გლობუსი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გლობუსი (მრავალმნიშვნელოვანი).

გლობუსი (ლათ. Globus — სფერო) — დედამიწის დაუმახინჯებელი კარტოგრაფიული გამოსახულება სფეროზე; დედამიწის მოდელი, რომელსაც ყველა მიმართულებით სიგრძეებისა და ფართობების ერთი და იგივე მასშტაბი აქვს. პირველი გეოგრაფიული გლობუსი გააკეთა ნიურნბერგელმა მარტინ ბეჰაიმმა 1492 წელს. XVII-XVIII საუკუნეებში, საზღვაო რუკების შემოღებამდე, გლობუსებს იყენებდნენ ზღვაოსნობაში.

კარტოგრაფიული შინაარსის მიხედვით გლობუსი სხვადასხვაგვარია, უმეტესად გავრცელებულია ფიზიკური-გეოგრაფიული და პოლიტიკური გლობუსები. ასტრონომიულ გლობუსებზე გამოსახულია ვარსკვლავიერი ცა. სასწავლო გლობუსების მასშტაბებია 1:30 მლნ. — 1 : 80 მლნ. თეთრ გრადუსთა ბადიანი შავი გლობუსები იხმარება მათემატიკური-გეოგრაფიული სავარჯიშოების შესასრულებლად, საპროექციო გლობუსი, რომელიც ცენტრში ელექტრონათურა აქვს, — კარტოგრაფიული პროექციების შესასწავლად.

ლიტერატურა რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებადედამიწის დღედედამიწაკატეგორია:ქართული გვარებიილია ჭავჭავაძესაქართველოქუნთრუშადავით IV აღმაშენებელიკორუფციაასტრიდ ლინდგრენითამარ მეფეთბილისიქართული დამწერლობაქვეყნების სიავეფხისტყაოსანიაღდგომავახტანგ I გორგასალისაქართველოს გეოგრაფიასულხან-საბა ორბელიანიშოთა რუსთაველიმარკ ტვენიფარნავაზ Iდავით კაჭარავაივანე ჯავახიშვილიმეორე მსოფლიო ომივაჟა-ფშაველანიკო ფიროსმანიგალაკტიონ ტაბიძეკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებიპირველი მსოფლიო ომისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიაფრიკაზედსართავი სახელი24 აპრილი9 აპრილის ტრაგედიაერეკლე IIევროპააკაკი წერეთელი