიქართული დამწერლობაქვეყნების სიავეფხისტყაოსანიაღდგომავახტანგ I გორგასალისაქართველოს გეოგრაფიასულხან-საბა ორბელიანიშოთა რუსთაველიმარკ ტვენიფარნავაზ Iდავით კაჭარავაივანე ჯავახიშვილიმეორე მსოფლიო ომივაჟა-ფშაველანიკო ფიროსმანიგალაკტიონ ტაბიძეკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიპირველი მსოფლიო ომისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიაფრიკაზედსართავი სახელი24 აპრილი9 აპრილის ტრაგედიაერეკლე IIევროპააკაკი წერეთელი